გონიოში მშენებარე ობიექტიდან ხარაჩოს ჩამოვარდნის გამო დაშავებული ახალგაზრდა კაცი, კლინიკაში გარდაიცვალა. 30 წლის კაცი ამ ობიექტზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულ კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა გონიოში, კომპანია „ნექსთის“ ობიექტზე. „ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას და ჰკითხა, რამ გამოიწვია რკინის კონსტრუქციის ჩამოშლა, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა? „ობიექტზე მშენებლობა არის დასრულებული, 26 სართული აშენებულია. …
Tag Archives: სამშენებლო უსაფრთხოება
ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 11 აგვისტოს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, კაცი კერძო, მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა. იგი აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.
ამნისტიამდე შეისწავლეთ ბათუმში შენობების მდგრადობა – საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამშენებლო ამნისტიამდე შენობების მდგრადობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიციის ინიციატივაა ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის კონტროლისთვის. სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან, მათ უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების წესები შეიმუშავეს. სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს წევრს აკაკი გვიანიძეს ეკუთვნის. აკაკი გვიანიძე საკრებულოში …
როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“
„ბევრჯერ დამხვევია თავბრუ, მიგრძნია, რომ წონასწორობას ვეღარ ვიცავ, ამ დროს ჩემ ქვემოთ 6 სართულია… წნევა მაღლა მიწევს და საქმეს თავს ვანებებ, თუმცა ჩამოსვლაც რთულია, რას უნდა მოკიდო ხელი? იცი, რომ ხელი სველი გაქვს, ფანჯრის მინებიც სველია,“ – ფატი ბერიძე საფრთხის განცდაზე გვიყვება, ფანჯრების გაწმენდის დროს რომ აქვს. ის 63 წლისაა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ-ერთ …
Continue reading “როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“”
რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება
ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“ რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია. მერიაში ჯერ …
Continue reading “რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება”
გარდაიცვალა 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა – რა გაირკვა საქმეზე
გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა. ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა. ეს შემთხვევაში ბათუმში კობალაძის ქუჩაზე, 12 ივნისს მოხდა. BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბიჭი, რომელიც ქუჩაში დაშავდა, გუშინწინ გარდაიცვალა. კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია …
სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე
„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა. გიორგი ამ …
მართვით სუნთქვაზეა ახალგაზრდა, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა
20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, 12 ივნისს, ბათუმში „DS გრუპის“ სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, ისევ მძიმეა. დაშავებული ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და „მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც მძიმეს“. მშენებარე კორპუსი კობალაძის 16 ნომერში მდებარეობს. მოქალაქეს მშენებლობიდან …
Continue reading “მართვით სუნთქვაზეა ახალგაზრდა, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა”
მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა
„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა. თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. BAU-ს …
ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კლინიკაში გადაიყვანეს
ბოლო ინფორმაციით, ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბიძა უშენებდა სახლს ძმისშვილს. აქვე იყვნენ ბიძაშვილებიც. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკა BMC-ის ინფორმაციით, მათთან სამი დაშავებული შეიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უტარდებათ შესაბამისი კვლევები. კლინიკა მედინას მდგომარეობით …
Continue reading “ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კლინიკაში გადაიყვანეს”
ურეხში სახლი ჩამოინგრა, 1 პირს ნანგრევებში ეძებენ, 3 უკვე გამოიყვანეს
ბათუმში, ურეხის დასახლებაში, 2014 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სახლის მეპატრონეა. დაზარალებულთაგან სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთს კი, რომელიც ნანგრევებში მოყვა, სამაშველო სამსახური ამ წუთებშიც ეძებს. ადგილზე იმყოფება მუნიციპალური ინსპექციაც. ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე სართული – ხის. …
Continue reading “ურეხში სახლი ჩამოინგრა, 1 პირს ნანგრევებში ეძებენ, 3 უკვე გამოიყვანეს”
ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”
დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 28 წლის იაკობ თავდგირიძე ამ ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უწყებაში …
Continue reading “ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია””
ბოლო ექვს თვეში მშენებლობაზე დაიღუპა 12 მუშა და დაშავდა 16
2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით მშენებლობებზე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საჯარო ინფორმაცია სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მშენებლობაზე დაღუპვის ბოლო შემთხვევა თბილისში 16 ივლისს მოხდა – დაიღუპა 16 წლის ბიჭი. მშენებლობებზე დაღუპვის ყველა შემთხვევა თბილისში მოხდა, დაშავების 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 1 – …
Continue reading “ბოლო ექვს თვეში მშენებლობაზე დაიღუპა 12 მუშა და დაშავდა 16”
პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში
„შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანიზაცია კი არ უნდა გახდეს, არამედ ბიზნესის პარტნიორი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ერთად დავნერგოთ,“ – მიმართა დღეს, 10 ივლისს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. ის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობს. შეხვედრას მერიაში ბიზნესომბუდსმენი და ბათუმის მერიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც შრომის უსაფრთხოების კუთხით მშენებლები …
Continue reading “პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში”
ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო
„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან …
სამშენებლო მასალების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა მთავრობამ 2 თვით შეაჩერა
საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების ხარისხი 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 21 ნოემბერს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მთავრობამ 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა. რეგლამენტის მოთხოვნების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს კი, მთავრობამ დადგენილებაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის განისაზღვრა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 30 …
სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება
საქრთველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი 15 ნოემბრიდან უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს. სტანდარტების დასახელებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაადგენს. „სხვადასხვა სტანდარტები ძირითადად დადგენილია და დღეს არის არჩევანის საშუალება – შეგიძლია ამა თუ იმ სტანდარტის …
Continue reading “სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება”
„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან. „დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა. მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ …
ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს
„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს. კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა …
Continue reading “ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს”
სამშენებლო ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა. ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიფტის შახტაში მამაკაცის ჩავარდნის შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშებებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე „ბათუმელებმა“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ვერ მიიღო. მშენებლობის დამკვეთია კომპანია „ქანი“, რომლის წარმომადგენელმაც ჩვენთან …
Continue reading “სამშენებლო ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა”