კუპატის მწარმოებელს საქმიანობა შეუჩერეს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.თ. [მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი] ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების [კუპატი] წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. …

ბათუმში რძის არალეგალური საწარმოები აღმოაჩინეს – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ფიზიკური პირი დ.ს. ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჰიგიენური ნორმებისა  და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა შპს „გურიაც“ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე. სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები ასევე გამოვლინდა კახეთსა და იმერეთში: „სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში, ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, …

ბათუმში ფრინველების უკანონო სასაკლაო გამოავლინეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა. „ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ, რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. ფრინველთა …

„კუსტარულად აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ „ყველს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ლაგოდეხსა და ბოლნისში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები აღმოაჩინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. „ფიზიკური პირი ლ. მ. [ლაგოდეხი, სოფელი ქვემო ნაშოვარი] სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“. ინდმეწარმე დ.შ. [ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი დისველი]  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური …

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. „ჩატარებული მოკვლევის შედეგად,  მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური  სასაკლაოები. ▪️  ფიზიკური პირი  ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და კუთვნილი   საცხოვრებელი სახლის  ეზოში  მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ ახდენდა რეალიზაციას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული  …

ხელვაჩაურში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

ხელვაჩაურსა და საჩხერეში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ფრინველებს კლავდნენ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. „შპს „ატო“ [მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29] ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა …

სამეგრელოში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმით ამარაგებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.  „მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის …

27 000 კგ ქათმის ხორცის სინჯებში სალმონელა აღმოჩნდა – ტვირთი საზღვრიდან უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გააჩერეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის გამოც ტვირთი გაანადგურეს. ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან …

რა უნდა ვიცოდეთ საკვების უსაფრთხოდ გადატანის შესახებ – ინტერვიუ ექსპერტთან

სურსათის უვნებლობა ერთნაირად მნიშვნელოვანია კვების მრეწველობის ყველა ასპექტში – სურსათის მომზადებიდან მის მიწოდებამდე საბოლოო მომხმარებელზე. ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი შოთა მახარაძე სურსათისა და მზა საკვების უსაფრთხოდ გადატანა-ტრანსპორტირების პირობებზე საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოში მოქმედი რეგულაციებისა, მზა კერძის მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიმტან შუალედურ რგოლს, როგორიცაა ე.წ. „დელივერი“ სერვისი და სადისტრიბუციო კომპონენტი, გაცილებით მნიშვნელოვანი კონტროლი სჭირდება.  …

რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება სოფლის მეურნეობაში

მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც, სოფლის მეურნეობაში პესტიციდისა და აგროქიმიკატების გამოყენება იზრდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქიმიკატებით სამ მილიონ ჰექტარზე მეტი, მათ შორის სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონების ტერიტორია მუშავდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ ჰექტარზე საშუალოდ 6.12 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ამავე წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის …

რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას რამდენად ხშირად კითხულობთ მის ეტიკეტს? არაეტიკეტირებული ან არაქარხნული პროდუქციის შეძენისას რა განაპირობებს სანდოობას?  შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ გაფუჭებული პროდუქტი და თუ ამოიცნობთ, იცით თუ არა ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? ეს ყველაფერი სურსათის ხარისხის და უვნებლობის საკითხებია და კვლევები მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის …

8 ადამიანის მოწამვლის შემდეგ ქობულეთში საშაურმე დააჯარიმეს – ანალიზები ლაბორატორიაშია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში მდებარე საშაურმეში „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტო იუწყება, რომ კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. „ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, …

მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

ბათუმში, 24 დეკემბერს, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა. ანა ბერძენიშვილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე. მან პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა. ანა დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც, ცხელი ხაზის დახმარებით დატოვა შეტყობინება. „საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც …

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება, უფრო ნაკლები – საახალწლო სუფრის სამზადისის დაწყებამდე. ტრადიციულად ამ დღის სუფრისთვის რამდენიმე სახეობის კერძს ამზადებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება სანელებლები. არავინ იცის, რა აღმოჩნდება სანელებლებთან ერთად ჩვენ საახალწლო კერძებში. ტყვია? ან იქნებ სუდანი? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის არანაკლებ საშიშია. 2023 წელს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, …

„ნიკორა“ ადასტურებს, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა – „ვწუხვართ“

8 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ სურსათისა ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. დაზარალებულებს სალმონელოზი დაუდასტურდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პაციენტებმა საკვებად „ნიკორაში“ შეძენილი კიევური კატლეტი ჭამეს. „სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო …

აჭარაში კვების 15 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 210-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს. სააგენტო არ ასაჯაროებს აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაციას. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ. სეს-ის ცნობით, კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება …

ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა. Listeria monocytogenes-ი არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კარაქის ნიმუში ქუთაისში, შპს „ათინათის“ კუთვნილ საწარმოდან  აიღეს. „ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 1 ნიმუშის 25 …

აღმოჩენილი ნივთიერება საფრთხეს უქმნის ორსულობისას ნაყოფს – momxmarebeli.ge

პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა გასულ თვეში არაერთი პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ და ასევე, ფართოდაა გავრცელებული ქართულ ბაზარზეც. momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, როგორიცაა: „პალმოლივი“, „გარნიე“, „ინტესა“ და „დავი“. აღნიშნული ბრენდების ჩამონათვალი 2023 წლის 14 აპრილს, ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა. „ყველა მათგანში აღმოჩნდა …

სეს-მა ვადაგასული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად 40-მდე დარღვევა გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ამ პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც. წელს აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება. ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესის, …

მოწამლული საკვებით მსოფლიოში ყოველწლიურად 420 ათასი ადამიანი იღუპება – FAO

დღეს, 7 ივნისს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს სურსათთან დაკავშირებული რისკები, მათი მართვა, პრევენცია და უვნებელ სურსათზე ზრუნვა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რომელთა 200-მდე სახეობა არსებობს. „ისინი, ძირითადად, გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით ან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც …

სურსათში აღმოჩენილი დარღვევების 936 ფაქტიდან სააგენტომ მხოლოდ მესამედი გაასაჯაროვა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების შედეგად სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან, ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეუსაბამობის 288 ფაქტის შესახებ [31%], რომლებიც სრულად არ მოიცავდა პროდუქტის იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის საჭირო ინფორმაციას. აუდიტის დასკვნით, რიგ შემთხვევებში, ეს ინფორმაციებიც არ გასაჯაროვდა დროულად. „ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართ მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების …

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის მიუხედავად, გრძელდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა რძის ნაწარმის დასახელებით ეტიკეტირებულ პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გარევით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, …

ბათუმში 300 კილომდე ხორცი და თევზი დალუქეს – დარღვევა 42 ობიექტში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი. სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), …

82,5 ტონა ქათმის ხორცსა და 2 ტონამდე პომიდორში საბაჟოზე მავნე ორგანიზმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – „სარფსა“ და „ფოთის პორტში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ჩატარებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 …

რა ინფორმაციას ვერ მივიღებთ გენმოდიფიცირებულ სურსათზე – მთავრობამ რეგლამენტი 2 წლით შეაჩერა

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის მიკვლევადობის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება საქართველოს მთავრობამ 2 წლით შეაჩერა. ამ რეგლამენტით შესაძლებელი იყო გაგვეგო გენმოდიფიცირებული სურსათის, ასევე მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია – ყველა ეტაპზე –  წარმოებიდან ქსელში მოხვედრამდე. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს  გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს, ან შედგება გენეტიკურად …

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა – სურსათის სააგენტო

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს. დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:  მაწონი „რანინა“ – დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი …

პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევისთვის 34 ნიმუშს აიღებს. სააგენტოს მიღებული აქვს თანხმობა, რათა თევზის ნიმუშებისა და სურსათში საღებავების ლაბორატორიულ კვლევაზე ხელშეკრულება, ჯამში 32 898 ევროს ფარგლებში, ტენდერის გარეშე გააფორმოს. „ისე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საჭირო ლაბორატორიულ კვლევებზე, უმცირესი ფასი შემოგვთავაზა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა დაცვისა და გარემოს ინსიტუტმა …

რას ამბობენ მწარმოებლები, რომელთა პროდუქციაშიც კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან ამოიღეს საკვები პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო საღებავს „სუდანს“ შეიცავდა. „ბათუმელები“ ქსელიდან ამოღებული პროდუქციის ორ მწარმოებელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ აღმოჩნდა აკრძალული საღებავი მათ  მიერ წარმოებულ პროდუქციაში. ერთ-ერთი კომპანია არის „ნენა“, რომელიც რამდენიმე დასახელების საკვებპროდუქციას აწარმოებს. კომპანიის მწარმოებელი „ბათუმელებს“ ფეისბუქზე გამოეხმაურა, სადაც გვწერს, რომ „ამ საკითხის კვლევა, სიღრმისეულად მიმდინარეობს კომპანიის მხრიდანაც“. „ჩვენ …

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

საღებავ „სუდანის“ შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების  სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა. Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. „ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის …

ავტომაგისტრალთან მდებარე კვების 22 ობიექტი დააჯარიმეს, 11-ს კი მუშაობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალთან მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტებს ამოწმებს. ამ ეტაპისთვის იმერეთის რეგიონში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტი შეამოწმეს, მათგან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22 ობიექტი. “ეს გეგმიური შემოწმებაა, მაგრამ თუ შემოვიდა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, ხორციელდება არაგეგმიური შემოწმება,” – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. მათივე …

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის …

„ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა“- სურსათის უვნებლობის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“. „სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება:  უკრაინული ქათმის …

ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა. momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. …

აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან 56 დაჯარიმდა – დაჯარიმებულთა სია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში [2019 წლის ივლისში] აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან [კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.] 56 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა. აქედან 9 შემთხვევაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა [„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის …

როგორ შევარჩიოთ სააღდგომოდ კვერცხი და ხორცი – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. „სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 24 აპრილს …

სურსათის ეროვნული სააგენტო მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები. არ არის ცნობილი ხორცის …

Exit mobile version