ამ წუთებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში დაახლოებით 200-მდე სოფლის მცხოვრები მონაწილეობს, ისინი ხელისუფლებას გზასა და სასმელ წყალს სთხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი მუკუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელი უკვე რამდენიმე წელია წყლისა და გზის გარეშეა დარჩენილი. „200 ოჯახი ვცხოვრობთ ამ სოფელში. იმისთანა გზაა, თუ გაწვიმდა, სახლში ვერ მიხვალ. არც წყალი …
Tag Archives: წყალი
ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ
ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, პირველ მაისს, ხახულის ქუჩაზე წყალმომარაგების 1000 მმ-იანი მილი დაზიანდა. ამ ეტაპზე მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, რის გამოც წყალმომარაგების მიწოდება ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს 18:00 სთ-მდე შეუწყდება.
ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება
ქობულეთის სოფელ კვირიკეს მოსახლეობის ცნობით, სოფელს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. წყლის გარეშე იყო დარჩენილი სოფლის სკოლა და საბავშვო ბაღი. მიზეზების გასარკვევად „ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ორგანიზაციას „ქობულეთის სოფლის წყალს“ დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა. „მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, რადგან წყლები დაშრა. სათავე ნაგებობებში წყლის …
Continue reading “ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება”
როდის აღდგება წყლის მიწოდება მახინჯაურში
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება მახინჯაურის ტერიტორიაზე 18:00 საათზე აღდგება.
ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში
დადიანის ქუჩაზე, ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების მიზნით, „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ტექნიკური სამუშაოების შესრულებას გეგმავს. ამის გამო ხვალ, 27 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. „ბათუმის წყლის“ განმარტებით, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება …
Continue reading “ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში”
საქართველო და წყლის დეფიციტი
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში, სადაც ამ ბუნებრივი რესურსის ფასი საკმაოდ დაბალია და რაოდენობაც დიდია, წყლის დაზოგვის საკითხი ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა წყალი ერთ-ერთი ყველაზე განლევადი ბუნებრივი რესურსია და მისი აღდგენა მარტივად და სწრაფად არ ხდება. როგორ იცავენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყლის რესურსს და არსებობს თუ არა წყლის დეფიციტის …
წყლის მსოფლიო დღე 2018 – „პასუხები ბუნებაშია“
22 მარტს წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობის ყურადღება გაამახვილოს წყალზე, როგორც პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურსზე. წყლის მსოფლიო დღის კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ დღეს 2 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს პოტენციურ მცირეწყლოვან რაიონებში, 2050 წლისთვის კი ეს რიცხვი შესაძლოა 3 მილიარდამდე გაიზარდოს. წყლის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ბუნება წყლისთვის“, რომელიც 21-ე საუკუნეში, წყალთან …
Continue reading “წყლის მსოფლიო დღე 2018 – „პასუხები ბუნებაშია“”
ბათუმში მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დროებით დაიწევს
21-25 მარტს, ინჯალოს რეზერვუარში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მე-9 და უფრო მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დაიწევს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში წყლის მიწოდება „ბათუმის წყლის“ არც ერთ აბონენტს არ შეუწყდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინჯალოს რეზერვუარში, მილსადენში წყლის წნევისა და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები ტარდება, კერძოდ, რეზერვუარიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენი, რეაბილიტირებულ გამანაწილებელ ქსელზე …
Continue reading “ბათუმში მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დროებით დაიწევს”
დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება
22 იანვრიდან, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას, წყალსადენი სისტემის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სარემონტო სამუშაოები 20 თებერვლამდე დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ოჩხამურის წყალსადენი სისტემის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ცენტრალური სისტემა, სათავე ნაგებობა, შიდა ქსელი, მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა და წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა ნატრიუმის ჰიპოქლორიდისწარმოების დანადგარი. ამ ეტაპისთვის წყალსადენ სისტემაზე …
Continue reading “დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება”