დამატებით 1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის. ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი …

სად წაიღო მთავრობამ 29 მლნ ლარი, რომლითაც ბათუმში ყინულის არენა უნდა აშენებულიყო

„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება,“ – განაცხადეს საქართველოს მთავრობაში 2024 წლის 5 ივნისს. ამ დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ყინულის სახლის მშენებლობას სტუმრობდა. ბათუმში, ლადო ასათიანის #27-ში, საცურაო აუზი და ყინულის არენა ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 29 მილიონი ლარი, თუმცა ამ დრომდე …

კიდევ 53,9 მილიონი ყინულის არენისა და აუზისთვის ბათუმში, 29 მილიონი უკვე დაიხარჯა 

ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 53 943 489 ლარით გამოაცხადა. ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს არსებულ ყინულის მოედანს კი [გასაბერი მემბრანის კონსტრუქციას] დაშლიან. ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც …

ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ

აჭარის მთავრობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენის დასრულებასა და იქვე ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. თუ ეს ტენდერი შედგება, მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვე [2,5 წელი] დასჭირდება. ტენდერის გამოცხადებამდე კი, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის მიზანი გამოსაცხადებელ ტენდერში პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებზე [გამოცდილება, კვალიფიკაცია, ფინანსური …

ბათუმის ყინულის სასახლის ვერშემდგარი პროექტი და დაკარგული მილიონები – რა გაარკვია აუდიტმა

ბათუმის ყინულის არენის ვერშემდგარი მშენებლობის ამბავმა შეიძლება გაგახსენოთ ყოფილი პრემიერის ცნობილი გამონათქვამი – „რა კორუფცია, რის კორუფცია. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?“ – ოპოზიცია კი სხვაგვარად ფიქრობს და გამოძიებას ითხოვს.  გადახდილია 10 მილიონი ლარი, მაგრამ სამუშაო შესრულებული არ არის – ასეთია სახელმწიფო აუდიტის შეფასება, ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის …

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც აჭარის მთავრობის გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც უნდა ყოფილიყო, გამოკეტილი შენობა დაგხვდებათ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, შენობაში კი ჯერ არც ყინულის არენაა გაკეთებული და არც აუზი. აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს. ყინულის არენის და საცურაო აუზის ასაშენებლად, ჯამში, ბიუჯეტიდან 19 990 002 აშშ დოლარი …

რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს. კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია. როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, …

რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში

ახალი ყინულის არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 …

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ყინულის ახალი არენითა და საცურაო აუზით 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული მოქმედი სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა …

როდის განახლდება ვარჯიში ბათუმის ყინულის სასახლეში

ბათუმის ყინულის სასახლე დროებით არ მუშაობს. როგორც სასახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს. სასახლის სპეციალური მემბრანა თოვლის გამო ხელოვნურად დაუშვეს. ყინულის სასახლეში აცხადებენ, რომ 10 დღის შიგნით, სასახლე ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს. ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც …

რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში დღეს ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც წლის დასაწყისში, თებერვალში. …

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული …

ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება

700-მდე მოციგურავე, ჰოკეისტი და მოყვარული, მინიმუმ ოთხი თვე ბათუმში ყინულის მოედნის გარეშე დარჩება – 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში ბათუმში ყინულის მოედანი არ იქნება. მიზეზი არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და ახალი ყინულის არენის მშენებლობაა, რომელიც, პროექტის მიხედვით, სწორედ მომავალი წლის აპრილში უნდა გაიხსნას. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რატომ არ შეიძლებოდა გახსნილიყო ახალი ყინულის არენა …

ბათუმში ყინულის სასახლე ადგილს იცვლის

ბათუმშიარსებული ყინულის სასახლის დემონტაჟი  მალე დაიწყება. სად გადაიტანენ ყინულის სასახლის კონსტრუქციას და რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად გადაკეთდება. დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში 700-მდე სხვადასხვა ასაკის მოციგურავე, ჰოკეისტი თუ მოყვარული დადის, …

15 ათასი ლარი ყინულის სასახლის მემბრანის გასარეცხად

ა(ა)იპ ბათუმის სპორტულმა ცენტრმა მის საკუთრებაში არსებული პოლივინილქლორიდის მემბრანის გაწმენდა-გარეცხვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია. მემბრანა ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარეობს. ის ბათუმის ყინულის სასახლეს ფარავს. ტენდერის პირობის მიხედვით, მემბრანის ზედაპირი უნდა დამუშავდეს ქიმიური საშუალებების, დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. ზედაპირი მაქსიმალურად უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისაგან და სხვა ლაქებისაგან. ტენდერში გამარჯვებულმა მემბრანა სპორტული ცენტრის მოთხოვნიდან …

ბათუმში ყინულის არენა 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ვინ აშენებს და ვინ ზედამხედველობს

ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით შენდება, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრისთვის აუცილებლად უნდა გადაეცეს. კომპლექსი კომიტეტს განსაკარგავად დროებით გადაეცემა – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აქ ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა მოეწყოს. მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის …

1,7 მილიონ ლარად ბათუმის მერია ავტოსადგომს მოაწყობს

ბათუმში, ახალი სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ქალაქის მერია ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც 1 701 126 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ავტოსადგომი კი, პირველ სექტემბრამდე უნდა მოეწყოს. ავტოსადგომი სელიმ ხიმშიაშვილის, ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის 5 800 კვ/მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ სამ ქუჩასა და ლადო ასათიანის ქუჩებს შორის არსებულ …

ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩების მოსაწყობად ბათუმის მერია 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს

ბათუმში, ყინულის სახლის მიმდებარედ, ბათუმის მერია ორი ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონ 934 ათას 739 ლარი აქვს გათვალისწინებული. საუბარია ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის [ყოფილი ასათიანის პირველი შესახვევი] ქუჩებზე, სადაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. ქუჩების კეთილმოწყობაზე ბათუმის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით: სამუშაოები ლადო ასათიანის ქუჩაზე [სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან …

ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ. სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე …

ბათუმის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცემს

ტერიტორიას, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, მათუმის მერია საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცემს. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი 15 თებერვალს სხდომაზე ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს. მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ლ. ასათიანის N27-ში მდებარე 7832,9 კვ/მ საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებიდან, ნაგებობა N3 [მცირე ზომის სპორტული დარბაზი] ამ მომენტისთვის არის გამოთავისუფლებული. კერძოდ, მოხსნილია აეროპნევმატური მემბრანა და დარბაზიდან მერიის საწყობში …

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. „მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს …

სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ

ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება: „სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი …

Exit mobile version