მთავარი,სიახლეები

პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი

17.08.2022 • 1016
პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „მან უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ოლაფ შოლცი პუტინთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ს უთხრა.

შვედ ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის“ დროს კომუნიკაციის შენარჩუნება სირთულეების მიუხედავადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა გზავნილები პირადად უნდა მიიღოს და პასუხისმგებლობაც პირადად უნდა აიღოს უკრაინაში წამოწყებულ ომზე.

„ჩემი ცხადი გზავნილი მისადმი იმაში მდგომარეობს, რომ მისი სტრატეგია უკრაინასთან მიმართებაში არ იმუშავებს. პუტინმა უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია,“ – ამბობს შოლცი.

გერმანიის კანცლერი დასძენს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება: „ვიდრე რუსეთი მისაღები პირობებით მშვიდობას არ დათანხმდება, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ფიქრის შესაძლებლობასაც კი ვერ ვხედავ.“

გუშინ ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ პუტინთან რეკვა. მისი აზრით, რუს დიქტატორს უჩნდება შეგრძნება, რომ ის ყურადღების ცენტრშია.

მანამდე, პუტინთან კავშირის შენარჩუნების გამო საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა პოლონეთის პრემიერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „ჰიტლერთან მოლაპარაკებებს არავინ დაიწყებდა. დამნაშავეებთან არა მოლაპარაკება, არამედ ბრძოლაა საჭირო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: