„კარგად იცი, რაშიც მყოფნის პენსია“ – რეპორტაჟი ჯავახიშვილის ქუჩიდან

„კარგად გეცოდინება, რაშიც მყოფნის“ – გვპასუხობს პენსიონერი ანზორ გოგრაჭაძე კითხვაზე – რაში გყოფნით პენსია. მან ჯერ გვითხრა, რომ პენსია მცირეა და არ ჰყოფნის, მას შემდეგ კი, როცა ვთხოვეთ, მოეყოლა დანახარჯების შესახებ პენსიიდან, ასე გვიპასუხა. ამის შემდეგ ანზორ გოგრაჭაძემ გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ „მთავრობა არ უნდა შეიცვალოს“, თუმცა უკმაყოფილოა წამლების ფასებით და პენსიის ოდენობით: …

რატომ გადაკეტეს აბუსერიძის ქუჩა ისევ – მოძრაობა შეზღუდულია კარფურიდან რესპუბლიკურამდე

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად ისევ გადაკეტეს. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილი პრობლემაა. აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში 2019 წელს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო. „სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ძველი მილი უნდა იყოს გაჭედილი, რის გამოც აბუსერიძე-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და მის …

გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი გახდება – როგორ მუშაობს მოძრაობის ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება. ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა [ჭავჭავაძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში] ავტომანქანებისთვის უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია. ქუჩის ამ მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ახლა სავალი ნაწილის მოწყობა მიმდინარეობს. დასრულებულია ბორდიურებისა და ტროტუარებზე ფილების დაგების სამუშაოებიც. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში დარჩენილია ასფალტის დაგებისა და სავალი ნაწილის მონიშვნის გარკვეული სამუშაოები, რომელთა დასრულება ძირითადად …

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დაზიანებულია კერძო საკუთრება, ტროტუარი, პარალიზებულია საკანალიზაციო სისტემა და ბოლო რამდენიმე თვეა ფეკალური მასა ქუჩაზე ამოდის. ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ დეფორმირებული და დაწეულია ტროტუარი. ტროტუართან ერთად კი შენობის შესასვლელი კიბის კონსტრუქცია შენობის კედელს დაშორებულია. აქვე საცხოვრებელ კორპუსებშიც, მოსახლეობის თქმით, შეინიშნება ბზარები რაც გზაზე მიმდინარე სამუშაოების მიზეზითაა გამოწვეული. სასამართლოს ყოფილი …

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას. ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს …

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში მთლიანად გადაკეტილია. დღეს, 25 იანვარს, გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩა ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩებს შორის. შესაბამისად, ფიროსმანის ქუჩით მოძრავი ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩიდან ვერც გორგილაძის და ვერც გორგასლის ქუჩაზე გავლენ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ვერ გამოვლენ ავტომობილები გორგასლის ქუჩის ბოლოდანაც. ადგილზე მომუშავეთა თქმით, ეს მონაკვეთი 2-3 თვით გადაიკეტა, თუმცა ზუსტი დრო, …

სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა. ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი „უპატრონო ბათუმი“ ავრცელებს, ფოტოზე მონიშნულია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე წარწერით: „ხო გაქვთ მშვიდობა“. ამ ქუჩაზე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ძლიერი წვიმის მოსვლის შემდეგ ეს ადგილი ქალაქში ერთ-ერთი კრიტიკული წერტილია. უკვე მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს.  

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

აბუსერიძის ქუჩა რესპუბლიკურთან მინიმუმ ერთი თვე გადაკეტილი იქნება

აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ მთლიანად გადაიკეტა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ მონაკვეთში ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც. ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი კეთდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. „დამოკიდებული ვართ ამინდზე,“ – გვითხრეს მერიაში. აღნიშნული სამუშაოების გამო თითქმის პარალიზებულია ავტომობილების, შესაბამისად, …

რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში, გაიხსნა, ასევე მოძრაობა აღდგა გორგილაძის ქუჩის ბოლოში, თუმცა, ამჯერად სამი თვით გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასალისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის. მოძრაობის შეზღუდვა ძირითადად ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება. გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში კი, სანიაღვრესთან ერთად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაც მოხდება. ეს სანიაღვრე არხი, ჯავახიშვილის …

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …

„DS გრუპის“ მიერ დაზიანებული ჯავახიშვილის ქუჩა მალე გაიხსნება

ბათუმში, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ავტომანქანებისთვის გზა გადაკეტილია. მიზეზი საკანალიზაციო ქსელისა და გზის დაზიანებაა, რაც აქვე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირდება. სამშენებლო სამუშაოებს აქ კომპანია „DS გრუპი“ აწარმოებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 18 იანვარს, საღამოს, სამუშაოების მიმდინარეობისას,  ჯავახიშვილის ქუჩის სავალი ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიტბორა მშენებარე კორპუსის საძირკველი. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანალიზაციო მილის …

Exit mobile version