როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან

ნაწლავური ჭიები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინთოზით 12-მდე მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მათი უმრავლესობა ბავშვია. „საზღვაო ჰოსპიტლის“ ექიმი ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ ჭიებით ბავშვების ავადობის მიზეზი არასრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემაა, რის გამოც, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვის კუჭში, პარაზიტული ჭიის კვერცხის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება. სხვადასხვა გართულების პარალელურად, ნაწლავური ჭიები ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური შეფერხების …

სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი – ჯანდაცვის ახალი პროგრამა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამა – „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ აამოქმედა. პროგრამის მოსარგებლეები არიან აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500-მდე მოზარდს შეეძლება. …

რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

ბავშვთა სიმსუქნე და ჭარბი წონა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა – ზედმეტი კილოგრამები შეიძლება გახდეს ისეთი დიაგნოზების გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. კლინიკა „მედცენტრის“ მოზრდილთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ლია კაკაურიძის თქმით, ბავშვების ჭარბი წონა და სიმსუქნე მზარდი პრობლემაა საქართველოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნის …

ბრტყელი ტერფი და ფეხსაცმლის შერჩევა ბავშვისთვის – ინტერვიუ ექიმთან

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სახსრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორთოპედთან კონსულტაციაზე ორჯერ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ „ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით“.  ბატონო დავით, რა შეიძლება გახდეს ბრტყელტერფიანობის განვითარების მიზეზი? მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს …

როგორ დავეხმაროთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას – ინტერვიუ პედიატრთან

მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან როგორც ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის პედიატრი და ოჯახის ექიმი, ციცი ჟორჟოლიანი ამბობს, ამის მიზეზი ბავშვების ჯერ კიდევ უმწიფარი იმუნური სისტემაა ქალბატონო ციცი, რა მიიჩნევა ხშირ ავადობად ბავშვებში და რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში, უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადობა ბავშვებში განპირობებულია ზოგადად იმით, რომ ბავშვებს აქვთ …

რა ხდება, როცა ბავშვი დღენაკლი იბადება – ნეონატოლოგის რჩევები

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. დღენაკლად მიიჩნევა ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე პერიოდში იბადება. მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად იბადება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეონატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ნაირა სურმანიძის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაადრევი მშობიარობების მაჩვენებელი მზარდია. ქალბატონო ნაირა, რა არის ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? ბავშვი, რომელიც იბადება ორსულობის …

რა უნდა ვიცოდეთ მეძუძური დედის კვების რაციონზე – პედიატრის რჩევები

დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს ნიშნავს, რომ მას ამ გზით იმ მიკროელემენტებს აძლევთ, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ეხმარება მის ზრდას. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მეძუძური დედა მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს? – „ხოზრევანიძის კლინიკის“ პედიატრი ნარგიზ სურმანიძე ამბობს, რომ ეს არ არის სწორი. მისი თქმით, …

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის. ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები? ძილის დარღვევა ბოლო …

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს. ქალბატონო მაია, …

როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს. რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე?  ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ …

უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო

ბოლო ორ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 14 ქვეყანაში ბავშვებში უცხო წარმოშობის, მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „გარდიანის“ ცნობით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ბავშვებში დაუდგენელი გენეზის მწვავე ჰეპატიტის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 140 – ევროპაში, ძირითადად დიდ ბრიტანეთში (110 შემთხვევა). დანარჩენი შემთხვევები დადასტურდა ისრაელსა და შეერთებულ შტატებში. 23 აპრილს გაეროს ჯანდაცვის …

რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას.  კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – …

ვიდეოები უცხო ენაზე და მეტყველების შეფერხება ბავშვებში – ინტერვიუ ლოგოპედთან

მიიჩნევა, რომ ენის, მათ შორის უცხო ენის შესწავლისთვის ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი წლინახევრიდან ცხრა წლამდე ასაკია, პატარები საკმაოდ მარტივად იმახსოვრებენ უცხოურ სიტყვებსა და ფრაზებს იმ ვიდეოებიდან და ინტერნეტ-შოუებიდან, რომელთაც ყოველდღიურად უყურებენ მობილურებსა თუ პლანშეტებში – ამბობს  სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის“ ბავშვთა ლოგოპედი მაცაცო ლომთათიძე. იგი განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა საზიანო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს …

რატომ არის მნიშვნელოვანი დედის რძე ახალშობილისთვის – ინტერვიუ პედიატრთან

მეძუძური დედები ხშირად წუხან იმაზე, რომ ჩვილი ძუძუს ვერ წოვს ან ტირის. როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა? რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიმშვიდე და ფსიქოლოგიური მდგომარეობა? რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ბავშვი ტირის ან სწორად არ იკვებება? – ამ კითხვებზე პედიატრმა ირინა ქოქოლაძემ გვიპასუხა. ირინა ქოქოლაძე გახლავთ პედიატრიის მეცნიერებათა დოქტორი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრი. [checklist] როდის და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა? …

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება …

Exit mobile version