პროექტი, რომელიც ყოფილ პატიმრებს თვითდასაქმებაში ეხმარება

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. პრობაციონერებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. აჭარის რეგიონში, მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მათი ერთადერთი საქმე თურქეთში თხილის კრეფაა – რისი უფლებაც აღარ აქვთ და ალტერნატიული ვაკანსიის ძებნა საქართველოში ურთულდებათ. ნასამართლობის ცნობას მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებისასაც კი ითხოვენ. ყოფილი პატიმრების დასაქმებაც უამრავ სტერეოტიპთანაა დაკავშირებული, უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებლები თავს არიდებენ …

ქალი, რომელმაც დანაშაული ოჯახის დასახმარებლად ჩაიდინა

გულნარა პილპია 64 წლისაა. დღედაღამ საკერავ მანქანას უზის და ფარდებს, თეთრეულს, სამოსს კერავს მეზობლებისთვის. ესაა მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. პროფესიითაც მკერავია. წლების განმავლობაში მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში. პენსიონერი წალენჯიხაში ჩვეულებრივი, უწყინარი ცხოვრებით ცხოვრობს. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ერთ მშვენიერ დღეს უსიამოვნო მოულოდნელობა დაარღვევდა და ციხეში აღმოჩნდებოდა. 2011 წელი იყო. ოჯახს ძალიან უჭირდა და …

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სტუდენტი იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს

ის 21 წლისაა. პირველად მიეცა საშუალება, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამით წასულიყო იტალიურ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში პროფესიული ზრდისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. იტალიურ სასწავლო პროგრამაში წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ამ სიაში გიორგი ფაღავაც [სახელი შეცვლილია] მოხვდა, თუმცა, როცა ლექტორებმა მას ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, გიორგიმ წინასწარვე …

დაკარგული წლებისთვის ბრძოლა: პირუტყვს მოვაშენებ, რძეს, ხორცსა და ყველს გავყიდი 

39 წლის არჩილ ქაქუთიამ 6 რთული წელი გაატარა საპატიმროში. როგორც ამბობს, ზუგდიდის ციხეში არაერთგზის ცემის შედეგად ცალი თირკმელი დაკარგა და სამუდამოდ შშმ პირად იქცა. საპატიმროშივე დაინფიცირდა C ჰეპატიტით. გათავისუფლების მერე დროულად ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში და ამ ვირუსისგან განიკურნა. ციხის თანამშრომელი, რომელიც მას და ბევრ სხვა პატიმარს სისტემურად სცემდა წლების განმავლობაში, ზუგდიდის ციხეში, ახლა თავადაა პატიმარი. …

ევროპული მიდგომები საპატიმრო სისტემაში – რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა?

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი პენიტენციური სისტემის განვითარების საქმეში საქართველოში მსჯავრდებულთა მომსახურებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, გათავისუფლების შემდეგ კი მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში დანაშაულების პრევენციის ცენტრი ერთვება. პენიტენციური სისტემის განვითარებაში დიდია არასამთავრობო სექტორის როლი, რომლებიც სთავაზობენ ყოფილ პატიმრებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამას, ატარებენ კვლევებს, რეკომენდაციებს სთავაზობენ სახელმწიფოს და ეხმარებიან სისტემის ხარვეზების გამოვლენაში. სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობა …

როცა ორი წლის შვილი და მოხუცი ბებია გყავს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობ

მარიამ კ. (სახელი შეცვლილია) 34 წლის მარტოხელა დედაა და ორი წლის პატარას მარტო ზრდის. მის მეუღლეს 3 წელი აქვს მისჯილი და მარიამს ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება. უვლის ქმრის ასაკოვან ბებიას და ბავშვს. მუშაობას ვერსად იწყებს, რადგან ბავშვი ბაღში დაჰყავს, სადაც მას დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე იტოვებენ. დედაც ამ გრაფიკზეა დამოკიდებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად …

„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

ყოფილ პატიმარს, 61 წლის ამირან იობიძეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. საპატიმროში სულ 7 თვე დაჰყო: წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეიწყალეს. მანამდე იყო მძიმე გამოცდილებით სავსე წლები: 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო რუსეთში გადახვეწა, მუშაობა და ოჯახის რჩენა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სოციალური პრობლემების …

ყოფილი პატიმარი – ახალბედა მეფუტკრე

ბეჟან თოდუა ახალბედა მეფუტკრეა. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ მცირე საოჯახო მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარა, გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი, გაეცნო სიახლეებს მეფუტკრეობაში და შეუდგა საქმიანობას, რომელიც ახლა უყვარს კიდეც. მისი ყოველი დილა ფუტკრებთან ურთიერთობით იწყება. ამ სასარგებლო მწერს ხშირი ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება. თუმცა ბეჟან თოდუასთვის მეფუტკრეობა დამღლელი საქმე არ არის, პირიქით, ფუტკრებს ოჯახის …

რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული. პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა …

ყოფილი პატიმრების სამედიცინო დახმარების პროგრამა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის გამოვლენილ დაავადებათა საერთო რაოდენობა 9 842-ს გაუტოლდა. სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებულ დაავადებებს შორის, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ფსიქიკურ და ქცევით აშლილობას ვხვდებით. კვლევაში წარმოდგენილ დიაგრამაზე  ნაჩვენებია პენიტენციურ სისტემაში გავრცელებულ დაავადებათა ხვედრითი წილი: ამავე ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გაუარესებული …

შეწყალება, ვადამდელი გათავისუფლება და პირობითი მსჯავრი – რეკომენდაციები

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლე

170-ლარიანი სოციალური დახმარებით ცოტა შეშა იყიდა, თავად დაჩეხა. როცა სითბო შემოაკლდათ, თხილი გასხლა და წვრილი ტოტებით ათბობდა ღუმელს მთელი ზამთარი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორე სართულზე წვიმასა და თოვლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის. ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, პატარებმა ანთება დაძლიეს, მაგრამ დედას ნესტისგან მუდმივად სტკივა ფეხები. ასე …

მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება

გოგი გელაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა პირობით სასჯელს დღემდე იხდის და კვირაში ერთხელ ვალდებულია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ფიქსირებული ტერიტორია არ დაუტოვებია. საპატიმროში მოხვედრამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, გოგიც თურქეთში დადიოდა ზაფხულობით თხილისა და ჩაის საკრეფად. შრომა ადვილი არ იყო, თუმცა გამომუშავებული თანხა ხუთსულიან ოჯახს მთელი წლის …

1 ფსიქიატრი 2000 პატიმარს: ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა ციხეებში 

პენიტენციურ სისტემაში სოცმუშაკებსა და ფსიქიატრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოფილი პატიმრების უმრავლესობა კადრების სიმცირესა და სერვისების არახელმისაწვდომობაზე საუბრობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას, #8 დაწესებულების ერთი ფსიქიატრი კი 2000 პატიმარს ემსახურებოდა. რიგ შემთხვევებში, დამატებით მოწვეული ფსიქიატრები დღეში …

ერთი ოჯახის სამი პატიმარი – ცხოვრება თავისუფლების შემდეგ

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში 700-მდე კომლი ცხოვრობს. ამავე სოფელში ჯიქიების ოჯახს (გვარი შეცვლილია) რკინის საამქრო აქვს, სადაც ოჯახიდან სამი მამაკაცი – მამა და ორი შვილი მუშაობს. „რკინაზე მუშაობა რთულია, მძიმე მასალაა და დასამუშავებლადაც არ არის მარტივი, მამაჩემი დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს: თითქმის მთელი სოფლის ღობეები, ღუმელები და წყლის ავზები მისი გაკეთებულია. ხელობა ჩვენც გვასწავლა …

ყოფილი პატიმარი: რომანს ვწერ ციხის წლებზე

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ნიჟარებისა და ბამბუკის სუვენირების ოსტატი ციხისძირიდან

 

ყოფილი პატიმარი: მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ვინ ვარ? „პეშკა!”

ამირან ცეცხლაძე ქობულეთიდან მოშორებით, სოფელ აჭში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 2008 წელს ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და მოხმარებისთვის შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. 2 სექტემბერს ამირანი დაიჭირეს, სამ დღეში მისი შვილიც, რომელიც, ახლაც საპატიმროშია და სასჯელს იხდის მეათე წელია. ყოფილი პატიმარი, ამირან ცეცხლაძე: „ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ამბებია, ეს დღეებია აქციებიც ტარდება და როცა ხალხს რეაქცია და პროტესტი აქვს, ეს პროტესტი …

დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი

ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო. მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის …

ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება

50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება. პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება …

მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო  საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს: „მეგობართან ერთად …

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …

ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო. ჟურნალისტისა და იურისტის …

ოქრომჭედელი ციხის შემდეგ

ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში სამარშრუტო ტაქსით თხუთმეტ-ოც წუთში მოხვდებით. ალაგ-ალაგ აყრილი, მტვრიანი გზა და  ნაცრისფერი, კერძო სახლები 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ აქედან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჯერ კიდევ ტურისტებით სავსე ბათუმია. 45 წლის ყოფილი პატიმარი დ. ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საიუველირო  სახელოსნო აქვს გახსნილი. ოჯახში ექვსნი არიან. დ.  2011 წელს …

ცხოვრების ნახევარი პატიმრობაში

„ცუდით ვერ გამაკვირვებ, მე კარგი, ჰუმანური და ადამიანური ნაბიჯები თუ გამაკვირვებს, სხვა ვერაფრით მოახდენ ჩემზე გავლენას“, – ამბობს ყოფილი პატიმარი მაქს შულგატი, რომელიც 1980 წელს თბილისში დაიბადა. თავისი ცხოვრების ნაწილიც თბილისში გაატარა, ვიდრე 1998 წელს, პირველად არ მოხვდა საპატიმროში. როგორც მაქსი ამბობს, მან თავისი მამის დანაშაული აიღო თავზე, რის გამოც 10 წელი მიუსაჯეს. დღეს მაქსი სრულიად …

ცხოვრება სამშობლოს მოღალატის დაღით

„მთელი ცხოვრება პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი დამიშავებია. დავფიქრებულვარ, ციხეში რომ მოვხვდე, შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავძლებ, ვერ შევეგუები-მეთქი, მაგრამ იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, იმ ცუდ პირობებსაც ეჩვევი“, – თავისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და მშვიდი ტონით მეუბნება 40 წლის ტარიელ აბაშიძე ამ სიტყვებს. ტარიელი ყოფილი პატიმარია, 2010-2013 წლებში გლდანის მერვე ციხეში გაატარა 314-ე …

ცხოვრება ქალთა კოლონიაში და გარეთ

„ნუ შეცვლით ჩემს სახელს, დასამალი რა მაქვს“, – ასე იწყებს მირანდა მაზმანოვა საუბარს. „მინდა, ადამიანმა აღიქვას ყველა ის სირთულე, რაც პატიმრობას და პატიმრობის შემდეგ პერიოდს  მოაქვს“, – მიხსნის ქალი და პირველ შეკითხვას ელოდება. მირანდა მაზმანოვას მოსაყოლი ბევრი აქვს, ინტერვიუ ორ საათამდე გრძელდება, ამბებიც არ ენანება, ინტერვიუს შუა ნაწილში კითხვებსაც აღარ ვსვამ, მირანდა აგრძელებს მოყოლას, თვითონ …

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის …

ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება

ზუსტად იმ დროს, როცა დამსვენებლები ურეკის ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თმაშესველებულები და გარუჯული სხეულებით ქალაქში მიდი-მოდიან, 31 წლის ყოფილ პატიმარს, დათოს (ისტორიაში სახელი შეცვლილია) კარავი აქვს გაშლილი სანაპიროზე და როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა. დათო ყოფილი პატიმარია, მას და მის რამდენიმე მეგობარს ქორწილში კამათი მოუვიდათ სტუმრებთან, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანი …

Exit mobile version