უცნობია რამდენი მძღოლი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისთვის ბათუმში 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ჯარიმების სტატისტიკის დათვლა პროგრამულად ვერ ხერხდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა სერვერია დაზიანებული. შესაბამისად, აღარ ქვეყნდება დაჯარიმებულთა სტატისტიკაც.
აღნიშნული სერვერის დაზიანების გამო, ბათუმში პარკირებისთვის დაწესებული საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც პარკირების საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, არ აჯარიმებენ.
- როდის დაზიანდა სერვერი, რის გამოც ვერ ხერხდება პარკირების საფასურისა და ჯარიმების გადახდა ბათუმში? რომელი სამართალდარღვევისთვის არ აჯარიმებენ მძღოლებს? ერიცხებათ თუ არა საურავი იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ჯარიმის გადახდას ზემოთ აღნიშნულ სერვერზე/სისტემაში ხარვეზის გამო?
- რა სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და როდის აღმოიფხვრება ის? –
ამ და სხვა კითხვებით ქალაქ ბათუმის მერიას, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ოფიციალურად „ბათუმელებმა“ წერილობით 10 მაისს მიმართა.
ქალაქის მერიიდან და მერიის აღნიშნული სამსახურებიდან პასუხები დღემდე არ მიგვიღია.
- ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს რუსულნომრიან მანქანებსაც.
მაშინ, როცა პარკირების საფასურის გადახდა/დაჯარიმება უკვე თვეებია ბათუმში პრობლემაა, ქალაქის საკრებულომ მერიის ინიციატივით, დაჯარიმების წესში ცვლილებები შეიტანა.
სხდომაზე ინსპექციის იურისტმა ლაშა მამულაძემ განაცხადა, რომ [სერვერთან დაკავშირებული] პრობლემის მოგვარებაზე ისევ მუშაობენ, თუმცა, მან ვერ დაასახელა დაახლოებით რა თანხის ამოღება იყო შესაძლებელი ამ დროში ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მთავარი ფოტო: არასწორი პარკირება ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე / 4.06.2023
ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: