ქობულეთის ყოფილი მერი, მირიან ქათამაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა დღეს, 10 ნოემბერს. მირიან ქათამაძე პროფესიით იურისტია. იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი იყო 2017-2021 წლებში. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს 3 მოადგილე ჰყავს.
Tag Archives: მირიან ქათამაძე
ქობულეთის მერია არარსებულ დოკუმენტებს სწავლობს – დააჯარიმებენ საკრებულოს თავმჯდომარეს?
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო მშენებლობებისთვის არ დაუჯარიმებია. დავით მჭედლიშვილმა უნებართვოდ ააშენა, მოაპირკეთა და ექსპლუატაციაში გაუშვა სამსართულიანი სასტუმრო, ასევე დააშენა და მასშტაბი გაუზარდა კიდევ ერთ შენობას – ამის შესახებ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში უკვე იციან, თუმცა კანონდარღვევის გამო საქმის წარმოება ჯერ არ დაუწყიათ. ხომ არ გვაქვს საქმე შერჩევით მიდგომასთან და მერს …
ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა
22 ნოემბერს ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა. ქობულეთის მერია ამ დროისთვის ზარალს ითვლის. მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში სახლის წინ ქარმა ხე წააქცია, რომელიც ბოსელს დაეცა და დაანგრია. აჭარაში რამდენიმე დღეა ავდარია. მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მოთოვა.
ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას
რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებაზე? – ამ კითხვის პასუხად ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ ფაქტს შეისწავლიან შენობის მესაკუთრესთან ერთად. ამის გარდა, მერიაში განაცხადეს, რომ გმობენ გურამ ფალავანდიშვილის საქციელს – ეგრეთ წოდებული „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას. გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებ პირთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი …
რიჟვაძე ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე
დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებ. „პარასკევს ქობულეთის მერთან ერთად მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ. ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ.
მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა
ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები და წყლის სხვა ბინადრები დაიხოცა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქში ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე ავრცელებს. მისი თქმით, თევზების დახოცვა მდინარის დაბინძურებამ გამოიწვია. „არა მარტო თევზები, მდინარის სხვა ბინადრებიც დახოცილია. საშინელი სუნი დგას, მდინარე დაბინძურებულია და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს საკრებულოს წევრი. მისი თქმით, ქობულეთში მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია …
Continue reading “მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა”
ნებისმიერ პრეტენდენტს დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა – ქობულეთის მერი
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმარა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები იკვეთება. აღნიშნულ კვლევაზე დღეს 23 აპრილს, წერდა „ბათუმელებიც“. მირიან ქათამაძე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ხდება მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. „იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი …
მირიან ქათამაძის განმარტება აუდიტის სამუშაო დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკაზე
9 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე. აუდიტი სამუშაო დოკუმენტში საუბრობს არაერთ დარღვევაზე, თუმცა დოკუმენტი საბოლოო არ არის. აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ …
Continue reading “მირიან ქათამაძის განმარტება აუდიტის სამუშაო დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკაზე”
ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ
ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მერს, მერის მოადგილეს, მერიის აიპის თანამშრომლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ენმ-ის წარმომადგენელმა ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები. ბონდო თედორაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე არის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ დილით, როცა სამსახურში …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ”
ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს
„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან …
Continue reading “ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს”
იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას
საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში. „ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ …
აღსრულების ბიურომ ქობულეთში 5 კაფეს დემონტაჟი დაიწყო – მერის განმარტება
დღეს, 25 სექტემბერს, ქობულეთის სანაპირო ზოლში აღსრულების ბიურომ იმ ხუთი კაფეს დემონტაჟი დაიწყო, რომელთა მეპატრონეებსაც მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ვადა გაუვიდათ, ვადის გაგრძელებაზე კი, მერიამ მათ უარი უთხრა. ერთ-ერთ კაფესთან, „მონოპოლთან“ კი, მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი – აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. ამ ფაქტზე შეტყობინება …
Continue reading “აღსრულების ბიურომ ქობულეთში 5 კაფეს დემონტაჟი დაიწყო – მერის განმარტება”
ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია
ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ …
Continue reading “ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია”
ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა
ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა: „ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების …
Continue reading “ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა”
სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება
2 მაისს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, წყლის მთავარი მაგისტრალური მილი დაიწვა, რის გამოც ბუკნარის დასახლებაში წყალი 220 აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გამოაქვეყნა ფოტოებთან ერთად. ქობულეთის მერი წერს, რომ დაზიანებულია მილის 5-მეტრიანი მონაკვეთი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილი, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა დაზიანებული. დასახლება მაგისტრალური მილიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია. ა(ა)იპ „ქობულეთის …
Continue reading “სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება”
გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს
აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …
Continue reading “გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს”
“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება
“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით …
Continue reading ““ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება”
ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები: „ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“ მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა. სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის …
მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი
აჭარის მთავრობა ქობულეთის ფიჭვნარში კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს განიხილავს – ინვესტორი ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 1,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ითხოვს. საინვესტიციო წინადადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განუხილიათ, შესაბამისად, არ ვიცით რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. ვიცით ის, რომ ინვესტორს ქობულეთის სარეკრეაციო ზოლში, პარკის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსისა და აკვაპარკის მოწყობა სურს. აჭარის ფინანსთა და …
Continue reading “მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი”
ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის
ქობულეთში სამშენებლო პროცესი ისევე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმში, მძიმე ტექნიკის ხმაური განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ისმის. მათ წინააღდეგ კი, ვინც მიიჩნევს, რომ ზღვის სანაპირო მაღლივმა მშენებლობებმა არ უნდა ჩაკეტოს, მთავრობას ყოველთვის ერთი არგუმენტი აქვს: „ინვესტიცია მნიშვნელოვანია“. ინვესტიცია მნიშვნელოვნად ითხოვს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდას, რაც საკურორტო ქალაქის იერსახეს თანდათან ცვლის. რა გეგმები აქვს ქობულეთის მერს და როგორ …
Continue reading “ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის”
„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი
შპს „ჰავანას“უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასა და მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 15000 კვადრატული მეტრით გაზრდაზე უარი უთხრეს. ის 2-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა ქობულეთში. უარის მიზეზად ნაკვეთის მიმართ მაღალი კონკურენცია და მოსახლეობის ინტერესი დაასახელეს: „ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტება“. კომპანიის მეპატრონე კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაინტერესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციას ხელოვნურად ქმნიან. რესტორანი „ჰავანა“ ტურისტულ …
კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება
ქობულეთი იერსახეს იცვლის მიმდინარე მშენებლობების მიხედვით, კიდევ ერთი ზღვის ქალაქი საქართველოში – ქობულეთი იერსახეს იცვლის, აქ დაბალ, ორსართულიან სახლებს ანგრევენ და მაღლივი კორპუსების მშენებლობას იწყებენ. ცენტრალურ ქუჩებში მდებარე ორსართულიანი სახლების აივნებიდან ისე აღარ ჩანს ზღვა, როგორც ადრე ჩანდა, ზოგიერთი აივნიდან კი ზღვას საერთოდ ვეღარ დაინახავ, – ზღვის ხედი ახალაშენებულმა ბეტონის კედლებმა გადაფარა. განსაკუთრებული სამშენებლო ბუმი …
ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა
მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა …
Continue reading “ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა “
„ღირსეულმა სიბერემ“ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს
ასოციაციამ – „ღირსეული სიბერე“ შესაძლოა მაისიდან მუშაობა შეაჩეროს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2009 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაზე მუშაობს. „თუკი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებას ვერ მოახერხებს, ორგანიზაცია მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. წელს ევროკავშირს ამ კუთხით კონკურსი არ გამოუცხადებია და შესაბამისად, დაფინანსება არ გვაქვს. მიმდინარე პროექტი მაისში სრულდება,“ …
Continue reading “„ღირსეულმა სიბერემ“ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს”
ქობულეთის მერიაში შესაძლოა შტატები შემცირდეს
ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ გამოჩნდება არის თუ არა მერიაში შტატები შესამცირებელი. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, პირველ ეტაპზე მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი, ხოლო ამის შემდეგ არის გაწერილი „რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი შტატის შემცირება იგეგმება რეორგანიზაციის შემდეგ? – ქობულეთის მერი, …
Continue reading “ქობულეთის მერიაში შესაძლოა შტატები შემცირდეს”
ქობულეთის მერი სამსახურებს გაუფრთხილებლად ამოწმებს
ქობულეთის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გატარდა. ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლის 6 თანამშრომელი გააფრთხილეს. დისციპლინური დარღვევები – სამუშაო საათებში სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტები – ამ ორგანიზაციებში მერის მოულოდნელი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს TV25 -მა გაავრცელა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ მერიას დაქვემდებარებული სამსახურების …
Continue reading “ქობულეთის მერი სამსახურებს გაუფრთხილებლად ამოწმებს”
ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს
ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად საფრთხის შემცველია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მომზადდა, წერია, რომ „ცალკეული მზიდი ელემენტები იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში. მთლიანობაში შენობის მზიდი კონსტრუქცია დაზიანებულია და საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასამაგრებელი კონსტრუქციების დიდი მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ …
Continue reading “ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს”
დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს
ქობულეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირების რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ნახავთ. ფოტოები გუშინ, 26 დეკემბერს, რესტორან „მეგრულ-ლაზურშია“ გადაღებული. რესტორანში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მჭედლიშვილს „მადლიერების საღამო“ გაუმართეს. დავით მჭედლიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე, 22 წლის განმავლობაში, იგი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღას“ დირექტორი იყო. „მადლიერების …
ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …
Continue reading “ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო”
როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე
ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – …
Continue reading “როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე”
ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. „ამ კადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები საარჩევნო ოლქის წევრები, გამგეობის სამსახურის უფროსები, სკოლის დირექტორები და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებენ, მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის აგიტაციაში. …
Continue reading “ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა”