შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 15 ივნისს, წყლის მიწოდება შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს. წყლის მიწოდება ასევე შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის შესახვევებსა და ჩიხებში, ასევე განთიადსა და ბუკნარში მცხოვრებლებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეფერხებით მიწოდების მიზეზი „უხვად მოსული ნალექის შედეგად სათავე ნაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობაა“. წყალმომარაგება შეიზღუდება 15 ივნისის 18:00 საათამდე.
Tag Archives: წყალი
პარლამენტი 60 000 ბოთლ წყალში 58 000 ლარს იხდის, შარშან კი 22 ათასად იყიდა – მინის ბოთლები პლასტმასის ნაცვლად
საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს]. მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს …
„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა
„გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც …
აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები
აჭარაში 2024 წელს, 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე ისარგებლებენ სოფლები: მილისი [ქედა], უჩხითი [ქედა], ქოსოფელი [ქედა], კირნათი [ხელვაჩაური], კობალეთი [ხელვაჩაური], ცეცხლაური [ქობულეთი], ოჩხამური [ქობულეთი], ჯიხანჯური [ქობულეთი], ქვედა კვირიკე [ქობულეთი] და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება [ქობულეთი]. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარის წყლის ალიანსში“ განუცხადეს. სამუშაოები ამ სოფლებში, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. აჭარის სოფლებსა და …
Continue reading “აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები”
წყალი შეწყდა განთიადში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასა და აეროპორტის დასახლებაში – „ბათუმის წყალი“
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 დეკემბერს, 15:36 საათიდან – 00:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის, ჰელიმიშის, აეროპორტის, მესხეთისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი
აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს, აქედან ოთხი კომპანია უცხოურია. „კომპანიებმა წარმოადგინეს ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე გახსნილია მხოლოდ ტექნიკური და მიმდინარეობს შეფასება, რასაც, ალბათ, ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის გახსნა. გაიხსნება იმ კომპანიების წინადადებები, რომელთა …
Continue reading “აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი”
შაბათ საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება
3 ივნისის საღამოს 10 საათიდან 4 ივნისის დილის 8 საათამდე, ბათუმში წყალმომარება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: კობალაძის ქუჩა ინასარიძის ქუჩა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ანგისის ქუჩა და ჩიხები გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ნიჟარაძის ქუჩა კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია. დღეს, 2 ივნისს, ბათუმს შემოერთებულ …
Continue reading “შაბათ საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება”
რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები
ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე ამბობს, რომ არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; ექიმის განმარტებით, თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ …
Continue reading “რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები”
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი ხვალაც გაითიშება
ხვალ, 23 დეკემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყალი ისევ გაითიშება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალი დილის 9 საათიდან შეწყდება ღამის 12 საათამდე. კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს გეგმური სარემონტო სამუშაოა და „წყლის მილია დაზიანებული“. რატომ ხდება საჭირო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება ისევ, როცა ერთი თვის წინ, 24 ნოემბერს, ამავე ქუჩაზე შეწყდა წყლის …
Continue reading “ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი ხვალაც გაითიშება”
„3 დღეა წყალი არ გვაქვს, არადა სახლში ნაოპერაციევი ბაბუა გვყავს“ – ბათუმში მცხოვრები
„უკვე 3 დღეა წყალი არ გვაქვს. ნაოპერაციევი ოჯახის წევრი გვყავს სახლში. წარმოუდგენელ დღეში ვართ უწყლობის გამო“, – ამბობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ცხოვრობს. უწყლობაზე ჩივიან მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებიც: აეროპორტის დასახლებაში, შარაშიძის ქუჩაზე, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე… „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების ცენტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია“. კომპანიის პრესცენტრის განმარტებით, დღეს, 26 …
სად შეწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება. „სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისის, თამარის დასახლებებსა და ფრ. ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შეზღუდვა უამინდობის გამო სათავე ნაგებობაზე წყლის …
დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება უკვე შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებითაც მოითხოვოთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ეს ახალი ფუნქცია *303#-ის მომსახურებას დაემატა. სემეკის ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში: მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური …
Continue reading “დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი”
28 ნოემბერს ბათუმში 21 ქუჩაზე ღამით წყალი შეწყდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კვირას, 28 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმში შემდეგ მისამართებზე: შოთა რუსთაველის ქუჩა (1-დან 31-მდე; 28-დან 44-მდე); დავით კლდიაშვილის ქუჩა; მემედ აბაშიძის ქუჩა; ზურაბ გორგილაძის ქუჩა (7-დან 91-მდე; 74-დან 86-მდე), ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა (64-დან 180-მდე; 69-დან 159-მდე); გორგასლის ქუჩა (54- დან 158-მდე; 47-დან 161-მდე); ზაქარია …
Continue reading “28 ნოემბერს ბათუმში 21 ქუჩაზე ღამით წყალი შეწყდება”
26 ნოემბერს, ღამით, ბათუმის 38 ქუჩაზე წყლის მიწოდება წყდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 26 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: გოგებაშვილის ქუჩა ოთარ ჭილაძის ქუჩა ე. ნინოშვილის ქუჩა საბაჟოს შესახვევი ქუთაისის ქუჩა ზ. გამსახურდიას ქუჩა ხულოს ქუჩა გენ. მაზნიაშვილს ქუჩა კ. გამსახურდიას ქუჩა ს. ჟღენტის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩა კ. მარჯანიშვილის ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩა დ. თავდადებულის ქუჩა ჭაბუა …
Continue reading “26 ნოემბერს, ღამით, ბათუმის 38 ქუჩაზე წყლის მიწოდება წყდება”
ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება საღამომდე შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება ლეონიძის, რურუასა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. კომპანიის ინფოფრმაციით, წყლის მიწოდება აღდგება საღამოს 19:00 საათამდე. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
ბათუმის რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი საღამოს 10-დან დილის 10 საათამდე
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 31 მარტს, საღამოს 22:00-დან დილის 10:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩა პარმენ რურუას ქუჩა გიორგი ლეონიძის ქუჩა იური გაგარინის ქუჩა ხახულის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი აეროპორტის გზატკეცილი ფრიდონ ხალვაშის ქუჩა (შესახვევები და ჩიხები) ხელვაჩაურის ახალი ქსელის აბონენტები ხასან ჰელიმიშის ქუჩა ევდემოზ …
Continue reading “ბათუმის რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი საღამოს 10-დან დილის 10 საათამდე”
ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში, 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება. წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია …
Continue reading “ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება”
აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო
აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს. …
მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა
შპს ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. “წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”, – აცხადებს ბათუმის …
Continue reading “მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა”
ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა
იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს – მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის. სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე …
Continue reading “ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა”
ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან
2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …
Continue reading “ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან”
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა. როგორც „იუნისეფი“ აღნიშნავს, COVID19-ის პანდემიამ კარგად აჩვენა, როგორი მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელის ჰიგიენას დაავადებათა გადაცემის შემცირებაში. „ხელების დაბანა ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიებაა პირბადის გამოყენებასა და ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად“, – ამბობს იუნისეფი. რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში …
Continue reading “15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა”
*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად
კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …
ხულოში წყალს გრაფიკით იღებენ – როცა პანდემიის დროს წყალი არ გაქვს
“ახლა წყალი არ მოდის, სავარაუდოდ საღამოს მოვა რვისკენ. დღეს წვიმდა და ალბათ ისევ ამღვრეული იქნება,“ – ხულოში მცხოვრებ ლაშა ბოლქვაძეს აღარ უკვირს, როცა ონკანში ამღვრეული წყალი მოდის. ლაშა ერთ-ერთია იმ აქტივისტთა შორის, ვინც ხულოს მერიას მუდმივად აკრიტიკებს და სთხოვს დაბისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყოს. „ორი კვირის წინ რამდენიმე დღე საერთოდ არ გვქონდა …
Continue reading “ხულოში წყალს გრაფიკით იღებენ – როცა პანდემიის დროს წყალი არ გაქვს”
დღეს ბათუმის 13 ქუჩაზე წყალი ხვალამდე შეწყდება
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, დღეს, 27 მარტს, 17:00 საათიდან ხვალ, 28 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ხახულის ქუჩა ლეონიძის ქუჩა აღმაშენებლის ქუჩა ტაბიძის ქუჩა რურუას ქუჩა მესხეთის ქუჩა მარეთის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი ფრიდონ ხალვაშის ქუჩა აეროპორტის გზკეცილი ევდემოზ დიასამიძის ქუჩა ჰასან ხელიმიშის ქუჩა ანგისის პირველი ჩასახვევი „ბათუმის წყლის“ განცხადებით, …
Continue reading “დღეს ბათუმის 13 ქუჩაზე წყალი ხვალამდე შეწყდება”
ავარიული დაზიანების გამო ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებზე წყალი შეწყდა
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება წყლის მიწოდება. „ბათუმის წყლის ინფორმაციით”, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, …
Continue reading “ავარიული დაზიანების გამო ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებზე წყალი შეწყდა”
ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ბარცხანის დასახლებას იმედაშვილის ქუჩას ბაქოს ქუჩას მაქაცარიას ქუჩას მერკვილაძის ქუჩას კანდელაკის ქუჩას შავშეთის ქუჩას ნონეშვილის ქუჩას ბაქრაძის ქუჩას ქათამაძის ქუჩას თამარ მეფის გამზირს ჭიჭინაძის ქუჩას აგარაკის ქუჩას ლორთქიფანიძის ქუჩას დიასამიძის ქუჩას შრომის ქუჩას კაზინეცის ქუჩას ქათამაძის …
Continue reading “ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე”
ბათუმის 8 ქუჩაზე დღეს წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: [crosslist] 26 მაისის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მელიქიშვილის ქუჩას- რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე ვაჟა-ფშაველას ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე ლუკა ასათიანის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე რუსთაველის ქუჩას – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე კლდიაშვილის ქუჩას – მელიქიშვილიდან …
რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ჟიული შარტავას ქუჩას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე ტბელ აბუსერისძის ქუჩას – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ჯავახიშვილის ქუჩას – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე გრიბოედოვის ქუჩას …
Continue reading “რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება”
„ბათუმის წყლის“ განცხადება წყალმომარაგების შეზღუდვისა და მღვრიე წყლის შესახებ
შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ანგისის დასახლებაში ტექნიკური სამუშაოების გამო ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ანგისის ქუჩაზე, ანგისის I შესახვევში და ხასან ჰელიმიშის ქუჩაზე. “წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …
Continue reading “„ბათუმის წყლის“ განცხადება წყალმომარაგების შეზღუდვისა და მღვრიე წყლის შესახებ”
სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე – კვლევა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სუფთა წყალი სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის სანაპიროზეა. “შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ …
Continue reading “სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე – კვლევა”
არ დაუდგენიათ, კურნავს თუ არა დიაბეტს ბუთურაულის წყალი, მაგრამ მერიამ ინფრასტრუქტურა მოაწყო
შუახევში, სოფელ ბუთურაულის წყალთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეს ის წყალია, რომელიც რამდენიმე ადგილობრივის მტკიცებით, სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. ამ წყაროსთან თუნდაც გასულ წელს ცოცხალ რიგში ადამიანები საათობით იდგნენ. მაშინ აქ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ახლა სოფლის გზიდან წყალთან ჩასასვლელი გზა მოასფალტებულია, მისასვლელ ბილიკზე კი რკინის მოაჯირებია დამონტაჟებული. გზაზე ფანჩატურიც შეგხვდებათ და უკვე დამონტაჟებული განათების ბოძებიც. ბუთურაულის …
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრები ნანა კოჩალიძე. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს, 5 ივნისს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გამართა. „დილით გამოუშვებენ მხოლოდ და იმდენად პატარაა, რომ იკარგება მილებში. სანამ ონკანამდე გადმოვა წყალი, წყვეტენ… ხელისუფლება ამბობს, წყალი გავაკეთეთო, მაგრამ არც წინა წლებში ყოფილა არასდროს და არც ახლა გვაქვს. 400 …
Continue reading “„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან”
ბათუმში ზოგიერთ ქუჩას საღამოს 11 საათიდან წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება
დღეს, 29 იანვარს, 23:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდებათ რამდენიმე უბნის აბონენტებს. წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ატარებს. წყალმომარაგება შეეზღუდება: ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში; მამია კომახაძისა და გ.ბრწყინვალის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების …
Continue reading “ბათუმში ზოგიერთ ქუჩას საღამოს 11 საათიდან წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება”
„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გემულაურის მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მერია მათ სოფლის ტყეში აღმოჩენილ წყაროზე სათავე-ნაგებობის მოწყობას დაჰპირდა, თუმცა ახლა დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს. „ჯერ გვითხრეს, თუ წყალს იპოვით, სოფელში მოყვანაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვიპოვეთ წყარო, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, შეამოწმეს, დაათვალიერეს. გაკეთდა პროექტი და ტენდერიც გამოცხადდა 300 ათას ლარზე,“-გვეუბება სოფლის მცხოვრები …
Continue reading “„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს”
ჩაქვსა და მახინჯაურში მომხმარებლებს წყალმომარაგება საღამომდე შეეზღუდებათ
ბათუმის წყლის ონფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ჩაქვის და მახინჯაურის ტერიტორიაზე. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს წყალმომარაგება 21:00 საათამდე აღუდგებათ.