ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზარს იკვლევს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას“. „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის …
Tag Archives: პარკირება
ბათუმში პარკირების გამო კაცი დაჭრეს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, პარკირების მიზეზით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის კაცმა ერთი ადამიანი დაჭრა. „ბათუმელების“ ცნობით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დაჭრის ფაქტს. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა …
ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის ორ თვეში [იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში] 22 682 სამართალდარღვევა გამოავლინა, საიდანაც 6 017 არასწორი პარკირება იყო, 16 665 შემთხვევა კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა. ამავე პერიოდში სამსახურმა 491 ავტომობილი საჯარიმოზე გადაიტანა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით 6 017 არასწორი პარკირებიდან: 2 237 იყო …
Continue reading “ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები”
100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი
ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას …
ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მუშაობის 11 თვე შეაჯამა და ამ განყოფილების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 67 პროცენტი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომაა – 30 639 დარღვევა. ეს მაშინ, როცა წელს, 5 თვის განმავლობაში [თებერვლიდან ივლისამდე] …
Continue reading “ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები”
მანქანები ტროტუარზე – არასწორი პარკირება და ჯარიმები ბათუმში | ფოტო
ბათუმში ზღვის სეზონი ფაქტობრივად მიილია, თუმცა ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩები დარჩა, დარჩა მოძრაობისა და პარკირების წესების დარღვევებიც. ქალაქის მერიის მხრიდან პარკირების პრობლემის გამოსწორებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, მერიის შესაბამისი სამსახური კი ერთგვარ „გამოსავალს“ დამრღვევი მძღოლების დაჯარიმებაში ხედავს. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადრე დაჯარიმების სტატისტიკასაც ყოველდღიურად აქვეყნებდა, რასაც ამჯერად აღარ აკეთებს. ინსპექციამ დაჯარიმების სტატისტიკა ბოლოს დაახლოებით …
Continue reading “მანქანები ტროტუარზე – არასწორი პარკირება და ჯარიმები ბათუმში | ფოტო”
რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს
ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა, რაც 2023 წლის 7 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო, პირველი ივლისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა არასრული სერვისით. ანუ გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით და მხოლოდ მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი პორტალითაა შესაძლებელი. თუმცა, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, პარკირების საფასურს ახალ პორტალზე ვერ იხდიან და ვერც ადრე შეძენილი პარკირების საშვის ვადის გადამოწმებას ახერხებენ. ამის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალურმა …
როგორ გადაიხდით ბათუმში პარკირების საფასურს – „ავტოტრანსპორტის“ განმარტება
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში პარკირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ამოქმედდა ახალი პორტალი რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომია, როგორც ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა, ასევე შეძენილი საშვების ვადის გადამოწმებაც. „მომდევნო კვირიდან პარკირების საშვის შეძენა პორტალის გარდა, შესაძლებელი გახდება „საქართველოს ბანკის“ გადახდის არხებიდანაც. (იგულისხმება გადახდის წარმოება როგორც ბანკში ვიზიტით, ინტერნეტბანკის ან გადახდის აპარატის მეშვეობით). სხვა ბანკების გადახდის სისტემაში ჩართვა …
Continue reading “როგორ გადაიხდით ბათუმში პარკირების საფასურს – „ავტოტრანსპორტის“ განმარტება”
ხელვაჩაურს პარკინგი არ აქვს, მაგრამ პარკირების ფასები დაამტკიცეს
ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 28 ივნისიდან ამოქმედდა. არის თუ არა მონიშნული მუნიციპალიტეტში პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები ან/და განსაზღვრულია თუ არა ის ადგილები, სადაც მერია მომავალში პარკირების ადგილებს მოაწყობს? – ამ კითხვაზე პასუხად ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარკირების …
Continue reading “ხელვაჩაურს პარკინგი არ აქვს, მაგრამ პარკირების ფასები დაამტკიცეს”
პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი
პირველი ივლისიდან მოქალაქეები პარკირების საფასურის გადახდას ონლაინ, ახალ ვებგვერდზე შეძლებენ – გვითხრეს დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ახალი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა. რაც შეეხება ტარიფს, ავტომობილის პარკირებისთვის საფასური არ იცვლება“. ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები 2023 წლის თებერვლიდან ვერ ახერხებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დაზიანდა სერვერი, რის გამოც შესაბამისი საიტი …
Continue reading “პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი”
რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ. ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი]. ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, …
Continue reading “რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში”
ბათუმში არასწორი პარკირებისთვის რამდენი დააჯარიმეს უცნობია – საფასურს კი, ისევ ვერ იხდიან
უცნობია რამდენი მძღოლი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისთვის ბათუმში 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ჯარიმების სტატისტიკის დათვლა პროგრამულად ვერ ხერხდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა სერვერია დაზიანებული. შესაბამისად, აღარ ქვეყნდება დაჯარიმებულთა სტატისტიკაც. აღნიშნული სერვერის დაზიანების გამო, ბათუმში პარკირებისთვის დაწესებული საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც პარკირების საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, …
რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი …
Continue reading “რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს”
რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს
„ჩამოვედი მანქანით ბათუმში და მინდოდა გადამეხადა პარკირების საფასური 6 თვის. თუმცა, ბანკში გადახდა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ სისტემა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არის გათიშული და არც ის იციან, როდის ჩაირთვება. საპატრულოშიც მივედი, მაგრამ ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი. არ მინდა დამაჯარიმონ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მძღოლებს, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო …
Continue reading “რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს”
პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ორ კვირაზე მეტია გათიშულია პარკირების გრაფა, სადაც პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმებული მძღოლების ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სერვერზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობენ. პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტო-მასალა, გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.
უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე
ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები გაჩერებულია სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე. ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები კი, მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდებოდა. შესაბამისი გრაფა ამ ვებგვერდზე რამდენიმე დღეა გათიშულია. „ვებგვერდი ეკუთვნის „ავტოტრანსპორტს“ და დაჯარიმების სტატისტიკა შესაბამის გრაფაში პროგრამულად, ავტომატურად აისახებოდა. შესაბამისად, რამდენი მძღოლი დავაჯარიმეთ, მაგალითად, დღეს, …
Continue reading “უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე”
ბათუმში ველობილიკებსა და შშმ პირების სადგომზე დარღვევით პარკირებისთვის ჯარიმები გაიზარდა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა. არასწორი პარკირებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან. საკანონმდებლო ცვლილება შეეხო ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც. ახლა სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს. პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის …
მწვანე ზოლი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა – მერია ვერ ამჩნევს
„რატომ არ იმჩნევს მერია უკანონო ავტოპარკინგს, რაც მწვანე ზოლს ანადგურებს?“ – კითხულობს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები. მან დღის და ღამის საათებში ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა – „აგროჰაბის“ გასწვრივ. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომანქანები ქუჩის გამყოფ მწვანე ზოლშია დაპარკინგებული და ზიანდება მწვანე საფარი. ბაგრატიონი ის ქუჩაა ბათუმში, რომლის რეაბილიტაცია წლებია არ სრულდება. 2014 წლიდან დღემდე …
Continue reading “მწვანე ზოლი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა – მერია ვერ ამჩნევს”
დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 1 მძღოლი დააჯარიმეს – 20 ფოტო
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დღის სტატისტიკური მონაცემებით, 5 ოქტომბერს, 19:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, კერძოდ ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ ერთი მძღოლი დააჯარიმეს. ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები დგას სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.
დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 62 მძღოლი დაჯარიმდა
დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 328 მძღოლი დააჯარიმეს, აქედან: ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა – 61, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 3, ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისთვის 2, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 246, ნიშანში დგომისთვის – 2, დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო კი – 14. პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.
დღეს ბათუმში 282 მძღოლი დააჯარიმეს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვებისთვის დღეს, 7 ივლისს, სულ 282 მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: 38 – ტროტუარზე დგომისთვის; 12 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის; 12 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის; 3 – ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისა და პარკირებისთვის; 217 კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. __________________ მთავარ ფოტოზე: ავტობუსის გაჩერებაზე და უსინათლოთა ბილიკზე …
ბათუმში დღეს ტროტუარზე დგომისთვის 36 მძღოლი დააჯარიმეს – 38 ფოტო
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 355 მძღოლი დააჯარიმეს, მათ შორის: 14 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 36 იდგა ტროტუარზე, 10 დაჯარიმდა დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 275 კი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის.
რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში
პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის …
Continue reading “რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში”
მარტში ბათუმში არასწორი პარკირებისთვის 4 820 მძღოლი დააჯარიმეს – 854 ტროტუარზე იდგა
პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 4820 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. მათ შორის უმეტესი – 3 352 ადამიანი დაჯარიმდა პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის • 854 – ტროტუარზე დგომისთვის • 433 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის • 129 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო • 48 – ველობილიკზე არასწორი პარკირებისთვის • 4 – …
შავი ჯიპი ბათუმის მერიის წინ ტროტუარზე – პარკირების წესების 156 დარღვევა 1 დღეში | ფოტო
დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე. ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, …
ბათუმში პარკირების წესის დარღვევისთვის წელს 35 409 პირი დაჯარიმდა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბათუმში, სულ 36 539 სამართალდარღვევა გამოავლინა [აქედან 35 409 პარკირების წესების დარღვევას უკავშირდება], მათ შორის: • 28 373 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა; • 4 166 – ტროტუარზე დგომა; • 1 959 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; • 868 – მუნიციპალურ ავტობუსში …
Continue reading “ბათუმში პარკირების წესის დარღვევისთვის წელს 35 409 პირი დაჯარიმდა”
მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება. „შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და …
Continue reading “მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით”
„გაუქმდეს პარკირების საჯარიმო ქვითრები“ – მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
„მერმა გააუქმოს დღემდე ყველა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. შეაჩეროს პარკირების გადასახადი და არ დაჯარიმდნენ მოქალაქეები, სანამ არ იქნება კანონით დადგენილ ნორმებში მოწესრიგებული პარკირება,“ – აცხადებს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მან დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო ჟურნალისტებს, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია. …
თუ პარკირების თანხა გადახდილი გაქვს, მაგრამ ავტომანქანის ნომერი განაახლე, მაინც დაგაჯარიმებენ
თუ ბათუმში ცხოვრობთ და ავტომანქანის პარკირების საფასური გადახდილი გაქვთ, შესაძლოა მაინც დაგაჯარიმონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტომანქანის ნომერს შეცვლით, მაგრამ ამის შესახებ შესაბამის ცნობას ბათუმის მერიაში არ წარადგენთ. იმის მიუხედავად, რომ მონაცემთა ბაზები ორივე საჯარო უწყებაში [შსს-ს მომსახურების სააგენტო და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“] ელექტრონულადაა, ერთი საჯარო უწყება მეორისგან მონაცემს დამოუკიდებლად ვერ იღებს. …
ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა. მათგან: 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო; 13 – ნიშანში დგომისთვის; 5 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო; 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]
ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით. დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა: პარკირების საფასურის გადახდის …
Continue reading “ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]”
ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]
ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …
Continue reading “ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]”
ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ
ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“. „ბათუმის …
Continue reading “ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ”
ბათუმში პარკირების წესების დაცვაზე კონტროლი განახლდა
ბათუმში განახლდა ავტომობილების პარკირების წესების კონტროლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული იყო. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია ძირთადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგითაა დაკავებული და პარკირების წესები ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, სრულად გაკონტროლდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი …
Continue reading “ბათუმში პარკირების წესების დაცვაზე კონტროლი განახლდა”
ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია
პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი ბათუმში შეჩერებულია. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს, თუმცა, როგორც ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგი პანდემიის გამოა შეჩერებული და როდის განახლდება, ჯერ უცნობია. „არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე მონიტორინგი ჯერ ვერ აღდგება, ვიდრე ამ მიმართულებით არ იქნება გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული. როცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, შესაძლოა მონიტორინგიც განახლდეს,“ – გვითხრეს ინსპექციაში. ბათუმში …
Continue reading “ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია”
რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის ოდენობა შეიცვალა. ეს გადასახადი გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს: 1 დღე – 10 ლარი [იყო 1 ლარი]; 7 დღე – 20 ლარი [იყო 5 ლარი]; 30 დღე – 30 ლარი [იყო 10 ლარი]; 182 დღე – 45 ლარი [იყო 25 ლარი]; 365 დღე – 60 ლარი [იყო 40 ლარი]. ბათუმის …
Continue reading “რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში”