ზრუნვა გარემოზე სკოლიდან – „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვის კვირეული მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, ტრადიციულად, შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. კვირეულის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად სხალთის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქაღალდისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნები გადასცეს და პირობაც დადეს, რომ უზრუნველყოფენ შეგროვებული დახარისხებული ნარჩენების გატანასა და შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში …

ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს. პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი …

უკვე 10 წელია საიმედო მეზობელი – როგორ უჭერს მხარს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ადგილობრივ მოსახლეობას

„ერთგული და საიმედო მეზობელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ – უკვე 10 წელია ამ პრინციპზეა დაფუძნებული ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მაღალმთიან აჭარაში, იქ, სადაც კომპანიამ დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი ენერგოობიექტი – „შუახევი ჰესი“ ააშენა. როცა დიდი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, სხვადასხვა დაინტერესებული თუ განხილვაში მონაწილე მხარისგან ხშირად ისმის კითხვა: „რა სარგებელი ექნება ამით ადგილობრივ მოსახლეობას?“ – „აჭარისწყალი …

ზეინაბის საკონდიტრო და ამილონას ესთეტიკური ცენტრი ხულოში – ვინ უწყობს ხელს მეწარმე ქალებს

„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ – წერდა დაახლოებით 100 წლის წინ ვირჯინია ვულფი. წერა ამ შემთხვევაში ნომინალურია. ქალებს საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად სჭირდებათ პირადი სივრცე და სახსრები. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოგრაფიული მოცემულობა რთულია. ამ სტატიაში 2 ქალს გაგაცნობთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ისეთი საქმეების წამოწყება, რაც მანამდე …

„შუახევი ჰესი“ – დამოუკიდებელ საქართველოში აგებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტი 5 წლისაა

187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ჯამში ქვეყნის გენერაციაში 4-5% შეადგენს. ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. „შუახევის ჰესმა“ ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ სადგურმა 200 გიგავატი საათში ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2023 …

მდგრადი მომავლის დაფინანსების ძიებაში – რა თემები განიხილეს ბათუმში გამართულ ფორუმზე

27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების …

“არ გადააგდო, გადააკეთე” – მოსწავლეებმა მაღალმთიანი აჭარიდან გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. გაეროს თანახმად, წელს ამ დღის ფოკუსში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რაც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას თაობაში, რომელიც უკვე ხვალ წარმართავს რეგიონების განვითარებას და იზრუნებს მასზე. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ გარემოს დაცვის თემაზე მეორეული ნივთებისა …

“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს. „სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია …

წელს პირველად საქართველოში ნორდიკული ფესტივალი გაიმართა

საქართველოში წელს პირველად ნორდიკული ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების და მრავალი სხვა საკითხების მიმართ სკანდინავიური ქვეყნების ხედვა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გასცნობოდნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და დანიის კულტურას, ლიტერატურას, ინოვაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა სკანდინავიური ქვეყნების ელჩებს. ნორდიკული ქვეყნები დიპლომატიური მისიებით მრავალი წელია რას …

„აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს აჭარაში მცხოვრებ მეწარმე ქალების ინიციატივებს

„სოციუმი“ – ასე ეწოდება  კაფეს, რომელიც ბათუმში, ჟორდანიას 4 ნომერში გაიხსნა. ახალ სივრცეში აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა, ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. კაფეში პერიოდულად იმართება სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. „სოციუმმა“ თებერვალში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით,  ერთ-ერთ ასეთ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიებაზე მეწარმე ქალებისა და მათი პროდუქციის გასაცნობად სტუმრები ,,მშვიდობის, …

„შუახევი ჰესმა“ 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

„შუახევის ჰესების“ კასკადმა 2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 31 დეკემბრის მონაცემებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა 508 მლნ. კვტ/სთ შეადგინა. ქვემოთ მოცემულია შუახევის ჰესების კასკადის მიერ 2020 -2023 წლებში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ/სთ). როგორც ხედავთ, შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველწლიურად მზარდია, რასაც რამდენიმე ფაქტორის  ერთობლიობა განაპირობებს: პირველი, ესაა ჰიდროლოგია ანუ შესაბამისი ამინდი …

„აჭარისწყალი ჯორჯია“ სკოლებში საგანმანათლებო და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდამჭერია

არასამთავრობო ორგანიზაცია PH International ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და აკავშირებს ერთმანეთთან სკოლებსა და კერძო სექტორს. ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარა პირველად ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ სკოლასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულების იდეებს. მოსწავლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკუთარ საჭიროებებზე ესაუბრებოდნენ. სწორედ ამ ღონისძიებაზე, სხვა სკოლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის …

წელს დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი ცენტრის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ია წულუკიძე სოფელ დიდაჭარიდანაა, მან წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა, რისთვისაც ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა მისსავე სოფელში გახსნილ აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში უფასოდ. ია ამბობს, რომ გასულ წლებში მის სოფელში მცხოვრებ აბიტურიენტებს უჭირდათ რეპეტიტორებთან სიარული, რადგან ხულოში ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, ხოლო მოსწავლეებს ხანდახან სხვა სოფელში უწევდათ წასვლა რეპეტიტორთან: „მოსამზადებელ ცენტრში ყველა საგანი …

სასამართლოს 9 წელია არ დაუსრულებია საქმის განხილვა „შუახევი ჰესზე“ – საია

„საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ დღეს, 12 სექტემბერს „შუახევი ჰესის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში 2013 წელს გაცემული ნებართვა გაასაჩივრა, რაც ტექნიკური …

„შუახევი ჰესმა“ 400 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა 6 თვეში

„შუახევი ჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავების საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია წლის პირველ ნახევარში. „შუახევი ჰესმა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პირველად გამოიმუშავა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში. ამ პროცესს ხელი შეუწყო გახანგრძლივებულმა წვიმამ. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა დაგეგმვაში, რესურსების ოპტიმიზაციასა და ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგიის მიწოდების პროცესში. შუახევი ჰესი ამოქმედების დღიდან აძლიერებს ქვეყნის …

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ქალთა გაძლიერების პროექტებს აფინანსებს 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, აფინანსებს პროგრამას „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. პრიორიტეტული მიმართულებებია: ტურიზმი, ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება, ნებისმიერი სახის მომსახურება; ინოვაციური …

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ხვდებიან „შუახევიჰესის“ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაუზიარონ ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითხებზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. „ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოსდაცვით …

დათვი, ფოცხვერი, მგელი და სხვა ცხოველები – ფოტოხაფანგები აჭარის ტყეებში [ფოტო]

ფოტო ხაფანგებმა მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული დათვი, ფოცხვერი, ტახი და შველი დააფიქსირეს. 10 წელზე მეტია რაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის არეალში მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგს ფოტო ხაფანგების საშუალებით ახორციელებს. გიზიარებთ ფოტო ხაფანგების მიერ გადაღებულ კადრებს. აქვე, გირჩევთ წაიკითხოთ მასალა : 30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევის ტყეებში – რას აკვირდება „აჭარისწყალი ჯორჯია”

„შუახევიჰესის“ ხელმძღვანელად პრაშანტ შინდე დაინიშნა

„შუახევიჰესს“ პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს. პრაშანტი 15-ზე მეტი წელი მუშაობდა წამყვან პოზიციებზე ინდოეთის უმსხვილეს ენერგოკომპანია TATA Power-ში. მას აქვს მრავალმხრივი მუშაობის გამოცდილება განახლებადი ენერგიის ობიექტებზე, როგორიც არის ჰიდრო, მზის და ქარის სადგურები. თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის პასუხისმგებელი იყო 100 და მეტი მგვტ სიმძლავრის Tata Power-ის მზის პროექტების მართვაზე ბანგალორში, როგორც საინჟინრო გჯუფის ხელმძღვანელი. მისი როლი …

მენეჯერი ქალები „შუახევი ჰესიდან“

უკვე მესამე წელია აჭარაში „შუახევი ჰესი“ მუშაობს – კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 187 მეგავატი სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი, ერთადერთ პროექტი ქართულ ენერგოსექტორში, რომელიც სამი უმსხვილესი და გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ ფინანსდება. სხვა ენერგოკომპანიების მსგავსად, „შუახევი ჰესზე“ დასაქმებული პირების უმრავლესობა კაცია, თუმცა კომპანიის …

„შუახევი ჰესმა“ წელს საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

„შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულიდან ოპერირებს და უკვე მესამე წელია უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს მოსახლეობას. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს „შუახევი ჰესმა“ 444 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ჰესმა მოსალოდნელ მაჩვენებელს 44 მილიონზე მეტი კილოვატსაათით გადააჭარბა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რაკეშ ნაიკი, აღნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი – ეს არის …

აჭარისწყალი ჯორჯია – CSR პროექტები [ნაწილი]

„შუახევი ჰესი“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს ქართულ ენერგოსექტორში. პროექტის მფლობელები არიან ნორვეგიული Clean Energy Invest-ი და ინდური Tata Power-ი. „შუახევი ჰესი“ არის ერთადერთი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში, რომელსაც ერთდროულად აფინანსებენ EBRD-ი, ADB-ი და IFC-ი. კომპანიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მდგრადი განვითარება და კორპორაციული პასუხისმგებლობა. „შუახევი ჰესი“ მაღალი კორპორაციული სტანდარტით ხელს უწყობს რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. კორპორაციული სოციალური …

„აჭარისწყალი ჯორჯია“ დიდაჭარაში აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს აფინანსებს

თამუნა შავაძე აბიტურიენტია. წელს სკოლას ამთავრებს და უნივერსიტეტში აბარებს. თამუნასა და მისი მშობლებისთვის დიდი თავსატეხი იყო, როგორ ევლო გოგოს რეპეტიტორებთან სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად. სოფელ ირემაძეებში, სადაც თამუნა ცხოვრობს, ყველა საგნის რეპეტიტორი არ არის, ამიტომ თამუნა ოჯახთან ერთად ან ბათუმში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, ან სხვადასხვა სოფელში ცალ-ცალკე უნდა ევლო რეპეტიტორებთან – ეს ბევრი დროის გარდა, დამატებით …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ ირაკლი ხაბეიშვილი ფინანსური დირექტორის პოზიციაზე უერთდება

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად ირაკლი ხაბეიშვილი დაინიშნა. ირაკლი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპანიაში ფინანსების სფეროში დიდი გამოცდილებით მოდის. ის აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა მულტინაციონალურ კომპანიებში, მათ შორის McDonald’s-ში, Archimedes Global-სა და IRAO – ვენის სადაზღვევო ჯგუფში. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა Deloitte & Touche-სა და Austin Commercial-ში, აშშ-ში. „კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დღემდე ყველაზე მსხვილი ინვესტიცია …

შუახევი ჰესის ინვესტორები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს შუახევი ჰესი და შეხვდნენ ქართველ ინჟინრებს, რომლებიც წარმატებით მართავენ საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგო ობიექტს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორია. …

რა განაპირობებს შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75% -ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუ წყალუხვობა  შენარჩუნდება წლის ბოლომდე. 2022 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ კვტსთ შეადგინა. წარმატებული წელი რამდენიმე …

საოჯახო სასტუმრო „სხალთა”- პატარა სამოთხე ხულოში

იზოლდა სურმანიძე სხალთაში ხიმშიაშვილების მუზეუმის დირექტორია, პარალელურად მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახს“ ხელმძღვანელობს და სოფლის საკუთარ სახლში უკვე ხუთი წელია საოჯახო სასტუმრო „სხალთას” ამუშავებს. სახლი ხისაა. ეზოში შესვლისთანავე ხის სასიამოვნო სუნს იგრძნობთ. აქვეა ძველი ნალია, რომლის ქვეშაც უკვე დაჩეხილი და ზამთრისთვის მომარაგებული შეშაა გაფენილი. სახლში საძინებლები, სამზარეულო, მისაღები ოთახი – ყველაფერი ხისაა, დიასახლისს არ შეუღებავს კედლები, ისე …

ენერგეტიკის საერთაშორისო ექსპერტი: საქართველო მზად არის საათობრივი ბაზრისთვის

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. ბირჟის მიზანია შეიქმნას თავისუფალი ბაზარი, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. ბაზრის ოპერირება განხორციელდება Nord Pool-ის მიერ განხორციელებული სკანდინავიური/ბალტიისპირეთის ბაზრების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის სამიზნე მოდელის მიხედვით. ნორვეგიულ გამოცდილებაზე, როგორც ელექტროენერგიით ვაჭრობის კუთხით, ამავდროულად ენერგეტიკის განვითარების სხვადასხვა …

ერთადერთი კაფე სოფელ ყინჩაურში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელშეწყობით გაიხსნა

„კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია“ როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში აფინანსებდა და აფინანსებს სოციალურ და მიკრობიზნესპროექტებს აჭარაში, მათ შორის, სოფელ ყინჩაურშიც. კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის ნიშნით სპეციალური მემორანდუმი აქვს გაფორმებული სოფელ ყინჩაურთან და ყოველწლიურად აფინანსებს ბიზნესპროექტებს. ასე დაფინანსდა 6 სხვადასხვა მიმართულების საქმიანობა სოფელ ყინჩაურში, სადაც უკვე 2021 წლის დეკემბრიდან პატარა კაფეც ამოქმედდა სხალთის მონასტერთან ახლოს, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური …

შუახევი ჰესმა წელს 75 პროცენტით მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე შარშან

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” [ესკო] მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვეში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჯამში 241 მილიონი კილოვატსაათით მეტია, ვიდრე გასული წლის მაისში იყო. აქედან 100,6 მილიონი კილოვატსაათით არის გაზრდილი უშუალოდ სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანუ სეზონურმა ჰესებმა ჯამში 19,6 პროცენტით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს მიმდინარე წლის მაისში, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში. სეზონური …

ენერგოპროექტის წარმატებას სჭირდება მოსახლეობის ნდობა და სახელმწიფოს მხარდაჭერა-რაკეშ ნაიკი

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, რაკეშ ნაიკი, ენერგეტიკულ კონფერენციას „Renewable Georgia 2022“ დაესწრო. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტების, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაკეშ ნაიკმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა „შუახევიჰესის“ გამოცდილება ადგილობრივ თემებთან კომუნიკაციის პროცესში. „მიმაჩნია, რომ ენერგოპროექტების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე ასპექტია უმნიშვნელოვანესი – კომპანიის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი …

შუახევიჰესის რეკორდი აპრილში – 106 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია

„შუახევიჰესის“ მიერ მიმდინარე წლის აპრილში გამომუშავებული ელექტროენერგია, ესკოს მონაცემების თანახმად, 106 მილიონ 509 ათას კვტ.სთ შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 და 2021 წლის ანალოგიური პერიოდის გამომუშავების მაჩვენებელს. „შუახევისჰესი“ ოპერირების დაწყებიდან მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე და ხელს უწყობს შიდა გამომუშავების ზრდას. 187 მგვტ სიმძლავრის „შუახევიჰესმა“ ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე გაიწყო. ჰესის მშენებლობა განხორციელდა აჭარაში, …

შალვა გიორგობიანი: ჩვენი გუნდი აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, „შუახევიჰესის“  ელექტრომექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. ის კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 2020 წელს შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგოსექტორში 2007 წლიდან დაიწყო. მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ „სხალთაჰესის“ წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგოპროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. „როცა …

„აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

31 მარტს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად შუახევსა და ხულოში ორი კოლეჯის, ,,ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ამავე კოლეჯების ხელმძღვანელები და ლექტორებიც ესწრებოდნენ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს სტაჟირების პროგრამა შესთავაზოს ყოველწლიურად ელექტროობის მიმართულების 20 სტუდენტს. სწორედ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის დეტალები და პირობები გააცნეს 31 მარტს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა …

შუახევი ჰესი აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს. წელს კომპანიამ, დათევზიანების მეორე ეტაპი განახორციელა და მდინარის აჭარისწყლის აუზში 11 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლარვა გაუშვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს „წითელი ნუსხის“ ობიექტია და მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ნაკადულის კალმახის აღდგენასა და შენარჩუნებას. დათევზიანების პროცესს უზრუნველყოფენ ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები. …

შუახევი ჰესის პირველ ქართველ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია, კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა 98% საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და …

Exit mobile version