დღეს, 4 თებერვალს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი ჩაქვიდან ქობულეთამდე დაახლოებით ერთი საათით საპატრულო პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. გზა დღის 4 საათზე გაიხსნა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი მრავალწლოვანი ხეების ტრანსპორტირება იყო. ეს ხეები ბობოყვათიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს აშენებს. ამ თემაზე: აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა
Tag Archives: ხეების გადატანა
მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის
მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა …
აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს. „ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. …
Continue reading “აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ”
ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ ციხისძირიდან ხის გადატანის დროს …
Continue reading “ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო”
250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი
მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი 250-250 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ეს ორი პირი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე …
Continue reading ” 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი “
ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში
მერაბ მოწყობილი, პოლიციელი: “ის აძვრა ხეზე და აღარ ჩამოდიოდა… სულ ეს იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია”. რეზო ხარაზი: “ხეზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არ იყო. ჩემი მიზანი იყო უკანონო პროცესის შეჩერება. ეს ხე მოპარული იყო”. ეს კითხვა-პასუხი მოსამართლე სალიხ შაინიძემ მოისმინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, გუშინ. 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი …
Continue reading “ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში”
გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ
„აქ ვართ ჩვენც და ხეც“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძემ. ენმ-ის წევრები დღეს, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმყოფებიან და გიგანტური ევკალიპტის გადატანას აპროტესტებენ. ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ხის ტრანსპორტირება უნებართვოდ ხდება და მათი მოთხოვნის მიუხედავად გადამზიდავმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა: „ჩვენ ვითხოვთ, რომ ხე დაბრუნდეს უკან და …
Continue reading “გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ”
ენმ: მზად ვართ, გამოვისყიდოთ ხეები, რომლებსაც ივანიშვილი ყიდულობს
მთავრობის სხვადასხვა უწყებას ხეების გადატანაზე წინადადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს. უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ, სპეციალური ბრიფინგით მთავრობას მიმართა, რომ პარტია გამოისყიდის ხეებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიური პარკისთვის ყიდულობს. პარტიამ მთავრობას წერილიც გაუგზავნა. „აჭარის რეგიონიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის გამო გაიჩეხა ათასობით ხე, ეროზირებულია მიწის ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რაზეც არც ერთი საჯარო დაწესებულება რეაგირებას …
Continue reading “ენმ: მზად ვართ, გამოვისყიდოთ ხეები, რომლებსაც ივანიშვილი ყიდულობს”
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ – მათ ქუჩის გადაკეტვის ნებართვა არ აქვთ. ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. …
Continue reading “აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა”
„გვირაბთან გზას ბიუჯეტის ხარჯზე ივანიშვილის ხეებისთვის აკეთებენ“ – ენმ პროკურატურას მიმართავს
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკანონო და დანაშაულებრივ ხელშეკრულებას აფორმებს და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს პროკურატურას წერილობით მიმართა და მახინჯაურის გვირაბთან ახლოს გამავალი ახალი გზის მოწყობით დაინტერესება მოითხოვა. გია აბულაძე ირწმუნება, რომ ახალ გზას ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებენ, რომელსაც ამ ტერიტორიიდან ხეები გააქვს. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის …
ფატი და ტიტე
ავტორი: ნათია ზოიძე ფატი პირველად გაზაფხულზე მოინახულეს, ერთი შეხედვით ის არაფრით იყო განსაკუთრებული, მისი სინორჩეც არ მოგხვდებოდა თვალში. მაგრამ ვისაც დაკვირვებული თვალი ჰქონდა ადვილად შეამჩნევდა, მის სახეს ახალგაზრდული ვნებები როგორ გადაუქროლებდა ხოლმე. თითქოს ფესვები კარგად ღრმად ჰქონდა გადგმული ფატის, ამიტომაც სიო კი არა – ქარიშხალიც ვეღარ აშინებდა. შუა ასაკს მისთვის საკუთარი თავის რწმენა მოეტანა. აი, …
ივანიშვილის ხეების გადატანით დაზარალებული მოქალაქე: კომპენსაციას არ მიხდიან
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს გვერდით მცხოვრებ თამაზ არძენაძეს ხეების გადატანა პრობლემებს უქმნის. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილის ბაღისთვის შერჩეული გიგანტური ხე ჩაქვს ტოვებს, თამაზ არძენაძის ეზოში აურზაურია – გზის პირას მდებარე რკინის ღობეები იხსნება და მძიმეწონიანი მანქანები მის ეზოში მოძრაობენ. მოქალაქე ამბობს, რომ დაპირებულ კომპენსაციას არავინ უხდის, სახლის კედლები და ახალგაკეთებული მესერი დაიბზარა. გასული წლის გაზაფხულზე თამაზ …
Continue reading “ივანიშვილის ხეების გადატანით დაზარალებული მოქალაქე: კომპენსაციას არ მიხდიან”
საკრებულოს წევრი: ხეები ღამით გასხლეს, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს
ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური გზის ციხისძირის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები გუშინ ღამით გასხლეს. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, გასხლულია 20 ძირი ფიჭვის ხე. „ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოს წევრი. „ხეები ღამით ჩვენ არ გაგვისხლავს. დღისით ჩავატარეთ გეგმიური სამუშაოები,“ – გვითხრა ქობულეთის …
აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]
შეკვეთილში გიგანტური ხეები საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის უკვე ჩატანილია. წელს აჭარის მთავრობამ ცრუ ქაფურის ექვსი ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ მიჰყიდა, ეს კომპანია, სხვა საქმიანობასთან ერთად ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებითაა დაკავებული. ხეებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოსგან და კერძო პირებისგან საკუთარი ბაღისთვის ყიდულობს. ივანიშვილი შეკვეთილში 260 497 კვ/მ მიწის ფართობს ფლობს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქ რეზიდენცია აქვს. სწორედ შეკვეთილში …
Continue reading “აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]”
უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს
ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან …
Continue reading “უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს”
რატომ არ რეაგირებს მთავრობა ივანიშვილის მიერ ხეების უკანონოდ გატანაზე – პატარაძის განმარტება
რატომ არ რეაგირებს აჭარის მთავრობა, როცა რეგიონიდან ხეები უკანონოდ გააქვთ? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმის სტადიონის საძირკვლის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ დაუსვა. „ყველაფერი კეთდება კანონის ფარგლებში და ამ კითხვებზე ცალკე გავმართავ თქვენთან შეხვედრას, მზად ვარ გესაუბროთ,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რა იგულისხმება „კანონის ფარგლებში“ და აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს …
ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია
ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი …
Continue reading “ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია”
ბოლო ორი მაგნოლია, რომელიც ივანიშვილს ციხისძირიდან მიაქვს
ხეების გადარგვის საგაზაფხულო სერია დასრულდა. ბოლო ორი მაგნოლია, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეკვეთილში წაიღებენ, ციხისძირში დგას. უსტალიშვილების ეზოში მდგომი მაგნოლიების წასაღებად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. განახლდება თუ არა ხეების გადატანა შემოდგომაზე, ჯერჯერობით უცნობია.
ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს
ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს. ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო …
Continue reading “ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს”
მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა
„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო. პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ …
Continue reading “მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა”
“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …
Continue reading ““ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს”
გადარგული ხეების ფოტოები აჭარის მთავრობის სახლის წინ
დღეს, 18 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ ციხისძირიდან და ბუკნარიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის პროცესი გააპროტესტეს და აჭარის მთავრობა ამ პროცესის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს. „იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, როდესაც ათასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული ფულის გადაუხდელობის გამო, როდესაც უამრავ ოჯახს, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფებიან, უკანონოდ …
Continue reading “გადარგული ხეების ფოტოები აჭარის მთავრობის სახლის წინ”
ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის აჭარაში ხეების მოთხრითა და გადატანით მიყენებული ზიანი გარემოზე – ამის შესახებ 22 აპრილს ნინო ჯინჭარაძემ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა აჭარაში. „ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამორჩილებით ხდება ჩვენი რეგიონის ბუნების ხელყოფა, დაზიანება და ლანდშაფტის მიზანმიმართულად განადგურება. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჩვენს …
Continue reading “ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს”
ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან
ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზეც თხრიან. ეს რეზიდენცია მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხეების მოთხრამ არქეოლოგიურად უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება გამოიწვიოს. არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ამბობს, რომ სადაც მიმდინარეობს სამუშაოები იქ კულტურული …
Continue reading “ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან”
ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის
სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება. „ბათუმელები“ კომპანია „ანაგის“ დაუკავშირდა. „ჩვენ გვაქვს კომერციული ხელშეკრულება გაფორმებული დენდროლოგიურ პარკთან. ვარჩევთ ხეებს, ვყიდულობთ კერძო პირებისგან, ამ შემთხვევაში ვიყიდეთ სახელმწიფოსგან და ეს ხეები შემდეგ გადაგვაქვს …
Continue reading “ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის”
აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით
რამდენად კანონიერია მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ხეების მოჭა-მოთხრა? მიწის ნაკვეთი ცოტა ხნის წინ გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ტერიტორიის 50%-ზე რეკრეაციული ზონის შენარჩუნების პირობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ შემდეგს განმარტავს: „პირობაში ნამდვილად დევს, რომ 50% ტერიტორიის იყოს რეკრეაციული. მაგრამ ჯამში მაქ არის 32 ათასი კვ/მ ტერიტორია. გარდა იმისა, რომ …
Continue reading “აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით”
უმაღლესი საბჭოს წევრის საქმეზე სასამართლომ ყველა მოწმე დაკითხა
უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის და ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის საქმის განხილვა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უკვე დაასრულა. მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე გუშინ, საღამოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. გუშინ ამ გზაზე ციხისძირიდან ხეების გადატანის …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს წევრის საქმეზე სასამართლომ ყველა მოწმე დაკითხა”
მახინჯაურში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს
მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. როგორც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, აქ გაყავთ გზა ტიტას ხემდე, რომელიც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში უნდა გადაიტანოს. ამ გადასატან ხემდე გზის მისაყვანად კი რამდენიმე მრავალწლოვანი ნაძვის ხის მოჭრა გახდება აუცილებელი. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები, რომლებიც მოიჭრა არ იყო ჯანმრთელი, თუმცა, არც იმ კომპანიის სახელი გვითხრეს, რომელიც სამუშაოებს …
ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]
აჭარიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული და შესყიდული მრავალწლოვანი ხეების გურიაში, კერძოდ შეკვეთილში გადატანის პროცესი მალე განახლდება. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად – მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზები გაჰყავთ. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს. ხეების გადატანაზე კვლავ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. კომპანიაში არ …
Continue reading “ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]”
პოლიციელები ციხისძირის აქციის მონაწილეების დაკავების სამართლებრივ საფუძველს ვერ ასახელებენ – სასამართლო პროცესი გრძელდება
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრების – ბონდო თედორაძისა და ოლეგ ბროლაძის საქმეს განიხილავს. ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარის ადვოკატებმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ, პოლიციის ჩაქვის განყოფილების პოლიციელებს კითხვები დაუსვეს. „პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით, პოლიციელის …
ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა
ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს …
Continue reading “ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა”