EMC-ს შეფასება ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ქალაქ ბათუმში, 2017 წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს და სახელმწიფოს მოუწოდებს,უზრუნველყოს მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება. 2017 წლის 11 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული პროტესტისმიზეზი, პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებულიჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. …

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა. მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ: „ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, …

არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ „ბათუმელები“ პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. ბატონო არმაზ, ხედავთ თუ არა გარკვეულ ძალებს ამ აქციის უკან? დღეს გაკეთდა განცხადებები, სადაც მთავრობა მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის“ როლზე, რომელმაც გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების ეს მითითება? სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა საქართველოში, რომ ხელისუფლება  მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნებისმიერ მკვეთრ ქმედებას აბრალებს …

გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ

გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა: რა ინფორმაცია …

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ

12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ (CIDA) ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: “ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული …

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა. დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ …

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო. [checklist] აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. [/checklist] თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც …

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებიდან 16-ის საქმე დღეს, 12 მარტს განიხილება ბათუმის საქალაქი სასამართლოში. ამ დროისთვის ოთხ ადამიანის: თემურ ლობჟანიას, არჩილ აბაშიძეს, ზაზა თედორაძესა და ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მათ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და გოჩა ფუტკარაძემ მიიღეს. დაკავებულებიდან ორი არასრულწლივანი იყო. ისინი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. …

კვირიკაშვილი: უნდა დაისაჯონ როგორც ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები, ისე მათი წამქეზებლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 12 მარტს,  აჭარის მთავრობაში გამართულ თათბირზე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა შეძლეს ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო, ახლა კი საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”: “ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ …

კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი

12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა: “ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა  2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ  გავცდეთ იმ  ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი …

არჩილ თალაკვაძე: შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიდევ მიეცეს პასუხისგებაში

11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში  „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა: „შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს არსებული რეალობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. გუშინ არ იყო პირველი სიგნალი, როდესაც …

მერიის ცნობით ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება

გუშინ ღამით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა დეკორატიული ფილები, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები – “თითქმის აღდგენილია დეკორატიული ფილები, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. …

აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჭეიშვილს ოპერაციას თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ დღეს ჩაუტარებენ. დეპუტატი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაშავდა, მას სახეში ქვა მოხვდა. რის შედეგადაც გატეხილი აქვს სახის ძვალი. ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები მის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა შეფასებამ გაანაწყენა. „ … მე ვასრულებდი მედიატორის ფუნქციას პოლიციასა და …

ბათუმის სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს აქციის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებმა გამთენიისას  დააკავეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 40-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 12 მარტს, გამთენიისას ბათუმში მიმდინარე აქციზე. შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს …

ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს

რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს წევრებმა ბათუმში გუშინ დაანონსებული მხარდამჭერი აქცია გააუქმეს, რითაც გაემიჯნეს მათი ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, გუშინ განვითარებულ მოვლენებში, მათი მონაწილეობის შესახებ. ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე, მათი პარტიის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საპროტესტო აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ აქცია სულ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული – “იქ იყო …

ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეჭვობს, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციას ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ამის შესახებ მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შეფასაბისას განაცხადა: „ სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, …

უშიშროების საბჭოს მდივანი: „ახლა მნიშვნელოვანია აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს“

რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრის შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით: სიტუაცია ბათუმში ამ დროისთვის კონტროლირებადია. „ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოჰყვეს. მე ვერ ვხედავ ამის მყისიერ საფრთხეს. კარგად …

არეულობა ბათუმში – გამთენისას აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით ბათუმში გამთენიისას 40 მდე პირი დააკავეს.  შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა.  რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის …

აქცია შეწყდა – პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, მერია ქუჩას ასუფთავებს

აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან დასრულდა. სპეცრაზმი სხვადასხვა უბანში გადანაწილდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, რომელთაც 11 მარტს ღამით და 12 მარტს, გამთენიისას დაარბიეს პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, დააზიანეს შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, ფილაქანი, დაწვეს პოლიციის და სამოქალაქო პირთა მანქანები. ამ დროისათვის აქციის ადგილას მობილიზებულია ბათუმის სახანძრო სამსახური, სპეცტექნიკა და სანდასუფთავების თანამშომლები, რომლებიც ქუჩას ასუფთავებენ. ადგილზე …

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება

ბათუმში, პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილ იგამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ …

ბათუმში აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

ამ წუთებში ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. ისმის სროლის ხმა. სპეცრაზმთან ერთად, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც. სპეცრაზმი გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს აქციის მონაწილეებს დასაშლელად. აქცია პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. ამ წუთებში უკვე …

აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს უშვებენ

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს პოლიციის შენობის მიმართულებით ისვრიან. ამ წუთებში პოლიციის ეზოში სამი მანქანა იწვის, რომელთაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს. საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ალმოდებული მანქანების ფონზე სელფებს იღებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შუქნიშანს ამტვრევენ. ____________________________________________ შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული …

უმაღლესი საბჭოს წევრს სახეში ქვა მოხვდა

„უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აუცილებლად საოპერაციოა, რადგან ძალიან დიდი ქვა მოხვდა სახეში, საფეთქლის ქვემოთ, რენტგენი გადაუღეს და სახის ძვალი აქვს გახეტილი. სხვა დაშავებული იყვნენ საავადმყოფოში, ძირითადად პოლიციელები არიან“-გვეუბნება სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ დამტვრეულია ირაკლი ჭეიშვილის და ცოტნე ანანიძის …

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს: „ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე …

პოლიციის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს

მდგომარეობა ისევ დაძაბულია ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ [4:36] ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს შენობის ეზოში, რასაც აფეთქება მოჰყვა და პოლიციის მანქანა იწვის. ბათუმში უკვე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ამ წუთებში ძალოვანებს ხვდება. აქციაზე ამ დროისათვის მონაწილეთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა მონაწილეები აგრესიულად იქცევიან, წვავენ და …

აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებსაც

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს აგრესიულად ექცევიან და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში. აქციის მონაწილეებმა მიკროფონი გადაუგდეს ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს და გადაღებაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტსაც, რომელიც ცდილობდა გადაეღო, როგორ ყრიდნენ აქციის მონაწილეები ქვაფენილს. აქცია პოლიციის შენობასთან ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ისვრიან ქვებს პოლიციელების მიმართულებით, დაწვეს ავტომაქანები, აყარეს ქვაფენილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს …

„პლაზასთან“ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ დეტალებზე საუბრობს

ჯიმი ვარშანიძემ, რომლის დაჯარიმებაც ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენების გაცხადებული მიზეზი გახდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პოლიციის მიერ მის დაკავებაზე ისაუბრა: „მოვდიოდით მე და მამაჩემი სასაფლაოდან, გავაჩერე პლაზას წინ, „ირინას აფთიაქში“ ავდიოდი და ავარიული ჩართული მქონდა, ძრავა არ მქონდა გათიშული და რომ დავბრუნდი, უკან მომადგა პატრულის მანქანა. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ გავეშვი. როცა …

აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, იმის მიუხედავად, რომ შს სამინსიტრომ გაათავისუფლა დღეს დაკავებული ექვსივე პირი. აქციის მონაწილებმა დაწვეს პოლიციის და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, ყრიან ქვაფენილს და ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართულებით, ქუჩაში წვავენ საბურავებს, იქცევიან აგრესიულად. პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თუმცა აქციის დაშლა ვერ შეძლო. ბათუმში მოკლე ხანში ჩამოვა საქართველოს …

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი „ბათუმელებთან“. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს. „ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ …

პრეზიდენტი: აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია …

შს მინისტრი: დაკავებულები გავათავისუფლეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 11 მარტს დაკავებული ექვსი პირი უკვე გათავისუფლებულია და იგი ბათუმში ჩამოდის. „მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრი არც საკადრო გადაადგილებას გამორიცხავს. დაკავებულების გათავისუფლების …

ბათუმში აქციაზე 21 ადამიანია დაშავებული

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით ამ დროისათვის (1:00) ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში აქციის შედეგად დაშავებული 21 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის არიან პოლიციელები და აქციის მონაწილეები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ დაშავებულთა უმეტესობას აღენიშნება ქვის დარტმითა და წაქცევის შედეგად მიღებული დაზიანებები.  რაც შეეხება გაზის მოწავლის შემთხვევებს, სასწრაფო სამედიცინ ოდახმარების სადგურში ამბობენ, რომ ასეთი …

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე შენობიდან სპეცრაზმი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სპეზრაზმს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უკან დაიხია. „ბათუმელების“ ჟურნალისტების ცნობით, არაერთი პოლიციელია დაშავებული ქვის სროლის შედეგად.

რა ხდება პოლიციის სამმართველოს შენობასთან [ფოტო]

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებმა წააქციეს პოლიციის მანქანა, ირგლივ დაზიანებულია ბორდიურები.

ბათუმში აქციაზე ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენეს [ფოტო]

ბათუმში, პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა. ამ დროისთვის აქცია ისევ გრძელდება. ისმის უცენზურო შეძახილები პოლიციის მისამართით, აქციის მონაწილეები დღეს დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას იტხოვენ.

აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსია. უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

Exit mobile version