მშობლები პირველ კლასში ჩარიცხვის წესში გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ – პეტიცია

მოქალაქე მარიამ ბოხუა „ქართული ოცნების“ პარლამენტს მიმართავს და პირველკლასელთა მიღების წესში გამონაკლისის დაშვებას ითხოვს. პეტიციის ტექსტში, რომელიც 3 თებერვალს დარეგისტრირდა პარლამენტის გვერდზე, წერია, რომ პირველკლასელთა მიღების წესში ცვლილება უნდა შევიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. „გთხოვთ, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს. ან სკოლისთვის მზაობის …

აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარაში წელს 20 სკოლაში პირველკლასელები აღარ ჰყავთ. 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს შუახევის მუნიციპალიტეტის 11 სოფლის სკოლას. ეს სოფლებია: გოგაძეები, ცინარეთი, ჭალა, ხაბელაშვილები, ნაღვარევი, სხეფი, წაბლანა, ლომანაური, ტაკიძეები, გომარდული და ვანი. ამავე მუნიციპალიტეტში ცხრა სოფლის – ჟანივრის, ტომაშეთის, კარაპეტის, ბრილის, ინწკირვეთის, წყაროთას, ჭვანის, გოგინაურის და ქიძინიძეების სკოლებს კი მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავთ კლასში. ხულოს …

6 მარტს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. „ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით …

სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის გახდებიან 1-ელ დეკემბრამდე – მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მომავალ, 2024 წელს, სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც 6 წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ხოლო 2025-2026 სასწავლო წლებში პირველ კლასში შევლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 9 ოქტომბერს, განაცხადა ბრიფინგზე. „ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, …

55 ათასი პირველკლასელი – ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას. ბათუმში, საჯარო სკოლებში 4 089 პირველკლასელი მივიდა. განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, ქვეყნის მასშტაბით რამდენი სკოლა გარემონტდა ან ახალი აშენდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება – სამინისტრო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია წარდგენის ვადა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იქნება. „დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, …

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით. პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, ადმინისტრაცია კი ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, …

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა, 350 კი საერთოდ ვერ დარეგისტრირდა. „715 ეს არის გაფილტრული განცხადებები, რადგან ზოგიერთმა მშობელმა რამდენიმე სკოლაში დაწერა განცხადება. თუ ერთ მშობელს სამ სკოლაზე ჰქონდა განცხადება დაწერილი, ჩვენ ეს ერთ განცხადებად ჩავთვალეთ. 350 მოსწავლე კი ვერცერთ სკოლაში ვერ დარეგისტრირდა, რადგან იმ სკოლებში, სადაც რეგისტრაცია სურდათ, ადგილები აღარ იყო“, – ამბობს …

2022-2023 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები. რეგისტრაციის პირველ ეტაპი დაიწყება 2022 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 26 მარტის ჩათვლით. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, …

ბავშვებს კალმის სწორად დაჭერაც კი უჭირთ – დაწყებითის მასწავლებელი პანდემიის გავლენებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე, მათ ქცევით განვითარებასა და განათლებაზე, რა რისკების წინ დგას დღემდე სკოლა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე საუბრობს. ბატონო მინდია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ბავშვების აკადემიურ უნარებზე ან ქცევაზე? ჩემი მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან არიან მოსული და პრობლემა ისაა, რომ გასულ წელს, პანდემიის …

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია …

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შევიდა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში. კერძოდ, გახანგრძლივდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შეფასების პროცესი. „ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა,“- აცხადებს …

როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა …

დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა  დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში მშობელი სკოლის თანამშრომელია ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტს დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტს დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები გაივლიან. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. „სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით …

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ …

სკოლები, რომლებმაც პირველკლასელები ვერ მიიღეს

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს დაახლოებით ასი სოფლისა და ერთი ქალაქის საჯარო სკოლებს პირველკლასელი არ ეყოლებათ. ამ ჩამონათვალში მოხვდა აჭარის მუნიციპალიტეტების 19 სოფელიც. აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი – შუახევის ათი სოფლის სკოლებს არ ეყოლებათ წელს პირველკლასელი მოსწავლე. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 4 სკოლაში არ ჰყავდათ პირველკლასელი. წელს ასეთი სკოლების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ედუარდ …

ბათუმის რომელ საჯარო სკოლებშია თავისუფალი ადგილები – პირველკლასელთა რეგისტრაცია

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში შევსებულია, გარეუბანში მდებარე სკოლებში კი 160 ადგილია დარჩენილი. პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ იზღუდება და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში რეგისტრაცია გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებსაც შეუძლიათ. ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა. აქედან პირველკლასელების მიღება ამ ეტაპზე  მხოლოდ შვიდ საჯარო სკოლას შეუძლია. …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

დღეს, 2 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან,  რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის საჭიროა  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის …

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის 20 მილიონი ლარის კომპიუტერები იყიდა

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, 20 მილიონ 093 250 ლარის ღირებულების ნოუთბუქები პირველკლასელებისა და დამრიგებლებისთვის უკვე შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში. როგორც სამინისტროს „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ გვითხრეს, ერთი ერთეული კომპიუტერი 365 ლარი და 28 თეთრი ღირს და სულ 55 050 ერთეული კომპიუტერია შეძენილი. „ჩვენ ზედმეტობით ვყიდულობთ ხოლმე, რადგან როცა შემდეგ ბავშვები კერძო სკოლებიდან გადმოდიან, …

პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, მათთვის, ვინც ვერ მოასწრო პირველკლასელთა რეგისტრაცია, განათლების სამინისტრო ორდღიან დამატებით რეგისტრაციას აცხადებს. „პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი“. ბრძანებაში რეგისტრაციის დაწყების და დასრულების საათები მითითებული არ არის. სამინისტროდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ამ დროისთვის …

რამდენი პირველკლასელია აჭარაში 2018 წელს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს  აჭარის საჯარო სკოლებში 4 852 პირველკლასელი ისწავლის, მათგან  792 – კერძო სკოლაში. გასულ წელს აჭარაში 4 725 პირველკლასელი იყო, მათგან 805 კერძო სკოლაში იყო რეგისტრირებული. ქობულეთის კერძო სკოლებში გასულ წელს 118 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი ეს ციფრი 77- მდეა შემცირებული. ხულოს მუნიციპალიტეტში წელს მთლიანობაში 261 პირველკლასელი შევა სკოლაში, გასულ …

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია რვა მაისს დაიწყება

პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტრონული  რეგისტრაცია 2018-2019  სასწავლო წლისათვის 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებგვერდზე:  registration.emis.ge  და დასრულდება 8 ივნისს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2018 წლის 11 ივნისიდან   30  ივნისის  ჩათვლით.  

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც წავლენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დღეს, 10 აპრილს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი  შედის  პირველ კლასში. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი წარსადგენი დოკუმენტების ვადა განისაზღვრა 30 აპრილიდან 7 მაისის …

რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია. ბათუმის  საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21 პირველკლასელი ჰყავს ბათუმის 31-ე საჯარო სკოლას, ხოლო 25 პირველკლასელი მე-13 საჯარო სკოლას. დანარჩენ სკოლებში პირველკლასელთა საშუალო რაოდენობა 25-იდან 80 მოსწავლემდე მერყეობს. პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით, წელს …

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის …

Exit mobile version