რატომ ვერ ხსნიან ბათუმში კინოს მუზეუმს? – აბანოს ყოფილ შენობაზე 2 მილიონი უკვე დაიხარჯა

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის …

ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში: [checklist] მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და …

ძეგლის რეაბილიტაცია ისევ იგეგმება – ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი. ამ სახლის რეაბილიტაცია გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეწყდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. სახლის სარეაბილიტაციო …

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომისა“ და „იკომოს-საქართველოს“ სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებს ეხება. „…კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტალების ინტიმურ-კამერული …

170 000 ლარი საუკუნის წინ აშენებული სახლისთვის ბათუმში

ქალაქის ბიუჯეტიდან 177 715 ლარია გათვალისწინებული ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციისთვის. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ძეგლის რეაბილიტაცია, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 15 მარტს დაიწყება …

„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ახალი მშენებლობები ისტორიულ ზონაში. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მოხსენება შემდეგ საკითხებს შეეხო: არსებული ვითარება ბათუმის ისტორიულ ნაწილში; დაგეგმილი და განხორციელებული სამშენებლო პროექტები და მათი ზეგავლენა ქალაქზე; საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ და რას აშენებენ ისტორიული ქალაქების დაცულ ზონებში, როგორ იცავენ ბალანს ახალ მშენებლობებსა და კულტურული …

50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია. პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“. საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია …

„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ი გამოსცემს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების 2016-2019 წლის ანგარიშს. ინგლისურენოვან ანგარიშში გამოქვეყნდება სტატია ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე. „ბათუმელები“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.   ქალაქ ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მზარდი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიმდინარეობდა ქალაქის სწრაფი განვითარება. 1878-1885 წლებში, ბათუმში „პორტო ფრანკოს“ სტატუსმა ხელი …

„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სხვა სამშენებლო პროექტებთან ერთად 31 ივლისს ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილა. ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ბათ ინვესტი“ გეგმავს. კომპანიას, ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს და სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ პროექტის …

„არა ჩაბეტონებას“-აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით

დღეს, 28 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა, აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმის ისტორიულ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და ითხოვენ ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებას. მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ტრანსპარანტებით ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში ბათუმობასთან …

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს …

„დაიცავი ბათუმი“: ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ, თუ  ადგილობრივი მთავრობა?!

დღეს, 29 მარტს, საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართეს ღია წერილით, ბოლო მოეღოს ურბანულ ქაოსს ბათუმში და დამტკიცდეს ისტორიული ბათუმის ზონა. ამავე თემაზე: „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას „ძაღლი და ქარავანის …

კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს 

კომპანია, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვს. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ …

მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?

გასულ კვირას აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით, გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა. რას ფიქრობს ამ საკითხზე წერილის ადრესატი, ინგა შამილიშვილი? „ბათუმელებს“ მისი კომენტარის მიღება სურდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. …

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

სასტვენის გაბმული ხმა ისმოდა დღეს ბათუმის მერიასთან. გამაფრთხილებელი, სპონტანური აქცია – ასე უწოდეს აქ შეკრებილმა ბათუმელებმა საპროტესტო აქციას, რომლის საშუალებითაც მათ ქალაქის მერისთვის სურდათ ხმის მიწვდენა, მოქალაქეები ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ, არ დაუშვან ბათუმის სანაპიროზე ექვსი კოშკის მშენებლობა. სტატია იმის შესახებ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ უკვე წარადგინა ბათუმის მერიაში ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების …

აქცია ქოლგების ქვეშ ძველი ბათუმის დასაცავად [ფოტო]

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში, ვარდების სკვერში აქცია გაიმართა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბათუმში ათეულობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა. აქციაზე გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა: [checklist] შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთანარსებული ზონალური საბჭო  რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში  ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე[/checklist]   ამავე თემაზე: შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

დღეს, 14 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს,  14:00 საათზე, ვარდების სკვერში (გორგილაძის ქ.) გაიმართება. მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია: შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური …

ვინ და რატომ იცავს ბათუმს

ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა. ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი …

Exit mobile version