თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 096-ს მიაღწია – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD). ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილოეთ სირიაში. შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს  მოხდა, რასაც მასობრივი …

თურქეთში 247 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

სამხრეთ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების მასობრივად ნგრევის საქმეზე სულ მცირე 247 ეჭვმიტანილია დაკავებული. სასამართლოს მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, დაკავებულთა შორისაა 93 კონტრაქტორი, შენობის 123 ზედამხედველი და 13 მფლობელი. „თუმცა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 322 ეჭვმიტანილი, მათ შორის: 78 კონტრაქტორი, 177 შენობის ზედამხედველი და 37 შენობის მფლობელი” – წერს …

თურქეთში ნანგრევებიდან ძაღლი გამოიყვანეს მიწისძვრიდან 25-ე დღეს

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან 25-ე დღეს ნანგრევებიდან ძაღლი ამოიყვანეს. ცოცხალი ძაღლი იპოვეს დანგრეულ შენობაში, საიდანაც ნანგრევები გაჰქონდათ. მცირე სივრცეში, სადაც ტერიერის ჯიშის ძაღლი იყო მომწყვდეული, იპოვეს საკვებიც, რომელიც მას გადარჩენაში დაეხმარა. მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან მოხალისეებმა და მაშველებმა არაერთი კომპანიონი ცხოველი გამოიყვანეს. კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ჰასკის, რომელიც სამაშველო ჯგუფმა მიწისძვრის შემდეგ 23-ე …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ბოლო ცნობები

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 089-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მარტს, განაცხადა თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, AFAD-მა. 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. AFAD-ის მონაცემებით, 6 თებერვლის 2 დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში 11 000-ზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს …

თურქეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

27 თებერვალს თურქეთში, მალათიას პროვინციაში, მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა – ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. მალათიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან გუშინ 32 ადამიანი გამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად 31 შენობა დაინგრა. თებერვალში თურქეთში მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის …

თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ. მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. __________ ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com  

თურქეთში გუშინ მომხდარ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 – დაშავდა

20 თებერვალს, საღამოს, თურქეთში, ჰატაის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით. მინისტრის თქმით, ამავე დროს, სამ ობიექტზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაახლოებით 20:04 საათზე მოხდა და მას სამი წუთის შემდეგ 5,8 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. ორი …

თურქეთში 6.4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ჰატაის პროვინციაში

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით,  დღეს, 20 თებერვალს, საღამოს, თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრისგან დაზარალებულ ჰატაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 წუთზე მოხდა. ასევე დღეს, საღამოს, 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სამანდაგშიც. ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ___________ ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK  

114 ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ნანგრევებიდან თურქეთში მიწისძვრის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 114 834 ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, 20 თებერვალს, ჰატაის პროვინციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თურქეთის სამხრეთში მიწისძვრების შედეგად 118 ათასი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა და დანგრევას ექვემდებარება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრის ზონაში სულ 1 …

თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა

20 თებერვლის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას 41,020 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ. ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ადგილზე სულ 19 436 ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი მუშაობს. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 460 900-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც …

თურქეთში 40 ათასს გადააჭარბა მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა

18 თებერვლის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას 40 642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ. სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ოფისის (AFAD) ხელმძღვანელმა დღეს, ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულება კვირას, 19 თებერვალს იგეგმება. 6 თებერვალს 7,7 და …

თურქეთში 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ნანგრევებიდან გამოიყვანეს 296 საათის შემდეგ

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-12 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 3 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. მათ ნანგრევებში 296 საათი გაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღე გავიდა, მაშველებს ჯერ ისევ გამოჰყავთ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. …

38 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა მიწისძვრას თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას, ბოლო ცნობების თანახმად, 38 044 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე …

თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან გამოიყვანეს მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს. ერზრუმელმა მაშველებმა, რომლებიც დანგრეულ შენობასთან მუშაობდნენ, სააგენტო „ანადოლუს“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ, მაგრამ ყურს უგდებდნენ ყველა ხმას ნანგრევებიდან. სწორედ ამ დროს გაიგონეს მათ ბიჭის ხმა. „ნანგრევებში გავთხარეთ გვირაბი და შევძვერით. ბავშვს ჯერ სუნთქვის საშუალება მივეცით, შემდეგ კი …

36 ათასზე მეტი დაღუპული – მიწისძვრის მსხვერპლი თურქეთში

16 თებერვლის ოფიციალური ინფორმაციით, მინიმუმ 36 187 ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის სულ …

თურქეთში ნანგრევებიდან დედა და მისი 2 შვილი დაიხსნეს მიწისძვრიდან მეათე დღეს

დღეს, 15 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრიდან მეათე დღეს, მაშველებმა თურქეთში, ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან დაიხსნეს დედა ორ შვილთან ერთად. დედა და შვილები სახლის ნანგრევებში დაახლოებით 228 საათი იყვნენ. მაშველებმა მათი ხმა გაიგონეს და სამუშაოები დაიწყეს. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ პირველად დედა დაიხსნეს ნანგრევებიდან, რომელმაც იკითხა, რა დღე იყო და წყალი ითხოვა. ქალმა მაშველებს უთხრა თავისი და …

ნანგრევებიდან 42 წლის ქალი გამოიყვანეს თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს

თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს, ნანგრევებიდან 42 წლის  ქალი, მელიქე იმამოღლუ ცოცხალი გამოიყვანეს. ქალმა 222 საათი გაატარა სახლის ნანგრევებში. მას პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 ათას ადამიანს გადააჭარბა. სამაშველო სამუშაოები ამ …

თურქეთში 31 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

თურქეთში მალათიის პროკურატურამ მიწისძვრის მასშტაბური ნგრევის საქმის გამოძიების ფარგლებში 31 ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საცხოვრებელი და სხვა ობიექტების მშენებლობაში დარღვევებზე, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით დაიღუპა 29 600-ზე მეტი ადამიანი. თურქული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება. „ბიბისი“ წერს, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 170 000 შენობის …

მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგაც მაშველებს ცოცხალი ადამიანები გამოჰყავთ ნანგრევებიდან

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანა კატასტროფის მე-7 დღესაც გრძელდება. მაშველებმა დღეს, 12 თებერვალს, შუადღისას ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს 85 წლის ქალი მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ასევე, 7 წლის ბიჭი – 150 საათის შემდეგ და დები – 152 საათის შემდეგ. აღნიშნულის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს. ასევე, მაშველებმა  მიწისძვრიდან 150 საათის, 6 …

28 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 ათას ადამიანს გადააჭარბა, 11 თებერვლის ღამის მონაცემებით. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა „ბიბისის“ ცნობით, თურქეთში გერმანელმა და ავსტრიელმა მაშველებმა სტიქიის ზონაში მუშაობა შეაჩერეს ძარცვის შემთხვევებისა და სროლის გამო. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ფუატ ოქტაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24 617-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სირიაში …

146 საათი ნანგრევებში – მაშველებმა ბავშვის გამოყვანა შეძლეს

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მაშველებმა დამანგრეველი მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ შეძლეს სახლის ნანგრევებიდან დაშავებული გოგოს გამოყვანა. ეილულ კილიჩის გამოყვანას ექვსსართულიანი სახლის ნანგრევებიდან დაახლოებით 9 საათი დასჭირდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ გამოიყვანეს ნანგრევებიდან მაშველებმა ფეხმძიმე ქალი ძმასთან ერთად. სამაშველო სამუშაოები მიწისძვრით განადგურებულ რეგიონებში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი …

„თბილი პლედები გვჭირდება“ – კიდევ რა გროვდება ბათუმში თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულებისთვის

„ყველაზე მეტად თბილი პლედები გვჭირდება, საბნები, გათბობის საშუალებები,“ – ამბობს ოსმან მჟავანაძე, თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ამჯერად თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთა ერთ-ერთ შტაბს კურირებს ბათუმში. თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება: ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება ბათუმის სტადიონთან, ასევე „ლელოს“ და „ევროპული საქართველოს“ ოფისებსა და ბათუმის ახალ მეჩეთში. „ყველაზე მეტად ის გამიხარდა, …

ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია – ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის მიწისძვრაზე

„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი, ხატია ჭყონია ჰატაიში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხატიას და მის თანაგუნდელებს ეძინათ, როცა პირველი ბიძგები იგრძნეს და მათმა საცხოვრებელმა სახლმა რყევა დაიწყო. „ბათუმელები“ ხატიას თურქეთში დაუკავშირდა. მან სტიქიის ზონას თავი მწვრთნელების დახმარებით დააღწია და ახლა ანკარაში, თავისი მწვრთნელის სახლში ცხოვრობს. ხატიამ 6 თებერვლის დილა და …

მამა, რომელმაც შვილი ჩახუტებით გადაარჩინა, კლინიკაში გარდაიცვალა – მიწისძვრა თურქეთში

თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, რომელიც 29 საათის განმავლობაში თავის შვილთან ერთად იყო მიწის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ კაცს მთელი ამ ხნის განმავლობაში 3.5 წლის შვილი ისე ჰყავდა მკლავებს შორის მოქცეული, მიხუტებული, რომ დაღუპვას გადაარჩინა. ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული ბავშვი – 3.5 წლის მირან თეკეში სტამბოლის კლინიკაში გაიყვანეს. ნათესავების თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ …

მიწისძვრა თურქეთში – დაიღუპა 18 ათასზე მეტი ადამიანი

10 თებერვლის დილის მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 18 342 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანია ევაკუირებული. თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დასახმარებლად ჩასულია 6810 მაშველი სხვადასხვა ქვეყნიდან. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში …

საქართველომ 1 მლნ ლარი გამოყო თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა თურქეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ბათუმსა და თბილისში მოსახლეობაც აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას. თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას …

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 13 ათასამდე გაიზარდა – 9 თებერვალი

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 თებერვლის მდგომარეობით, კაჰრამანმარაში მიწისძვრის შედეგად 12 873 ადამიანი დაიღუპა და 62 937 ადამიანი დაშავდა. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და გაცილებით ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. თურქული „ანადოლუს“ ცნობით, კაჰრამანმარაშის, გაზიანთეპის, შანლიურფას, დიარბაკირის, ადანას, …

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“- თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება“, – ეს ტექსტი ფოტოსთან ერთად თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. დღეს საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გააგზავნეს. ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაც. თურქეთისა …

თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრისგან დანგრეულ რეგიონში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამანადგურებელი მიწისძვრისგან დაზარალებულ კაჰრამანმარაშში ჩავიდა. პრეზიდენტმა მოინახულა სტადიონზე გაშლილი კარვების ქალაქი, სადაც სტიქიით დაზარალებულები დროებით აფარებენ თავს. ერდოღანმა იქვე, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური AFAD ადგილობრივ კომპანიებთან და მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, „იყო გარკვეული პრობლემები …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ქალის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ადიამანში, მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების …

თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები

თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ბათუმში ორგანიზებას უწევს „ლელოს“ ბათუმის ოფისი. დახმარება გროვდება ასევე „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში და ბათუმის ახალ მეჩეთში. გუშინ, 7 თებერვალს, თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სჭირდებათ. სასურველია, თუ შეწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ღია …

გაზიანთეფთში, კორპუსის ნანგრევებში ქართველი ქალია მოყოლილი – ოჯახი საელჩოს მიმართავს

გაზიანთეფთში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში, საქართველოს მოქალაქე, ციცო პაკელიანია მოყოლილი. ქალი გაზიანთეფში ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ციცო პაკელიანის ოჯახი თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს. „დეიდაჩემი მოხუც ბებიასთან მუშაობდა. ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა გაზიანთეფში, ერთ-ერთ უბანში. ორი დღეა ჩამონგრეულია 7 სართულიანი ბინა. მეორე სართულზე იყო დეიდაჩემი. წუხელ ბოლოს გავიგე, რომ მესამე სართულამდე ჩავიდნენ მაშველები, მესამე სართულზე გადარჩენილები …

საქართველოში წამოსვლა მინდა – რას ჰყვება თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში მყოფი ქალი

„პირველი მიწისძვრა ვერ გავიგე, მეძინა, მაგრამ მეორე გავიგე. შოკში ვიყავი, ახლაც ძალიან ვნერვიულობ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თურქეთში, მერსინთან ახლოს, ერდემლიში მცხოვრებმა მარინა ზუმბაძემ, 6 თებერვლის დილაზე საუბრისას. 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნის ათზე მეტი ქალაქი დაანგრია. 7 თებერვლის დილის მონაცემებით დაღუპულია 3 430 ადამიანი, 21 ათასზე მეტი დაშავებული, ათასობით ადამიანი კი დაკარგულია და …

რატომ ხდება მიწისძვრა თურქეთში ხშირად

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ორშაბათს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც მხოლოდ თურქეთში, 7 თებერვლის მონაცემებით, 3 432 ადამიანი დაიღუპა და 21 103 დაშავდა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509 – მდე გაიზარდა. მიწისძვრა თურქეთის 11 პროვინციაში იგრძნობოდა. თურქეთში ყოველწლიურად სხვადასხვა სიმძლავრის ათობით ათასი მიწისძვრა ხდება. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო …

3 381 დაღუპული, 20 426 დაშავებული – მიწისძვრა თურქეთში, მეორე დღე

თურქული მედიის უკანასკნელი ცნობებით, 3 381 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. დაშავებულია 20 426 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრის გამო თურქეთში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა. „ანადოლუს“ ცნობით, რეგიონში, სადაც მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მიწისძვრამ  შენობები დაანგრია თურქეთის 10-ზე მეტ დიდ ქალაქში. ვარაუდობენ, რომ ასობით ადამიანი …

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში | ფოტორეპორტაჟი

6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უკანასკნელი ცნობებით [15:00 საათი, 6.02.2023] დაღუპულია სულ მცირე 900 ადამიანი. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც თურქეთის სამხრეთში მომხდარ მიწისძვრის შედეგებს ასახავს.   აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით …

Exit mobile version