„ქართა მოძრაობა“ ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. განცხადება დღეს, 16 ივლისს გავრცელდა ორგანიზაციის ფეისბუქზე. „ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, …
Tag Archives: სექსუალური ძალადობა
„დამეხმარები?“ – იკითხა 15 წლის გოგომ – 3 ამბავი პედოფილიაზე
„დამეხმარები?“ – ჰკითხა მარის 15 წლის გოგონამ. მარი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. გოგონა ენდო და მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ბაბუა – მამინაცვლის მამა წლების განმავლობაში. „ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და მარი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა. ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა, როგორც იურისტმა იმუშავა. მას შემდეგ, თითქმის …
Continue reading “„დამეხმარები?“ – იკითხა 15 წლის გოგომ – 3 ამბავი პედოფილიაზე”
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა
საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად. აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან. დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა. როგორც სახალხო …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა”
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია. რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა ბავშვის …
12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით 12 წლის გერი გააუპატიურა. ასევე დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 24 ივლისს დააკავეს. …
Continue reading “12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს”
შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს
ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც შვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, „ბრალდებული მამაკაცი, როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 45 წლის კაცი ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა …
Continue reading “შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს”
შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა
ქალთა მოძრაობა 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია კანონში. ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში, სადაც სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა, საქართველოს კანონმდებლობა აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. „წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა …
Continue reading “შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა”
სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების …
ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს
ქობულეთში შუახნის კაცი ახალგაზრდა შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა. დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. განახლება: აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ „სექსუალური ხასიათის ქმედების“ მუხლს, გაუპატიურების …
Continue reading “ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს”
კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა
კაცს, რომელის ბათუმში ცხოვრობს და პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ასევე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო. პროკურატურის ვერსიით, რ.ვ. სექსუალურად ძალადობდა გერზე, რომელიც 14 წლის არ იყო. გამოძიება მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა. რ.ვ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის …
34 წლის კაცმა მოზარდი გააუპატიურა, მას ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილეს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელებისა და გახმაურების მუქარით ჩასვა …
ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ TV25-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი გუშინ, 11 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.
ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“ და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. „ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის …
Continue reading “ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ”
პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი …
Continue reading “პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა”
ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ
დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში საპროტესტო აქციები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან, 15:30 საათზე გაიმართება აქცია და შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სასამართლო ხშირად გირაოთი ათავისუფლებს ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცებს, რის შემდეგაც ისინი კლავენ მეუღლეებს, ყოფილ მეუღლეებს ან პარტნიორებს. …
Continue reading “ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ”
უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა
უკრაინელი ქალი, რომელზეც სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს, ამ დროისთვისაც [21:00 საათი] ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და უგონო მდგომარეობაშია. ინფორმირებული პირების თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა. ქალი სხეულზე ძალადობის ნიშნებით, ლანჩხუთის კლინიკაში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ წერდა. ბათუმის რეფერალური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვკითხეთ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ კომენტარს ამ თემაზე …
Continue reading “უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა”
უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო
3 ივნისის მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ანგარიშები უკრაინაში ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის შესახებ ქალების, გოგონების, კაცებისა და ბიჭების მიმართ. სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში. ამის შესახებ 10 ივლისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა …
Continue reading “უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო”
7.6 წელი მიუსაჯეს 14 წლის ნინიზე სექსუალურად მოძალადეს – ქობულეთში დაღუპული გოგოს საქმე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“. 14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული. მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის …
აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა
ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევიდან 22 იყო სექსუალური ძალადობა. 2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები შემაკავებელ ორდერს აფორმებენ. ორდერში მიეთითება, კონკრეტულად რა სახის ძალადობაზე საუბრობს მსხვერპლი: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური… შსს ამ სახის სტატისტიკას გასული წლიდან ამუშავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა …
Continue reading “აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა”
შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს
შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის …
Continue reading “შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს”
შსს ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. ინფორმაციას, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღეა არკვევს. არც სკოლაში და არც აჭარის განათლების სამინისტროში შემთხვევას არ უარყოფენ, თუმცა კონკრეტულ პასუხებს გაურბიან. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწრეობის მცდელობას. გაქვთ თუ …
სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თამუნა პროფესორ გურამს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს [სტატიაში სახელები შეცვლილია. ავტ.] თამუნა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დაახლოებით 70 წლის მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტი ცრუობს და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ სადისერტაციო თემაზე მუშაობას უკავშირდებოდა. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. დოქტორანტი: მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმეთ, რომ ერთ-ერთი მცენარის …
Continue reading “სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს”