საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილ მოადგილის, ჟურნალისტ ნათია ზოიძის საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს. ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად …
Tag Archives: ნათია ზოიძე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს …
ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა
აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. [checklist] იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება; ჩემი ახალი ხელშეკრულება …
ნათია ზოიძის წინააღმდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წინააღმდეგ ტელევიზიის ახალმა დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა. საქმე ეხება არქივის მასალების გაცემას. გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევდა, რომ მაშინ, როცა ნათია ზოიძე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, არქივის მასალები კანონდარღვევით გაიცა. „მაუწყებლის არქივიდან მასალების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის მართვის არათანმიმდევრულობა ცხადყოფს, რომ მაუწყებლის მიერ შესამუშავებელია საარქივო მასალის გაცემის წესი, რითაც …
აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია ზოიძეს მხოლოდ „ანგარიშების შედგენის“ ფუნქცია დაუტოვა
დღეს, 23 დეკემბერს, პოლიციის სამმართველოდან ტელევიზიაში დაბრუნებულ ნათია ზოიძეს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეს, დირექტორმა ახალი ბრძანება დაახვედრა. ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა და ახლა ნათია ზოიძეს არც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს, არც პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა და არც სამსახურებრივი საქმიანობის კონტროლი. მისი ფუნქცია-მოვალეობა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოკლედ და მარტივად, წინა …
„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის გამოკითხვა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ნათია ზოიძე გიორგი კოხრეიძის არჩევამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და აცხადებს, რომ ახალი დირექტორი მას დევნის. გამოძიების დაწყების მოთხოვნით ნათია ზოიძემ პროკურატურას 14 დეკემბერს მიმართა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს, ნათია ზოიძის …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს”
ნათია ზოიძემ პროკურატურას მიმართა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, აჭარის პროკურორს მიმართა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. [ ნათია ზოიძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის არჩევამდე] საიას განცხადებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ …
ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება
„ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ – ასეთია იურისტების შეფასება ხელშეკრულებაზე, რომელსაც ამ დრომდე უკანონოდ მიიჩნევს აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი – გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა გზავნილია არსებული დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი პოლიტიკის შესაცვლელად. აჭარის მაუწყებლის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომელიც მის …
Continue reading “ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება”
„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე
ფაქტების გასაჯაროება და სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სვლაა იმისთვის, რომ მოადგილე ნათია ზოიძე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. გიორგი კოხრეიძე გუშინ ღამით შეხვდა ჟურნალისტებს და, მათ შორის, ნათია ზოიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტებს ახალი დირექტორი პროკურატურას არ მიაწვდის, ამას თავისი სახელი დაერქმევა – შანტაჟი. ნათია ზოიძის პოზიცია …
Continue reading “„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე”
მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრებზე
დღეს აჭარის მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ იცის ვისთან ჰქონდა ნათია ზოიძეს – მაუწყებლის მოადგილეს ბოლო ორი თვის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია. „აი კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს [მელაძე – მთავარი არხი], მათეს [კირვალიძე – ტვ პირველი] და ლაფერასთან [გიორგი ლაფერაშვილი – ფორმულა] სინქრონებზე რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი …
„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე
ნათია ზოიძე თავისი საქმიანობით წარსულში და დღეს არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ჟურნალისტი? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დღეს უმაღლესის საბჭოში მმართველი პარტიის 6 დეპუტატს დავუსვით. დეპუტატებს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი ნათია ზოიძის მიმართ არის თუ არა მუქარა? აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე”
ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება
ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს. ნათია, წუხელ შენ და ასევე …
აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს ერთმა წევრმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. კენჭისყრის პირველ ეტაპზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე – 2 ხმა, მაია მერკვილაძე – 1 ხმა, ფირუზ ბოლქვაძე – 1 ხმა. კონკურსში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად საბჭოს სამი წევრის ხმაა …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა”
ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ შეაჩერებთ არჩევანს“. ნათია ზოიძემ თქვა, რომ მასაც შეეძლო გიორგი კოხრეიძის მსგავსად სქრინვერსიები წარმოედგინა და ეჩვენებია, რომ ზოგიერთ გადაცემას 500, ან 700 მაყურებელი ჰყავს. „არსებობს Google …
Continue reading “ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები”
ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს
ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია. ახლა ისევ ცდის ბედს, რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი. სად ხართ ის ხალხი, იმედი რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავა? ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით …
Continue reading “ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს”
ნათია ზოიძე: ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე მოუწოდებს, ქართულ მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ მაუწყებელში და მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ნათია ზოიძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ ყველა დოკუმენტი მზად მქონდა და 5 საათისთვის კიდევ ერთხელ უნდა მეცადა მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა …
„არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელში ქართულ ოცნებას“ – ენმ-ის ბრიფინგი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. დღეს, 4 ივნისს, პარტიის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, ასმათ დიასამიძემ, გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა და ამაზე მიუთითებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ, 3 ივნისს გაავრცელა. ნათია ზოიძე აჭარის …
ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილე იქნება
ჟურნალისტი ნათია ზოიძე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დირექტორის მოადგილედ წარადგინეს. ნათია ზოიძე საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებას ჩაიბარებს. ის ბოლო დრომდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსი იყო. „არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან აჭარის ტელევიზია ახლა არის ის მაუწყებელი, რომლის სარედაქციო პოლიტიკა – თავისუფალი და მიუკერძოებელი, ჩემთვის მიმზიდველია. ეს ტელევიზია დღევანდელ ქართულ …
Continue reading “ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილე იქნება”
„ეს იყო უპატივცემულობა“ – რატომ არ შეხვდა „დაიცავი ძველი ბათუმი“ რიჟვაძეს სრული შემადგენლობით
ამ წუთებში [14:00] აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვდება საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბათუმი“, რომელმაც თორნიკე რიჟვაძისგან უნდა მოისმინოს, როგორ ხედავს ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს გაუქმების საკითხს. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნათია ზოიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფი თორნიკე რიჟვაძეს სრული შემადგენლობით პროტესტის ნიშნად არ ხვდება [შეხვედრას არ ესწრებიან ნათია აფხაზავა და ნათია ზოიძე]. „აჭარის …
ფატი და ტიტე
ავტორი: ნათია ზოიძე ფატი პირველად გაზაფხულზე მოინახულეს, ერთი შეხედვით ის არაფრით იყო განსაკუთრებული, მისი სინორჩეც არ მოგხვდებოდა თვალში. მაგრამ ვისაც დაკვირვებული თვალი ჰქონდა ადვილად შეამჩნევდა, მის სახეს ახალგაზრდული ვნებები როგორ გადაუქროლებდა ხოლმე. თითქოს ფესვები კარგად ღრმად ჰქონდა გადგმული ფატის, ამიტომაც სიო კი არა – ქარიშხალიც ვეღარ აშინებდა. შუა ასაკს მისთვის საკუთარი თავის რწმენა მოეტანა. აი, …
ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს
ბათუმის მერიისგან თავშესაფრითა თუ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ათასობით ოჯახი ითხოვს. მერიიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი 4567 განცხადებაა შესული. რა კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ბინებს? – მერიაში ამით არ ინტერესდებიან. „როცა განცხადებას წერენ, მიზეზს არ ასახელებენ. ძირითადად წერენ – არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართობი, გთხოვთ მომცეთ ბინა. იქედან გამომდინარე, …
Continue reading “ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს”