სააგენტომ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების აღიარების ახალი წესი შემოიღო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის ახალი წესი დაამტკიცა. ამ წესის მიხედვით, „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება გულისხმობს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა, აღიარება და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაასაქმოს მეზღვაური. …

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე. მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი …

„ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის“ – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში

„ჩემთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევაა, ის რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის!“ – ალექსი ახვლედიანი 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, …

m²-ს მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

m²-ში მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, m² Highlight-ის პროექტში მომგებიანი პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სახლი. აქციის ფარგლებში, მეზღვაურები ისარგებლებენ 0%-იანი შიდა განვადებით, სახლის შეძენისას გადაიხდიან ღირებულების მხოლოდ 10%-ს, მშენებლობის დასრულებამდე, ეტაპობრივად დაფარავენ ღირებულების 80%-ს, დასრულებისას კი, – 10%-ს. აქცია ძალაშია 2023 წლის 20 თებერვლიდან 15 მარტამდე. m² …

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევიოს მიზეზი ტვირთის არასწორი დასაწყობება იყო, რის გამოც ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. “აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს,” – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.  

„ანრის“ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში წვრთნები განახლდა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში წვრთნები განახლდა შემდეგ კურსებზე: [checklist] „თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა“ (IMO MODEL COURSE 1.05) „თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა“ (IMO MODEL COURSE 1.05) [/checklist] საწვრთნელი კურსების პროგრამები აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენოტს მიერ. კურსების თეორიული ნაწილის სწავლება ხორციელდება დისტანციურად ელექტრონული …

ბუსსს „ანრის“ ადმინისტრაციამ წლის აქტიური თანამშრომლები და სტუდენტები დააჯილდოვა

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მრავალი ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა. მათ შორის, ვერც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა მასშტაბურად, ვერ გაიმართა ბუსსს „ანრის“ უკვე ტრადიციადქცეული სხვადასხვა ღონისძიება. თუმცა „ანრის“ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ღონისძიება – წლის განმავლობაში აქტივობით გამორჩეული პერსონალისა და სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც იმართებოდა 25 ივნისს,მეზღვაურთა დღეს, მაინც ჩაატარა. მეზღვაურთა პროფესიულ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით …

„ნუ შეგაშინებთ სტერეოტიპები, ქალის და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის“

თამუნა მიქელაძე, 17 წლის, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პირველი კურსის სტუდენტი, ეუფლება გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიას. „რა თქმა უნდა გაცნობიერებული მაქვს, რომ არ არის ადვილი ქალმა მოირგო ასეთი რთული პროფესია, თუმცა იმდენად დიდია ინტერესი, ლტოლვა და სურვილი, რომ ეს ყველაფერი მიქრობს შიშს და პირიქით, მოტივაციას მაძლევს. ალბათ ძნელად დასაჯერებელია, რომ 17 წლის გოგომ შეიძლება შევძლო ამ …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად საიტი შექმნა

ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ინტერნეტპორტალი შეიქმნა. საიტის – www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge პრეზენტაცია ბათუმში ხუთ ოქტომბერს გაიმართა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, ქართველ მეზღვაურთა მხარდასაჭერად და მათი დასაქმების ხელშესაწყობად წელიწადზე მეტია ამ პროექტზე მუშაობენ. დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა და გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები და მოთხოვნები. გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც. „პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი …

„ანრის“ პირველკურსელებმა მეზღვაურის ფიცი დადეს

დღეს ბათუმის უმაღლეს საინჟინრო საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“ პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 32-მა პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი. ცერემონიას ესწრებოდნენ სტუდენტების მშობლები, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ფიცის დადების დროს „ანრის“ ადმისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სტუდენტი – მამუკა ხილაძე, ზღვაზე შტორმის დროს სამი მოზარდის გადარჩენისთვი 1 წლის გადასახადისაგან გათავისუფლდა.

ბათუმში საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს

საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესების, ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის (Academic Advisory Committee – AAC) რიგით მესამე შეხვედრა დღეს სასტუმრო რედისონში გაიმართა. შეხვედრას საზღვაო სასწავლებლებთან ერთად საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის „Columbia shipmanagement Ltd“, „Queensway Navigation“, „Oceangold Tankers Inc“, „Product Shipping & Trading …

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე. მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 800 ევროს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით უზრუველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების …

ქართველ მეზღვაურ-მზარეულებს დასაქმებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ GIZ-თან ერთად შეიმუშავა საზღვაო კულინარიის პროგრამის მოდული, რომელიც თანხვედრაში მოდის საზღვაო შრომის კონვენციასთან (MLC 2006). დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ დასაქმდნენ საოკეანო-სავაჭრო, თევსაჭერ და სამგზავრო გემებზე გემის მზარეულის, გემის მზარეულის დამხმარეს და სამაგიდე მომსახურე პერსონალის პოზიციებზე. MLC 2006 კონვენციის წევრი 99 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ამ პოზიციებზე დასაქმების ძირითად …

კადეტობიდან კაპიტნობამდე – „ანრი“ საზღვაო კარიერის ერთგული თანამგზავრი

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ტრადიციულად განაგრძობს წარმატებულ მეზღვაურებთან შეხვედრას. „ანრის“ სტუდენტები თვალნათლივ ხედავენ, თუ რა შედეგი მოაქვს ხარისხიან საზღვაო განათლებას. ამჯერად, მომავალი მეზღვაურები კაპიტნის უფროს თანაშემწეს და მათ პედაგოგს, ანზორ შარაბიძეს და ბუსსს „ანრის“ წარჩინებულ კურსდამთავრებულს, გივი ბალაძეს შეხვდნენ. გივი ბალაძემ ბუსსს „ანრი“ 2016 წელს დაამთავრა და კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში აფორმებს კონტრაქტს.  …

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

ბუსს „ანრი“ საერთაშორისო საზღვაო კამპანიას უერთდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს. ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს. 1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა. იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის …

„ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი სპეციალობებით: [checklist] საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია(მატროსი) გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია(მოტორისტი) [/checklist] დამატებითი ცნობებისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ანგისის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის 47-ის მიმდებარე ტერიტორია. მობ.:593 40 22 18 საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტი: ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს

15 წლის ანასტასია ქაჯაია მეზღვაურობაზე ოცნებობს. იგი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ირიცხება. ახალგაზრდა მატროსის პროფესიას ეუფლება და თვლის, რომ ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს. არჩევანი ზღვის სიყვარულმა გააკეთებინა. „დღე ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი ყოველი დილა ზღვით იწყება. ლიცეუმში მოსვლამდე სანაპიროზე გავდივარ. ალიონის დაკვირვება, ჰორიზონტის ცქერა – ეს ჩემთვის დღის საუკეთესო დასაწყისია“. იცის, რომ რთული არჩევანი …

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და …

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …

საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ გუნდ „მეზღვაურების“ წარმატება ინტელექტუალურ თამაშში

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ამას მოწმობს მრავალი პრიზი და ჯილდო, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში მოიპოვეს. კიდევ ერთი წარმატება სასწავლებლის სტუდენტებმა ამჯერად ინტელექტუალურ თამაშებში მოიპოვეს. გუნდმა -„მეზღვაურები“  -საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნის თარო“ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. გუნდი სამი …

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გემიდან ღამით გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 

ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა …

შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“

თეატრი, სპექტაკლი, მსახიობი-სამყარო, რომელიც დროს აჩერებს, სიტყვას აცოცხლებს, სულს და გრძნობებს აკავშირებს, ხშირად მიუწვდომელია სტუდენტისთვის. ეს თანამედროვე ყოფამ მოიტანა. ინტერნეტის თაობა ნაკლებად ინტერესდება ცოცხალი სანახაობით. წელს საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს 86 წელი შეუსრულდა. ზუსტად 40 წელია ის ამ საპატიო ტიტულს ატარებს. ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიანიჭეს. მსახიობი, რომლის …

ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში – „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს – მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო …

მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა

მეზღვაური აბდულ მომენ იქბალ აჰსანი ირწმუნება, რომ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაქურდეს და მისი კუთვნილი 6 200 ამერიკული დოლარი მიითვისეს. აბდულ მომენ იქბალ აჰსანი სინგაპურულ კომპანია MTM Ship Management Pte-ს კუთვნილ სატვირთო გემ STRATEGIC VISION-ზე, უფროს მექანიკოსად მუშაობდა. აჰსანს კომპანიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს, STRATEGIC VISION ბათუმის პორტში შემოვიდა, მან გემი …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 23-24 ოქტომბერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, შავი და კასპიის ზღვის პროექტის ფარგლებში, საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის (MLC 2006) ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, რომელსაც  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჩაატარეს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა. ტრენინგზე განხილულ იქნა საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, როგორც მეზღვაურთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი. კერძოდ: კონვენციის სტრუქტურა, …

კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს

„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე. შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო …

მეზღვაურებს მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გაუადვილდებათ

პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ,  სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა. კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად …

უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ “ანრის” განცხადება მეზღვაურთა საყურადღებოდ

[checklist] მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე – 9 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მეზღვაურთა საერთშორისო დღე – 25 ივლისი [/checklist] ჩამოთვლილ დღესასწაულებთან დაკავშიროებით შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ყველა საწვრთნელ კურსზე ქართველ მოქმედ მეზღვაურებს სთავაზობს 10% ფასდაკლებას ხოლო, 30 და მეტი წლის სამუშაო სტაჟის მქონე ქართველ ვეტერან მეზღვაურებს  – 15% ფასდაკლებას. წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აცხადებს, რომ მაღალი …

რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ. თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან …

„ანრი“ მზადაა სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად

ეროვნულ გამოცდებამდე შეგიძლია შეცვალო შენი არჩევანი – აირჩიე 156. ავტორიზებული, აკრედიტებული ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟირნო სასწავლებელი „ანრი“, სარეგისტრაციო ნომრით 156, აცხადებს მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამებზე. ავტორიზაცია და აკრედიტაცია, სტატუსი და სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის პირველი რიგის ამოცანაა. ამდენად, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ არის …

საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

ჩვენ ვირჩევთ შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის –  სარეგისტრაციო ნომრით 156. მეზღვაურობა რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარე ახალგაზრდების ჰობიდან ყველაზე პრაგმატულ არჩევნად იქცა. საზღვაო პროფესიები თანამედროვე სამყაროში ერთერთ მაღალანაზღაურებად საქმედ ითვლება. „ძლიერი მეზღვაური ძლიერი ოჯახია. ბევრი ძლიერი ოჯახი კი ქვეყნის ძლიერებას ნიშნავს“-ამბობს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სასწავლებლის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, რექტორი ანზორ …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

„დიდი მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს ყველა მეზღვაურს და საზღვაო დარგის მესვეურებს 2011 წლიდან დღემდე თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის და დაფასებისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვუბრუნდები მეზღვაურის პროფესიას შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში და ვგეგმავ უკვე კერძო სექტორიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას,“ – ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე თავის უკვე ყოფილ თანამშრომლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე, მამუკა ახალაძე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, …

ქართველი მეზღვაური თურქეთის ერთ-ერთ პორტში დაიღუპა

ქართველი მეზღვაური თურქეთის ერთ-ერთ პორტში – ისკანდერუმში დაიღუპა. ინფორმაცია “ბათუმელებს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისელი მეზღვაური თორნიკე ქავთარაძე გემბანიდან გადმოვარდა. გემი სავარაუდოდ პორტში იდგა. რომელ კომპანიაში მუშაობდა მეზღვაური, დაწყებულია თუ არა გამოძიება, ან გადმოასვენეს თუ არა მეზღვაურის ცხედარი – სააგენტოში ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობენ. ამ დრომდე დაკავშირება ვერ მოვახერხეთ თურქეთის საკონსულოსთან საქართველოში.

Exit mobile version