ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა …

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ. „ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ …

ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი. ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს …

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი. ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. …

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა. მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის ავტოსადგურიდან გამოვა და ბათუმის ავტოსადგურში გაჩერდება. ავტობუსი დღეში სამ რეისს შეასრულებს. „მოთხოვნა იყო მოსახლეობიდან, ასევე, სტუდენტები ითხოვდნენ ავტობუსის დანიშვნას და ამიტომ გამოვნახეთ სახსრები და შევაკეთეთ ავტობუსი. ყვითელი ავტობუსი ივლის. დამატებითი რეისი სადგურიდან-სადგურამდე იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება ქობულეთიდან ბათუმამდე 80 თეთრია. ავტობუსი ქობულეთიდან გამოვა დილის 09:00 საათზე, შემდეგ …

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა. „ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – …

გრიბოედოვის ქუჩა გაცალმხრივდა – 3, 7 და 9 ნომერი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა 25 ივნისიდან ცალმხრივი იქნება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტი მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს. ანუ, პირიქით, რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის წესის ცვლილება ბათუმში ახალ სქემას უკავშირდება. გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივების შედეგად, 25 ივნისიდან, იცვლება №3, №7ა და №9 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მიმართულებაც. „ცვლილების შესაბამისად, …

ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

მგზავრები, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ სპეციალური ელექტრონული ბარათები. „ბარათები ყველა კატეგორიას სჭირდება და ამასთან, სამგზავრო ბარათის გატარება სავალდებულოა. ბანკისთვის ინფორმაცია გადაგზავნილია და ავტომატიურ რეჟიმზე გადაყვანა მოხდება იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური შეღავათით. მათ ახალი ბარათების დამზადება არ დასჭირდებათ“, – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე …

პედაგოგები, სტუდენტები – კიდევ ვინ იმგზავრებს უფასოდ საქალაქო ავტობუსებით

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ყველა ის პირი, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა, უფასოდ იმგზავრებს. ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც დღესაც უფასოდ მგზავრობენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.]. მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 30 თეთრია. პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, …

მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა. დაინტერესებული …

3-12 მაისს ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ იმუშავებს. ასევე არ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები. ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით 3-12 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მაშტაბით გაჩერდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას.

პირბადის არქონისთვის ბათუმში 2000-მდე მგზავრს ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 2000-მდე მგზავრს დაატოვებინეს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი [როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი, 29 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში]. ამავე პერიოდში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის 103 მოქალაქე დააჯარიმეს. ინსპექციის ინფორმაციით, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია. მუნიციპალურმა ავტობუსებმა და სამარშრუტო მიკროავტობუსებმა ბათუმში მუშაობა 29 მაისიდან განაახლეს. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მუშაობის განახლებიდან დღემდე …

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება. რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით] …

პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 549 პირს ბათუმში ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 36 მგზავრი დააჯარიმეს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 549 პირს კი პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდიციონერის გამოყენება, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს. ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხეები განათავსეს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დაამონტაჟეს. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა. — კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო ბათუმში 22 აპრილამდე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. მგზავრებს მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები ემსახურება. რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია …

რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა და ქალაქებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებმა მინიმუმ 1-2 მეტრის დისტანცია უნდა დაიცვან ერთმანეთისგან, თუმცა ბათუმის რამდენიმე მუნიციპალურ ავტობუსში ამ რეკომენდაციის დაცვა შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსები ხალხითაა სავსე. „დღეს შედარებით ბევრი  მგზავრი იყო. ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს N12 ავტობუსს, რადგან გრძელ …

ავტობუსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მიმღები მერიას 10 ავტობუსს უყიდის

ბათუმის მერია თანახმაა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალურ ავტობუსებში რეკლამის განთავსების 20-წლიან უფლებაზე პირობიანი აუქციონი გამოაცხადოს. პირობებში, უფლების საფასურის გადახდის გარდა, ჩადებულია გამარჯვებულის მიერ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 10 ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა. საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე შეტანილია. მუნიციპალურ ტრანსპორტში [როგორც ავტობუსების გარე ფასადზე, ასევე შიგნით] რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 20 …

მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ საათში ერთხელ მიდის და ეს, მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ამ ხაზზე ყოველდღიურად 8 ავტობუსი მოძრაობს 14-წუთიანი ინტერვალით და უახლოეს მომავალში …

რომელი ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შავშეთის ქუჩაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო #1, #1ა, #4, #8 და #15 მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ნომერი პირველი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ბაქოს, ნონეშვილის, გოგოლის, მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, თავდადებულის, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ორბელიანის, ლეონიძის ქუჩებზე. #1ა იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, ლეონიძის, ორბელიანის, ლერმონტოვის, …

ახალი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები უკვე ბათუმშია. 15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტიდან ქალაქში დღეს, 22 აგვისტოს, შემოვიდა. კონკრეტულად რომელ სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქში შესაძლოა ახალი სამარშრუტო ხაზი დაამატონ, რომელიც ჭაობის დასახლებას ქალაქის ცენტრალურ უბნებთან [გორგილაძის და სხვა ქუჩებთან] დააკავშირებს. ახალი მუნიციპალური ავტობუსები, …

ბათუმის მერია: ახალი ავტობუსები გზაშია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაოს, უკვე გზაშია. 15 ერთეულ ავტობუსს ბათუმის მერია EBRD – ის მხარდაჭერით ყიდულობს.  მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ევრო 5 სტანდარტისაა და 60 მგზავრზეა გათვლილი. „წლის ბოლომდე ქალაქში 25 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს“. „ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით, არის ადაპტირებული“. ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 …

Exit mobile version