„ბევრი რუსია რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვჩაგროთ?“ – „ევრო 2000-ში“ სწავლა 5 ათასი ლარი ხდება

„ჭარბი რაოდენობა შემოედინება, ბევრი რუსი ჩადგა სკოლის რიგში და ამიტომ ჩვენ უნდა დავიჩაგროთ?“ – კითხულობს გიორგი თედოზაშვილი, ვისი შვილიც ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000-ში“ სწავლობს. ის დღეს, 22 მარტს, სხვა მშობლებთან ერთად  სკოლის დირექციასთან ითხოვდა შეხვედრას. სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეების მშობლებს უკვე აცნობეს დირექციიდან, რომ სწავლის საფასური სექტემბრიდან 3500-დან 5000 ლარამდე იზრდება. მშობლების ერთ-ერთი ვერსიით, …

გერმანელი პედაგოგიკის მაგისტრების შემაჯამებელი მოხსენება ევრო-2000-ში სასწავლო პრაქტიკის შესახებ

დაწყებითი საფეხურის პედაგოგიკის მაგისტრების, ესთერ გოსისა და კატარინა ვან ვორსტის მოხსენება „კორონა ვირუსის მიუხედავად, გერმანული ენის სწავლების მიზნით საქართველოში გამგზავრება,-არის კი ეს საერთოდ შესაძლებელი?“ – კითხვა, რომელიც გამგზავრების წინ საკუთარ თავს დავუსვით ამ კითხვას პასუხი გაეცა მას შემდეგ, რაც ქალბატონ კორდულა შულცთან მოსამზადებელი სემინარის დასრულების და DAAD-ის სტიპენდიის მიღების შემდეგ თვითმფრინავის ბილეთები დავჯავშნეთ, ზურგჩანთები ჩავალაგეთ …

მიმოწერით მეგობრობა – ევრო-2000-ის გერმანული ენის მასწავლებლის პროექტი

სკოლა ევრო-2000-ის გერმანული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი, სოფიო აფხაზავა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფება გერმანიაში, ქ. დუისბურგის ლანდფერმანის სახელობის გიმნაზიაში. სოფიო აფხაზავას პრაქტიკის ფარგლებში პროექტის მომზადება დაევალა. მან გადაწყვიტა, ისეთი პროექტი გაეკეთებინა, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც. თავის გერმანელ კოორდინატორთან და ჩვენი სკოლის გერმანული …

სკოლა ევრო – 2000: პანდემიის მიუხედავად, გერმანელ პედაგოგებს წარმატებით ვმასპინძლობთ

სკოლა ევრო 2000-ის გერმანიის ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტთან 2018 წლის სექტემბერში დადებული მემორანდუმის საფუძველზე ყოველწლიურად ვმასპინძლობთ გერმანელ მაგისტრებს ჩვენს სკოლაში პრაქტიკის გავლის მიზნით. ისინი ეცნობიან ქართული სკოლის სისტემას, ესწრებიან გერმანული ენის გაკვეთილებს, ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.   წელსაც იმავე მიზნით ექვსი კვირით სკოლას ორი პრაქტიკანტი, კატარინა ვან ვორსტი და ესტერ …

ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრის ონლაინგამოცდის წარმატებული მაგალითი

პანდემიით განპირობებულმა ონლაინსწავლებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. გაჩნდა მოთხოვნა, შეგვექმნა ახალი რესურსები, შეგვემუშავებინა ახალი მეთოდები გაკვეთილის პროდუქტიულად და შედეგზე ორიენტირებულად წარმართვისთვის, რათა მიგვეღწია იმავე შედეგისთვის, რასაც ვაღწევთ საკლასო ოთახის პირობებში, კერძოდ, ენის ოთხივე კომპეტენციის (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი) საკომუნიკაციო დონეზე განვითარება და მოსწავლეთა მიზანმიმართული ინტენსიური მომზადება გერმანული ენის დიპლომის (DSD I (B1) და DSD …

ევრო-2000 და საზღვაო აკადემია მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სკოლა ევრო–2000-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს სკოლა „ევრო–2000“-ს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მხარეები მოსწავლეთა და სტუდენტთა მოთხოვნების შესაბამის, ერთობლივ მიზნობრივ ღონისძიებებს განახორციელებენ. კერძოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით, საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ისარგებლებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში. …

ფლექსის პროგრამის შემდეგ ევრო 2000-ის მოსწავლე ონლაინსწავლებაში კარანტინიდან ჩაერთო

მე ვარ ქეთევან ხალვაში, სკოლა ევრო-2000-ის მე-10 ა კლასის მოსწავლე. წინა სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე ფლექსის პროგრამაში და მოვხვდი იმ მოსწავლეთა სიაში, რომლებსაც წილად გვხვდა 2019-2020 სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და იქაურ სკოლებში სწავლა ამერიკელ თანატოლებთან ერთად. მე ნიუ ჰემპშირის შტატში, ქალაქ ნიუ ბოსტონში ვცხოვრობდი და დავდიოდი ლოკალურ საჯარო სკოლაში – Goffstown High …

სკოლა ევრო – 2000 16 მარტიდან ონლაინსწავლებაზე გადადის

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო! როგორც იცით, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 მარტის N29/ნ ბრძანებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ და ბუნებრივია, შეეხო განათლების სფეროსაც. შექმნილ ვითარებაში სკოლა ევრო – 2000 -ის ადმინისტრაციამ …

ევრო – 2000 -ის სამოქალაქო განათლების პედაგოგი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ორგანიზაცია „ახალგაზრდები მშვიდობისთვის და თანასწორობისთვის“ პარტნიორობით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის Erasmus + ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების /მუშაკების პარტნიორობით ხელი შეუწყოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, კონკურსის გზით შერჩეულ 6 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, დირექტორს და ახალგაზრდულ მუშაკს …

შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე სკოლა ევრო – 2000-ში

ევროინტეგრაციის თემაზე სასაუბროდ სკოლაში მოვიწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი. მან აუდიტორიას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია, განვითარების ეტაპები გააცნო და ევროკავშირის დაარსების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა. მსმენელებს ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება. სპიკერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, …

მოხალისეობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება – ლადო აფხაზავა ევრო 2000-ში

სკოლის დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან გარემოში (სკოლა „ევრო – 2000“-ში ქართველ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ სხვა ეროვნების მოსწავლეებიც) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი. გარდა აკადემიური ცოდნისა, მას სჭირდება არაფორმალური განათლებაც. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ლადო აფხაზავა- 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული …

„ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მონაწილეები ევრო-2000-ში

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” ფარგლებში საერთაშორისო მონაწილეები სკოლა ევრო- 2000-სს ესტუმრნენ. შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე, პროექტის შუალედურ შედეგებზე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ბიომრავალფეროვნება, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური, კულტურული, ესთეტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით, მძიმე ზემოქმედების …

ევრო 2000-ის მოსწავლე საქართველოს განათლების სამინისტროს დაფინანსებით ბრიტანეტში გაემგზავრება

სკოლა “ევრო 2000”-ის მოსწავლე მარიამ ვადაჭკორია გახდა ერთ-ერთი 7 მოსწავლეს შორის , რომელიც პროექტის „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. აქტივობაში – ქვეყნის სხვა სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 600 მოსწავლეს შორის მონაწილეობდა სკოლა ევრო-2000-ის 10 მოსწავლე. მათთვის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (თბილისი) ჩატარდა ორკვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის საზაფხულო კურსი. გარდა შემეცნებითისა, ბანაკის პროგრამა მოიცავდა …

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეები იზმირის სამეცნიერო ბანაკში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში მდებარე სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობენ. თურქეთის სამეცნიერო ბანაკის მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. სამეცნიერო ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე და სასკოლო ცხოვრებაში …

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

უკვე მეხუთედ ეწვია სკოლა ევრო 2000-ის 25 მოსწავლე (მე–10 და მე-11 კლასები) გერმანული ენის პედაგოგების ირმა დავითაძისა და მაია დუმბაძის ხელმძღვანელობით პარტნიორ სკოლას გერმანიაში. ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზია სკოლა ევრო-2000-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი თავად უმასპინძლონ გერმანელ თანატოლებს. პირველი მაისიდან ათი მაისის …

#ჩვენგადავცურავთზღვას – ფონდ „ოცნებისა“ და სკოლა ევრო-2000-ის აქცია-პერფორმანსი

#ჩვენგადავცურავთზღვას – ამ სლოგანით შექმნილი იდეა პროექტად აქციეს  სკოლა ევრო-2000-ის X-XI კლასის მოსწავლეებმა და 3 დღეში განახორციელეს სკოლის თვითმმართველობისა და მისი თავმჯდომარის ლაშა-გიორგი მიქელაძის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ ბაუჟაძის  და სკოლის დირექციის ჩართულობით. პროექტის მიზანი იყო შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით. ამ იდეის ირგვლივ მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ  სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობის …

ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში

ანიმაციური კინოს ფუძემდებელი ფრანგი მხატვარი, ემილი რეინოა გახლავთ. 1892 წლის 28 ოქტომბერს ფრანგული საზოგადოება პირველად ესტუმრა ე.წ. „ოპტიკურ თეატრს“. რეინოს ქმნილება, პრაქსინოსკოპი, უზრუნველყოფდა მოძრავი ნახატების ჩვენებას. სწორად ეს მოვლენა აღმოჩნდა ანიმაციური ეპოქის დასაწყისი. 29 ოქტომბერს სკოლა ევრო-2000-ის დაწყებით კლასებში მუსიკის პედაგოგის – მაგდანა მათითაიშვილის ინიციატივით ანიმაციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეები შეთავაზებულ აქტივობაში ხალისითა და ინტერესით …

სკოლა ევრო 2000-ი გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს!

მრავალი წმინდა გრძნობა ამშვენებს ადამიანთა ურთიერთობებს, მრავალ მათგანს ვერანაირი დრო და ჟამი ვერ ერევა, მრავალმა მათგანმა დღემდე მოიყვანა კაცობრიობა და მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მასწავლებლის და მოსწავლის, ოსტატისა და შეგირდის, მოძღვრისა და დამოძღვრილის მარად უბერებელი ურთიერთობა. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. დასაბამიდანვე ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი …

გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში

სკოლა ევრო-2000-ში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, უამრავი სასწავლო-შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც ჩვენი სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ამ აქტივობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამა გერმანულ პარტნიორ სკოლასთან. გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში სექტემბერში (11.09-20.09.2018) ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტის შემდეგ, მაისში გერმანული მხარის ჯერიც დადგა. 16 გერმანელ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს მასპინძლობდა …

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად  უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი. კირიონ II დიდი პატივია ასწავლიდე ფიქრსა და აზროვნებას, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაა ასწავლიდე ქართულ ენაზე… მით უფრო საპასუხისმგებლოა ასწავლიდე სკოლაში, რომლის მისიაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თვითმყოფადი და თავისუფალი ადამიანის აღზრდა… ერთგვარი ტვირთიცაა, რადგან მრავალჭირვარამგამოვლილ ქართულ ენას რუდუნებით დაცვა, გაფრთხილება და …

წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან

”გამარჯობა! პირველ რიგში ბოდიშს გიხდი ახალქართულისთვის. იმედია, სირთულეები არ შეგექმნება კითხვისას”-ეს წერილი მეათეკლასელმა ლიზი ბოლქვაძემ შოთა რუსთაველს მისწერა. 23 აპრილს ბათუმის სკოლა „ევრო– 2000–ში“გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: „წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“. პროექტში ჩართულნი იყვნენ ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებმა წერილები მისწერეს შოთა რუსთაველს. პროექტის მიზანი იყო, ერთგვარი ხიდი გაგვედო თანამედროვეობასა და წარსულს შორის, რათა მოსწავლეებისთვის …

მაკა ლდოკონენის „ცხენისკუდები დილასთვის“ მოგზაურობა სკოლა-2000-ში

სკოლა ევრო 2000-ის ლამაზი და ნათელი ბიბლიოთეკის ოთახი, ბიბლიოთეკარები, მოსწავლეები და პედაგოგები მუდმივად მზად არიან სხვადასხვა თანამედროვე ავტორთან შესახვედრად. ამჯერად სკოლას პროზაიკოსი, მხატვარი, ილუსტრატორი, საბას პრემიის ლაურეატი მაკა ლდოკონენი ეწვია. მის გვერდით კი საოცრად ლამაზი, ჟღალთმიანი პოეტი და მთარგმნელი დალილა გოგია გახლდათ, ადამიანი, რომლის ლექსზეც ააწყო ავტორმა ახალი რომანის სიუჟეტი. სტუმრებისა და მოსწავლეების უშუალო დიალოგი …

პროექტი ეკვილიბრიუმი: გიორგი კეკელიძე სკოლა ევრო 2000-ს ესტუმრა  

2018 წლის 22 თებერვალს სკოლა ევრო-2000-ს ეწვია ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე), ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკის lib.ge დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. პროექტმა #ეკვილიბრიუმი თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, არ დარჩენილა …

ევრო 2000-ის მოსწავლეების ნამუშევრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი

ზღაპარი – ეს იდეალური ადგილია, რომელსაც არასოდეს გინდა დაშორდე. როცა ლამაზად ცხოვრობ, ამბობენ -„ზღაპრულად ცხოვრობსო“, როცა ცხოვრებაში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს – „ზღაპრის ბოლო კეთილიაო“. მოკლედ, ზღაპარი იყო და იქნება ყველასთვის საყვარელი ნავსაყუდელი, რომელში ცხოვრებაც გინდა და მოქმედებაც. ამიტომაც, ორმა სოფიამ, ქალაქ ბათუმის  კერძო სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა – სოფია ანთიამ და სოფია სკიბამ გადაწყვიტეს დაეწერათ ზღაპარი …

თანამედროვე საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე სკოლა ევრო-2000-ში

როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი დღეები დღესასწაულებად, როგორ შევქნათ ისეთი გარემო, რომელშიც პატარები თავს საინტერესოდ და განსაკუთრებულად იგრძნობენ, რომელი ხერხი გამოვიყენოთ იმასათვის, რომ უცხოურ ლიტერატურას და მუსიკას ჩვენმა შვილებმა ქართული ამჯობინონ-ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,   ქართული ლიტერატურის კითხვა და ქართველ თანამედროვე საბავშვო მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრები წარმოადგენს. ამიტომაც, 2017 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა …

საახალწლო სურვილები – სკოლა ევრო-2000

ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როცა აცნობიერებ, რომ ამ ჯადოსნური ფუნჯით მოხატულ ვეებერთელა სამყაროში ერთი ციცქნა ადგილი გიკავია და მაინც ბედნიერი ხარ, რადგან იცი შენი საკეთებელი, საჭირო ხარ. თუმცა ძნელზე ძნელი მისია გაკისრია – მასწავლებელი ხარ და იცი, რომ შენ ხარ ჯაჭვის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელზეც თვალხატულა, სულანთებული გოგო-ბიჭების ბედია გადაჯაჭვული, შენ ხარ ის, ვინც სწორი …

ევრო 2000-ის მოსწავლეებმა ხუცუბნელ თანატოლებს საჩუქრად წიგნები ჩაუტანეს

ინგა გოგიბერიძე, მწერალი როცა ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“ დირექტორმა, მარინა ცივაძემ სკოლის „უშტატო კორესპოდენტობა“ შემომთავაზა, მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი პირველი წერილი წიგნზე და იმ სიკეთეზე იქნებოდა, რაც წიგნებთან ურთიერთობას მოაქვს. ვათვალიერებ „ევრო-2000“-ს ვებგვერდს, სადაც უამრავი აქტივობის ფოტოა – გერმანულ-ფრანგული ენების კვირეული, სასკოლო კლუბის „ფრანკომანების“ შექმნა, საჩვენებელი გაკვეთილები საინტერესო თემებზე, შეხვედრები საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის …

სკოლა ევრო–2000–ის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლა ევრო 2000–ს პარტნიორი სკოლა ჰყავს გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში. ბისმარკის სახელობის გიმნაზიასა და ჩვენს სკოლას შორის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა სამი წლის წინ, როდესაც სკოლას ბისმარკის სახელობის გიმნაზიის დირექტორი სტუმრობდა. რიგით მეოთხე გაცვლითი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში შედგა. გერმანული ენის პედაგოგები, ირმა დავითაძე და მაია დუმბაძე, მე–10, მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეებთან …

ევრო 2000-ის მასწავლებელმა გაიმარჯვა ესეების კონკურსში – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“

საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ესეების კონკურსი – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე – 2017“. კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები 2017 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიწვიეს. სკოლა „ევრო 2000“-დან მიღებაზე მიწვეულები იყვნენ დაწყებითი კლასის პედაგოგი – ცირა ქობულაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე. პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა …

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების სემინარს სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეები დაესწრნენ

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების  პროგრამის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენაჩუნების ხელშეწყობა, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მუდმივი მონიტორინგია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში   მიმდინარე სემინარს დაესწრნენ სკოლა  ევრო-2000–ის მოსწავლეები  ანაკლიაში, 2017 წლის 24 მაისს. სემინარის დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისა და  ამოცანების …

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით

გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA). ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში  სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი …

ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს

ძლიერი სკოლა ხომ ძლიერი სახელმწიფოა. ძლიერი ოჯახი  და ძლიერი სკოლა ძლიერ საზოგადოებას ქმნის, რაც ჩვენი სახელმწიფოს წარმატებული მომავლის საწინდარია. სკოლა და ოჯახი  განუყოფელია, მათი ერთობა კი აუცილებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. სკოლა ევრო 2000-სთვის   განსაკუთრებულად  ღირებული  არიან მოსწავლეები და მათი ოჯახები, რისი დასტურიცაა ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულება, პატივისცემა  და სიყვარული მათ მიმართ. სკოლა მასშტაბური ღონისძიებით …

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან [ვიდეო]

ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. ნახევარფინალური თამაშები 7-8 მაისს გაიმართა. ნახევარფინალების ლიტერატურულ ნაწარმოებთა სია ასე გამოიყურება: ჰომეროსი – „ოდისეა“; გურამ დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“; ფიოდორ დოსტოევსკი – „დანაშაული და სასჯელი“; სტივენ კინგი – „მწვანე გზა“;  ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“. პირველ ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის #20 [სალომე ციმნარიძე, …

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

3 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მესამე და მეოთხე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“; რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“; ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“; გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“;  ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“.  მესამე …

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]

15-16 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის –  „წიგნის კუთხე“ ბოლო მერვედფინალური [VII-VIII] თამაშები. გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“; ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“; ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“; ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“. მე-7 მერვედფინალურ თამაშში სკოლა …

Exit mobile version