რეკლამა,სიახლეები

ევრო 2000-ის მოსწავლეებმა ხუცუბნელ თანატოლებს საჩუქრად წიგნები ჩაუტანეს

05.12.2017
ევრო 2000-ის მოსწავლეებმა ხუცუბნელ თანატოლებს საჩუქრად წიგნები ჩაუტანეს

ინგა გოგიბერიძე, მწერალი

როცა ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“ დირექტორმა, მარინა ცივაძემ სკოლის „უშტატო კორესპოდენტობა“ შემომთავაზა, მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი პირველი წერილი წიგნზე და იმ სიკეთეზე იქნებოდა, რაც წიგნებთან ურთიერთობას მოაქვს. ვათვალიერებ „ევრო-2000“-ს ვებგვერდს, სადაც უამრავი აქტივობის ფოტოა – გერმანულ-ფრანგული ენების კვირეული, სასკოლო კლუბის „ფრანკომანების“ შექმნა, საჩვენებელი გაკვეთილები საინტერესო თემებზე, შეხვედრები საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეების წარმატებები და უამრავი სხვა.

თვალში მაინც 11 ნოემბრის ამბის ამსახველი ფოტოები მხვდება. ამ ფოტოებზე ცოდნასთან ერთად  სიკეთე თვალებიდან და ხელებიდან მოედინება და სიკეთის ყულაბაში ჩაედინება. ამ ყულაბაში შეგროვილ სიკეთეს კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ბიბლიოთეკასთან არსებული პროექტი „ეკვილიბრიუმი“ და მე, თქვენი მონამორჩილი, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავანაწილებთ: არ გავწყვეტთ იმ ოქროს ჯაჭვს, რომლითაც 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მაღალმთიან სოფლებში კვლავ იხსნება ბიბლიოთეკები, სკოლის ბიბლიოთეკები ახალი, თანამედროვე წიგნებით მდიდრდება, იხსნება კომპიუტერული ცენტრები იქ, სადაც ინტერნეტი აქამდე მიუწვდომელი გვეგონა.

სწორედ ამ პროექტში ჩაერთო სკოლა „ევრო-2000“ – ჯერ მეორე „ბ“ კლასი (დამრიგებელი ირმა გათენაძე) და მესამე „ბ“ კლასი (დამრიგებელი ცირა ქობულაძე), შემდეგ  მეორე „დ“ კლასი (დამრიგებელი ჯულიეტა კალანდაძე).

ბავშვებმა გადაწყვიტეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის თანატოლებისთვის წიგნები გაეგზავნათ: შეიძინეს წიგნები, ზოგიც სახლიდან მოიტანეს, გამოჭრეს პატარა გულები, ზედ საკუთარი სახელები დააწერეს, ყულაბაში ჩაყარეს და დაელოდნენ პასუხს… იქნებ მადლობასაც… აბა რას იტყოდნენ თანატოლები?… „ამბის წამოსაღებად“ კი პროექტ „ეკვილიბრიუმს“ ხუცუბანში, ბათუმიდან ჩვენი ჯგუფიც შეუერთდა – მარინა  ცივაძის, ნონა ზოსიძის და ცირა ქობულაძის შემადგენლობით.

სიკეთე და სიყვარული გადამდებია…და ეს ძალიან ადვილია… მხოლოდ  მონდომებაა საჭირო …

2017 წლის 11 ნოემბერს, კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის მოსწავლეებმა ხუცუბნის საჯარო სკოლას 484 ლარის წიგნები გადასცა საჩუქრად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: