რეკლამა,სიახლეები

შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე სკოლა ევრო – 2000-ში

06.02.2020
შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე სკოლა ევრო – 2000-ში

ევროინტეგრაციის თემაზე სასაუბროდ სკოლაში მოვიწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი. მან აუდიტორიას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია, განვითარების ეტაპები გააცნო და ევროკავშირის დაარსების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა. მსმენელებს ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება.

სპიკერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში; აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფექტურ გზებს, მით უფრო, რომ სკოლა „ევრო-2000“-სს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის სასწავლებლებთან და ინტენსიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებსაც.

„სწავლა ხალისით, გზა ევროპისკენ“ – ეს სკოლის დევიზია და უკვე 20 წელია ჩვენ, პედაგოგები, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მშობლები ერთად ვემსახურებით მომავალი თაობების  აღზრდას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: