ვის ამღერებენ ხულოში, ზორტიყელის მთაზე – 46 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შუამთობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში“ ხულოს მუნიციპალიტეტში, ზორტიყელის მთაში დაგეგმილია ღონისძიება, რისთვისაც მუსიკალური პროგრამა უნდა შეისყიდოს. მუსიკოსებს კი ჰონორარებში [ყველა ხარჯის გათვალისწინებით] ჯამში 46 ათას ლარს გადაუხდის. ღონისძიება ზორტიყელში 2026 წლის 18 აგვისტოს არის დაგეგმილი. „თარიღის ცვლილება ეცნობება შემსრულებლებს“ – წერს დეპარტამენტი. ხელშეკრულებები გამარტივებული წესით შემდეგ მუსიკოს-შემსრულებლებთან გაფორმდება: ჯგუფი …

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებებზე მიიწვიეს. შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა …

ვის ამღერებენ 154 ათას ლარად „შუამთობაზე“

შუამთობაზე მუსიკალური ჯგუფების ჰონორარებში, ტრანსპორტირებასა და სასტუმროს მომსახურებაში აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 154 179 ლარი დაიხარჯება. აქედან 136 229 ლარი – მხოლოდ ჰონორარებში. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შესაბამისი ბრძანებები 29 ივლისს გამოსცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სახალხო დღესასწაულები ბეშუმში, ჩირუხსა და ზორტიყელში ადგილობრივი ფოლკლორის, სპორტული სანახაობის, ეთნოგრაფიის, კულინარიისა და ტრადიციების ღია დემონსტრირებაა… …

„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი. „შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ …

4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულია – როგორია პროგრამა

4 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული, შუამთობა გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, შუამთობის აფიშა ასე გამოიყურება: 12:00 -17:00 ფრანების შოუ, საბავშვო აქტივობები და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, კვების სივრცეები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები; 12: 00 შუამთობის ოფიციალური …

შოვის ტრაგედიის გამო აჭარაში შუამთობა გადაიდო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, რომელიც ხვალ, 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. „განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ. დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას“ …

„ესმის ჩემი. იცის, როდის მიჭირს“ – თემური და ცხენი მაციე

38 წლის თემურ ირემაძე წელს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე დოღის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო. სახეზე ოდნავ დაღლილობა ემჩნეოდა და მზისგან შეწუხებული ჩრდილს ეძებდა, როცა თავს დავადექი. თემური ხულოს სოფელ ღორჯომიდანაა. ჩემი ყურადღება მისმა მაღალყელიანმა, გაცრეცილი, ნაცრისფერი ტყავის ფეხსაცმელმა მიიქცია, რომელიც მის გამოცდილებაზე მიუთითებდა ცხენოსნობაში. ასეც აღმოჩნდა, თემურმა გვითხრა, რომ ბავშვობიდან ცხენზე ჯირითობს. გაცნობიდან მალევე თემურმა …

„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება

წელს „შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებებისთვის 155 900 ლარი დაიხარჯება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ჩირუხსა და ბეშუმში გასამართი ღონისძიებები თითქმის იდენტურია. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ღონისძიებების მოწყობაში. უნდა მოეწყოს სცენა, დამონტაჟდეს მონიტორი და ა.შ. ასევე, სცენის წინ უნდა მოეწყოს დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარია …

„შუამთობა“ აღარ გაიმართება – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პირველ აგვისტოს დაგეგმილი შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აღარ გაიმართება. „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება!“- წერს რიჟვაძე. ხულოში, კურორტ ბეშუმში, ტრადიციული სახალხო ზეიმი – შუამთობა პირველ აგვისტოს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, შუამთობა არც გასულ წელს ჩატარებულა. 29 ივლისს ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის …

ხულოში შუამთობა პირველ აგვისტოს გაიმართება

ხულოში, კურორტ ბეშუმში, კვირას, პირველ აგვისტოს, ტრადიციული სახალხო ზეიმი – შუამთობა გაიმართება. ღონისძიებები დღის 12 საათზე დაიწყება. შუამთობა, რომელიც ბოლო ათწლეულებია აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა. „ღონისძიებები იმართება ღია ცის ქვეშ და ყველა რეკომენდაცია და რეგულაციები, რაც ღია სივრცისთვის არის გაცემული, დაცული იქნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოგი ბოლქვაძემ, ხულოს …

„პარაზიტები“ – რიჟვაძე ოპოზიციის შესახებ, რომელმაც დღეს ბეშუმში აქცია მოაწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბეშუმში გამართული შუამთობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს „უპასუხისმგებლო პარაზიტები“ უწოდა. „დღეს ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის …

„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს. „ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული …

სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …

სახალხო დღესასწაული „შუამთობა -2018“

5 აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ

დღეს, 6 აგვისტოს, ბეშუმში შუამთობის სახალხო ზეიმია. სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება. ბეშუმში ჩავიდანენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.   შუამთობის ჩასატარებლად …

შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

ექვს აგვისტოს ბეშუმში შუამთობას იზეიმებენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ბადრი მელაძის ინფორმაციით, შუამთობაზე სპორტულ- კულტურული ღონისძიებები გაიმართება. სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, კულტურული ღონისძიებით დაიწყება და სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება. სადღესასწაულოდ სუფრაც გაიშლება.ბადრი მელაძის თქმით, …

შუამთობა გომის მთაზე გაიმართება

შუახევის გამგეობა შუამთობას მოიალაღეებისთვის წელს გომის მთაზე გამართავს. შუამთობასთან დაკავშირებით, შუახევის გამგეობას სპორტულ-კულტურული ღონისძიებების გამართვა აქვს დაგეგმილი. სპორტული ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი მოეწყობა მარულაში, ფეხბურთსა და ძალოსნობაში. სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად გომის მთაზე, 3 კილომეტრზე მანძილზე, მარულას ბილიკისა და 2 800 კვადრატულ ფართობზე მოედნის მოწყობაა დაგეგმილი. სპორტული მოედნის, ბილიკის მოწყობასა და ღონისძიებებში გამარჯვებული მონაწილეებისთვის სიგელების, თასებისა და …

ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე

კვირის ბოლოს ხულოში „სელიმობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი – 2987 ლარი და 50 თეთრი, ვახშმისთვისაა გათვალისწინებული. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „არსი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იპოვით ჩამონათვალს, თუ რა არის გათვალისწინებული „სელიმობისთვის“. სია ბუკლეტების დაბეჭდვით და ვარდების შეძენით იწყება და გრძელდება იმ კერძების ჩამოთვლით, …

Exit mobile version