1 ლარად და პირობით – სანაპიროზე, ბლექ სი არენასთან, 2.4 ჰექტარ მიწას აუქციონზე ყიდიან

ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა. საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები …

ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში მიწის ნაკვეთს ყიდის

ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, 1 488 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 23 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ქონების ფასი 365 000 ლარია, ბიჯი – 2 000 ლარი.  აუქციონის პირობების მიხედვით, გასაყიდი მიწის ნაკვეთიდან 70 კვ.მ და 335 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე გავრცელდება სერვიტუტის უფლება [უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს …

მთავრობა საბჭოთადროინდელი უფუნქციო შენობების ნგრევას იწყებს – დაიხარჯება 5,6 მილიონი

ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დროს აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობების“ დემონტაჟს იწყებს. დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, სულ არის 372. მათი დემონტაჟისთვის კი, ბიუჯეტიდან 5 მილიონ 635 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვით ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე …

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

სახელმწიფო ახალ ბულვართან ყიდის მიწას, მერია კი აქ მშენებლობის წინააღმდეგია

სახელმწიფო აუქციონზე ყიდის მორიგ მიწის ნაკვეთს, რომლითაც კერძო პირი ამ დრომდე უკანონოდ სარგებლობდა და სარგებლობს. ამჯერად ასეთი ნაკვეთი ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარეობს და მას, აუქციონის პირობის მიხედვით, „პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე იყენებს“. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე კი, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. აუქციონზე 191 კვ/მ ნაკვეთია გატანილი, …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და …

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს 2 მილიონ 283 ათას ლარად ყიდის. ბიჯი 5 ათასი ლარია. კომპანიის წილი და ქონება პირობების გარეშე იყიდება. შპს „საზღვაო ტექსერვისი“ ფლობს ბათუმში [ბარცხანის დასახლება, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N63დ-ში] მდებარე 8 835 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. საპრივატიზებო …

ბათუმის მერია 3 მუნიციპალურ ავტობუსს ოზურგეთს გადასცემს

ბათუმის მერია თავის ბალანსზე არსებულ  სამ მუნიციპალურ ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ, სახელმწიფო კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცემს. შესაბამისი თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 9 იანვარს მიმართა. დღეს, 31 იანვარს კი, ბათუმის მერიამ ავტობუსების გადაცემაზე თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან მიიღო. ბათუმის მერია სახელმწიფოს, შემდგომში ოზურგეთისთვის გადასაცემად სამ „ზონდას“ მარკის ავტობუსს გადასცემს. ამ ავტობუსებს პერიოდული ტექნიკური …

ბათუმის მერიის 5 მუნიციპალურ ავტობუსს ფოთის მერიას გადასცემენ

ბათუმის მერია, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი საკმარისად ისედაც არ აქვს, 5 ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, სახელმწიფო კი – ფოთის მერიას. ავტობუსების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 30 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. ავტობუსების გადაცემის თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიმართა, სააგენტოს კი – ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ. ფოთის მერი თავის წერილში მიუთითებს, …

სარფში 1კვ/მ მიწას ზღვის ხედით სახელმწიფო აუქციონზე 35 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1819 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. ბიჯი 1 000 ლარია. ანუ, 1კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 35 ლარი და 70 თეთრია. მიწის ნაკვეთი სარფში პირობების გარეშე იყიდება. აუქციონის დოკუმენტების მიხედვით, ნაკვეთი შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც კარგად მოჩანს ზღვა და კვარიათი-გონიოს დასახლება. …

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩაზე, მდებარე სინაგოგა ინგრევა.

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ. …

Exit mobile version