რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს – ISW

„რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ომის შემსწავლელ ინსტიტუტს ამის თქმის საფუძველს აძლევს, გუშინ, 24 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ყოფილ ოლენოვკას კოლონიაში იმყოფებოდნენ, სიტყვიერად „სთხოვენ“ ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ის ხელისუფლებას, რომ იბრძოლებენ „ბოგდან ხმელნიცკის“ სახელობის …

რით დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ოლენოვკაში – გამოძიებამ იარაღი დაასახელა

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გამოძიებამ ოლენოვკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის დაღუპვის მიზეზი გაარკვია. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რა იარაღით დაარტყეს კოლონიის იმ ნაწილს, რომელშიც „აზოვსტალის“ დამცველები იმყოფებოდნენ. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილი გამოიწვია თერმობარულმა საბრძოლო მასალებმა, რომლებიც სავარაუდოდ „შმელიდან“ „შმელ M-იდან“ ან „რისიდან“ გაისროლეს. ასეთ დასკვნამდე პროკურატურა ვიდეომასალების ანალიზის შემდეგ მივიდა. პროცესში …

ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ – რას ჰყვებიან „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეობის შემდეგ

„აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, წამების, დამცირებისა და ზეწოლის შესახებ ჰყვებიან. სამმა მათგანმა დონეცკში გატარებული თვეების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „აზოვის“ მებრძოლი დენის ჩეპურკო (მეტსახელად „მანგო“), რომელმაც მარიუპოლის ბრძოლებში ხელი დაკარგა, იხსენებს, რომ ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ოლენოვკაში გადაიყვანეს. „მოწმე ვარ, როგორ სცემდნენ ბიჭებს. გამოგვყრიდნენ ხოლმე ე.წ. ჩხრეკის გამო და გვაშიშვლებდნენ… გვაიძულებდნენ მოვკუნტულიყავით და თავი …

რა დაადგინა CNN-მა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე

ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, CNN სპეციალურ რეპორტაჟს აქვეყნებს. რეპორტაჟის თანახმად, სიცრუეა რუსეთის ვერსია, თითქოს კოლონიას უკრაინამ „ჰაიმარსით“ დაარტყა. ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაფუძნებულია ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების, ასევე აფეთქებამდე და მის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მომხდარის რუსული ვერსია, დიდი …

„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. უწყება აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი „აზოველები“ აფეთქებამდე დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი წამების კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს. „დაკითხვებისას ტყვეებს სცემდნენ და აწამებდნენ“, – წერს დაზვერვა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება „ვაგნერი“ და რუსული ფეესბე ატარებდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, …

რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

მაქსიმ ჟორინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური რადიო НВ-სთან ინტერვიუში ამბობს, როგორ მუშაობს „აზოვი“ სამხედრო ტყვეების მკვლელობაში დამნაშავეების მოსაძებნად, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს და რას ფიქრობს ის სერგეი ვოლინას ვიდეოზე, რომელიც რუსულმა არხებმა გაავრცელეს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. არსებობს ვერსია, რომ რუსები ასე უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევას …

ოლენოვკაში თავდასხმაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ააფეთქეს, პასუხისმგებელი რუსეთია – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე და 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ISW-ი ციტირებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც გამოცემა Politico-ს დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატების დასკვნით, ოლენოვკაში თავდასხმის უკან კიევი არ დგას და არც მიყენებული ზიანი მეტყველებს „ჰაიმარსის“ გამოყენებაზე. თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა …

ყველა შოკშია, მომხდარის ახსნას ვერ ვპოულობთ – რუსეთმა ვოლინას ვიდეო გაავრცელა

რუსულმა არხებმა ტვიტერზე გაავრცელეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი სერგეი ვოლინსკის (ვოლინას) ვიდეო, რომელშიც ის ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს. „საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩვენი ბარაკიდან ჩანდა ყვითელი სინათლე და აფეთქება. ყვირილის ხმებიც გვესმოდა. უმძიმესი სიტუაციაა და ძალიან რთულია სიტყვების პოვნა მის აღსაწერად. ვფიქრობ, ეს ვითარება გავლენას მოახდენს ტყვეების ფსიქიკაზე და იმ ადამიანებზეც, ვინც …

ოლენოვკაში დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში „აზოვის“ მეთაურები არ არიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში 48 დაღუპული და 73 დაჭრილი უკრაინელის გვარია, ორი დაღუპულის ვინაობა ზუსტდება. თავდაცვის უწყება მხოლოდ გვარებსა და დაბადების თარიღებს აქვეყნებს. უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა ამ სიაში სამოქალაქო პირები. ცნობილია, რომ კოლონიის იმ ნაწილში, რომელზეც საარტილერიო თავდასხმა 29 ივლისს მოხდა, „აზოველებიც“ იყვნენ, თუმცა პოლკის პატრონაჟის …

ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა. OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც 27 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ჩანს ღია სამარხები კოლონიის ტერიტორიაზე. ალექსანდერი მიუთითებს, რომ 30 ივლისის ფოტოებში ეს სამარხები უკვე ამოვსებულია. „ვფიქრობ, შესაძლებელია, ტყვეები …

შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობას ტელეგრამ არხზე განცხადებით გამოეხმაურა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმა, სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად, ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. „რუსეთი – ტერორისტი სახელმწიფოა. რუსების სასტიკი დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სჩადიან, მრისხანებას იწვევს. ჩვენ შურს ვიძიებთ თითოეული დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის,“ – წერს ზალუჟნი. გენერალი …

დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

ვიზუალური მტკიცებულება უფრო მეტად უკრაინელთა ვერსიას ამყარებს, ვიდრე რუსებისას. კოლონიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ასახული ზიანი არ შეესაბამება იმ შესაძლო ზიანს, რომელიც „ჰაიმარსის“ დარტყმას შეიძლებოდა გამოეწვია – ასეთ შეფასებას აქვეყნებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ოლენოვკაზე საარტილერიო თავდასხმის შემდეგ. თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მომხდარის დამოუკიდებლად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ. „კრემლის მიერ დაფინანსებულმა …

ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე

„აზოვმა“ ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. „ღამით რუსებმა ტყვე „აზოველების“ ნაწილი დახოცეს. რუსეთის სარდლობამ ტყვეთა მასობრივი მკვლელობა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა. მანამდე პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე ცხადია, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ოფიცრის ღირსება, ჟენევის კონვენციის, ომის წესებისა …

დაბომბეს ოლენოვკას კოლონია, სადაც „აზოველებიც“ იმყოფებოდნენ, 53 ტყვე დაიღუპა

რუსეთმა 29 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია დონეცკში, ოლენოვკის კოლონიაზე თავდასხმის შესახებ. ეს ის კოლონიაა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებიან. რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰაიმარსებით“ დამიზნებით დაარტყეს იმ ადგილს, სადაც უკრაინელი სამხედროები იყვნენ, რათა გაეჩუმებინათ ტყვეები, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“. რუსული მედია სულ მცირე 53 დაღუპულ და 75 დაჭრილ სამხედროზე …

Exit mobile version