რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე. ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია. „2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] …

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …

რატომ არ შეიძლება პატიმარს ჯინსი ეცვას? – „დისიდენტობასთან დაკავშირებული სიმბოლოა“

„დისიდენტობასთან არის დაკავშირებული და თავისუფლების სიმბოლოა. სხვაგვარად არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული ჯინსი,“ – ამბობს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: როცა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არაა, მაგალითად, ჯინსის ტანსაცმელი, მაგრამ ამას მაინც კრძალავს ციხის ადმინისტრაცია, ეს რას აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე? უჩა ნანუაშვილის დაკვირვებით, რეპრესიული რეჟიმის პირობები აისახება ციხეზეც, სადაც კანონი კი არაა გადაწყვეტილებების …

პაემნებზე უარი ბრალდებულებს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს საქართველოში ისევ არ ექნებათ ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლება. მოქმედი კანონმდებლობით პატიმრებს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ. ამ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს 2021 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება „გამოძიების ინტერესებს“ ხელს უშლის: „ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი …

ბათუმის ციხეში პატიმარი 27-ჯერ გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში – საქმე საკონსტიტუციოში

„მაგალითად, N3 დაწესებულებაში [ბათუმის ციხე], ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე …

ბრალდებულებს პაემნებს ვეღარ შეუზღუდავენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

დღეს, 22 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნიკოლოზ აკოფოვის სარჩელი, რაც ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის და მიმოწერის უფლებით სარგებლობას ეხება. დავის საგანი პატიმრობის კოდექსის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა, ან სატელეფონო საუბარი შეეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის …

არ დააკმაყოფილეს ყოფილი პატიმრის სარჩელი, რომელსაც ციხეში 10 წლით აბრუნებენ – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრების სარჩელი, რომლებსაც სულ ცოტა 10-10 წლით აბრუნებენ ციხეში. პატიმრებმა – ლეონიდე მიქაბერიძემ და მირზა გიგლემიანმა ციხიდან გააგზავნეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმ სამართლებრივი ნორმის [სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე”] არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს, რომელიც ციხეში, სასჯელის მოხდის პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენას ეხება. ამ …

116 დაღუპული – ეკვადორში ციხის უფროსის თქმით, პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული

ოთხასამდე პოლიციელი შევიდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მდებარე ლიტორალის ციხის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრებს შორის დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო. დაჯგუფებებს შორის ჩხუბისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სულ მცირე ხუთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს სამშაბათს შეტაკებების დროს. არიან დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების, ასევე ხელყუმბარის შედეგად. ლიტორალის ციხეში არიან პატიმრები ეკვადორის ბანდებიდან, …

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული. პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. …

ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]

„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე. „მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. იუსტიციის სამინისტროს …

პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. „მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით …

„ორმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, 5 კაცს პირი აქვს ამოკერილი“ – ლავასოღლის მხარდასაჭერი აქცია

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად უკვე 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ორი ქალია. დღეს აქციის კიდევ ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინ კი პროკურატურის წინ პირი აქციის სამმა მონაწილემ ამოიკერა. ისინი შიმშილობას არ წყვეტენ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ისინი თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. მინდია …

ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს

„შემახე ამნისტია“ – ამ მოთხოვნით ბათუმის ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ, რომელიც, პირველ რიგში, შეხება პრობაციონერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს. „2012 წლის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა… ჩვენთან მნიშვნელოვნად გაზრდილია პატიმრების რაოდენობა და ევროპაში უკვე მეორე ადგილზე ვართ პრობაციონერების რაოდენობით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეეხოთ ამნისტია …

„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

„35 წლის ვარ, ექიმთან გამოკვლევებზე 12 წლის შემდეგ პირველად ვარ. ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია თითქოს არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია, მაგრამ ვერ იმეტებ საკუთარი თავისთვის. კონსულტაციას ექოსკოპია, დანიშნულება და წამლები მოყვება, რასაც ვეღარ წვდები“, – ამბობს ყოფილი პატიმრის მეუღლე, ნინო (სახელი შეცვლილია) რომელსაც 25 აპრილს უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების …

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის …

პატიმრების სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

ვროპის საბჭოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო პატიმრების რაოდენობით ლიდერი ქვეყნების სიაშია და ამავდროულად ევროპაში ყველაზე ცოტას ხარჯავს თითოეულ პატიმარზე. ევროპის საბჭო ასევე აქვეყნებს არაოფიციალურ ანგარიშებს ქვეყნების მიხედვით, რომელშიც საქართველოს შესახებ ვკითხულობთ: ამავე თემაზე:  პატიმრების რაოდენობით საქართველო ლიდერი ქვეყნების სიაშია ევროპაში

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს

როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად,  N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ

პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, …

პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს

„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები…  სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე  უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი. პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი. მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

Exit mobile version