გერმანიის კანცლერი უკრაინას იარაღს და ახალ დახმარებას ჰპირდება ისრაელში ვიზიტის შემდეგ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას იარაღის შემდგომ მიწოდებასა და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. მისივე თქმით, გარდა ამისა, გერმანია უკრაინას გადასცემს დახმარების პაკეტს ზამთრის სეზონისთვის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა დღეს, 19 ოქტომბერს, განაცხადა ბუნდესტაგში, ევროკავშირის სამიტის წინ. შოლცმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში იქნება „ყველაფერი, რაც აუცილებელია საჰაერო თავდაცვისთვის“. მისი თქმით, გერმანია კიევს გადასცემს დამატებით …

გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება – ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის ანალიზი

„მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ… ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – რა გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან? „როგორც ვხედავთ გერმანულ-ფრანგული ტანდემი გააქტიურდა უკრაინაში …

„ვერავინ დადგება კანონზე მაღლა“ – გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერზე

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინზე სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემულ დაკავების ორდერს. „კანონზე და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა შოლცმა დღეს, 18 მარტს, ტოკიოში ვიზიტის დროს, „ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი“ – დასძინა მან. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გუშინ, 17 …

შოლცი განმარტავს, რატომ არის წინააღმდეგი უკრაინას თანამედროვე შვეულმფრენები მიაწოდონ

გერმანია არ გეგმავს უკრაინისთვის თანამედროვე შვეულმფრენების მიწოდებას – ბერლინს სურს თავიდან აიცილოს ნატოსა და რუსეთს შორის ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განმარტა, თუ რატომ არ არის თანახმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცეს – ნატოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან ასაცილებლად. კანცლერმა შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის თანამედროვე საბრძოლო შვეულმფრენების შესაძლო მიწოდების საკითხი …

უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო. მისი აზრით, გერმანიის მთავრობის ასეთი პოზიცია მიუთითებს რუსული ნარატივის გავლენაზე და არაშორსმჭვრეტელი შეცდომაა. „კანცლერის უარი, გადარჩენისთვის ბრძოლაში უკრაინას ტანკები მისცეს, არა მარტო გაუგებარი, არამედ შემაშფოთებლად არაშორსმჭვრეტელია. სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ძალიან მწყინს, როცა ვისმენ, რომ ტანკების მიწოდება …

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა პოლონეთში მომხდარი აფეთქებების საფუძვლიანი გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომია. შოლცმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა: „პოლონეთში მომხდარ საშინელ ფაქტს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. კარგია, რომ NATO-ს წევრებს ამის გაკეთება სწრაფად შეუძლიათ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა, რომ არა …

ის ომის დაწყებას შეცდომად არ მიიჩნევს – შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ მის პოზიციაში ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრას კვლავაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ომის დასრულებას არ პირებს. Die Welt-ის ცნობით, შოლცმა პუტინთან საუბარზე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გააცნობიერეს, რამხელა შეცდომა იყო ამ ომის დაწყება. ასევე, არ ჩანდა არანაირი ნიშანი …

ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა – შოლცისა და პუტინის საუბრის დეტალები

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ელაპარაკა. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი 90 წუთს გაგრძელდა. როგორც „დოჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა. ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შედგა, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შოლცმა …

პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „მან უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ოლაფ შოლცი პუტინთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ს უთხრა. შვედ ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის“ დროს კომუნიკაციის შენარჩუნება სირთულეების მიუხედავადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა გზავნილები პირადად უნდა მიიღოს და …

შოლცი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება გერმანია უკრაინას ისე, როგორც აშშ

გერმანიის კანცლერი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებით ისე ინტენსიურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ოლაფ შოლცის თქმით, ამას გერმანია ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს. „უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს განსხვავება გერმანიასა და ისეთ სახელმწიფოს შორის, როგორიც შეერთებული შტატებია – ამერიკის ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს თავდაცვაზე, დიდ ინვესტიციებს დებს ამაში, ამიტომაც შეიარაღების გაცილებით დიდი მარაგები …

უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა

კიევში დღეს ერთდროულად ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. ვიზიტი დღის ბოლოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულდა, თუმცა მანამდე იყო დახვედრა კიევის ვაგზალზე, ირპენის მონახულება და მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში. მთავარი ქრონოლოგიურად ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში …

გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე

„გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ“, – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, კიევში მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტს გამოეხმაურა და უსარგებლო უწოდა. მედვედევის თქმით, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. მან ასევე გაიმეორა მუქარა და აღნიშნა, რომ „საათი წიკწიკებს“. „ბაყაყების, სპაგეტისა და ლებერვურსტის [ღვიძლის ძეხვი გერმანულად – ავტ.] ევროპელ ფანებს …

მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინაში დღეს ერთდროულად ჩავიდა ევროპის სამი გავლენიანი პოლიტიკოსი  – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსები გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ. მატარებლის ვაგონში გადაღებული ფოტო „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორმა, ალექსანდრ კამიშინმა, ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. სამი ლიდერის ერთობლივმა ვიზიტმა მსოფლიო …

ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი

ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიების კოალიციამ ოლაფ შოლცი აირჩია კანცლერად. პოლიტიკური კომენტატორების ნაწილის აზრით, ოლაფ შოლცმა გერმანელი ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ ანგელა მერკელს დაემსგავსებოდა და მის წარმატებაც სწორედ ამან განაპირობა. როგორც მერკელისა და შოლცის გრძელვადიანი პოლიტიკური დამკვირვებელი, რობინ ალექსანდრე ხსნის, “შოლცი ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც სწავლობდა სხვა მოთამაშის ვიდეოებს და …

Exit mobile version