მთავარი,სიახლეები

მირიან ქათამაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

10.11.2021
მირიან ქათამაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ქობულეთის ყოფილი მერი, მირიან ქათამაძე,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა დღეს, 10 ნოემბერს.

მირიან ქათამაძე პროფესიით იურისტია. იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი იყო 2017-2021 წლებში.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს 3 მოადგილე ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: