მთავარი,სიახლეები

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

23.02.2026
აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

„ჩატარებული მოკვლევის შედეგად,  მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური  სასაკლაოები.

▪️  ფიზიკური პირი  ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და კუთვნილი   საცხოვრებელი სახლის  ეზოში  მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ ახდენდა რეალიზაციას.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული  ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად  განადგურდა.

▪️  ინდმეწარმე  ა. მ. (გარდაბანი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა.

მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული   ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული  ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად  განადგურდა“.

სააგენტოს ინფორმაციით,

სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, „ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: