„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია. „წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, …
Tag Archives: მანდარინი
„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს
„რა მანდარინს ვიბარებ?! არავინ არ იბარებს აქ მანდარინს… ვინც გითხრათ ჩემზე მანდარინს იბარებსო, იმან წაიღოს,“ – ბრაზს ვერ მალავს ქობულეთელი დავით ქათამაძე. მასთან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაგვაკავშირა – მანდარინს იბარებს და ფასსაც თავად გეტყვითო. აჭარა-გურიაში მანდარინის კრეფის სეზონი უკვე სრულდება. ქობულეთის სოფლების ძირითადი შემოსავლის წყარო მანდარინის ბაღებია, თუმცა, …
Continue reading “„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს”
„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას
„ჭარბი ნალექი იყო, უჩვეულოდ მაღალი ოდენობის ნალექი მოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო,“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი „ბათუმელებთან“. ამ უწყებაში პესტიციდების ხარისხის შესახებ ვიკითხეთ, რადგან ქედაში ვენახის მოსავლის მასობრივად გაუნადგურდათ, ქობულეთში კი, მანდარინებს ჰქონდა შავი ლაქები. იმის მიუხედავად, რომ ფერმერები პესტიციდებს აქტიურად იყენებენ, ციტრუსის შემთხვევაში, ხარისხიანი მოსავლის …
Continue reading “„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას”
„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში
„რა აზრი ჰქონდა, სად დალპებოდა? ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – კითხულობს რომან ნოღაიდელი, მეციტრუსე ქობულეთიდან და უკვე დათოვლილი, დაუკრეფავი მანდარინის ხეების მწკრივებს მიუყვება. რომან ნოღაიდელი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს. მას მანდარინის ჩავარდნილი სეზონის შესახებ ვესაუბრეთ. მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი აჭარაში ისევ გასაყიდია. მანდარინის დაკრეფისა და რეალიზების საუკეთესო დრო ნოემბერ-დეკემბერია. ქობულეთში, თითქმის ყველა მეორე სახლის …
Continue reading “„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში”
რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“
მეციტრუსეები მანდარინს ვეღარ ყიდიან იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ წინასაახალწლო პერიოდში ციტრუსი კარგ ფასად გაიყიდებოდა. ფერმერების თქმით, მანდარინის რუსეთში ვეღარ გააქვთ, თუმცა ექსპორტიორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს და რა გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს აჭარის მთავრობა? – აჭარის მთავრობის აპარატსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვები უპასუხოდ დატოვეს. აჭარაში წელს დაახლოებით 55 ათას …
Continue reading “რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“”
მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი
„ფასი უკვე ფორმირებულია: საშუალო, სტანდარტული მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებშია. მე ამ ფასის ცოტათი კლებას ვვარაუდობ, რადგან მოსავალი რეალურად დიდია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელია. რამდენიმე დღეა, რაც მანდარინის კრეფა აქტიურად დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს მოსავალი გამორჩეულად ხარისხიანია და ბევრი, თუმცა მყიდველი …
Continue reading “მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი”
34,8 ტონა მანდარინი სარფიდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა“, – აცხადებს სამსახური. საქართველოს მთავრობის 2023 წლის …
Continue reading “34,8 ტონა მანდარინი სარფიდან უკან, თურქეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური”
არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე
არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე …
Continue reading “არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე”
„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან
„აჭარაში ხურმის ექსპორტირების პერიოდი უკვე დასრულდა, თუმცა მანდარინის მოსავალს მოსახლეობა ახლაც აბარებს”, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა – ირაკლი ონიანმა. მას მოსავლიანობასა და იმპორტიორ ქვეყნებზეც ვკითხეთ. ბატონო ირაკლი, რამდენი ტონა მანდარინი გავიდა წელს აჭარიდან ექსპორტზე და წინა წელთან შედარებით რა ვითარებაა? 4 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტზე გატანილია 36 535 …
Continue reading “„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან”
სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად
აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, …
Continue reading “სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად”
გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო
„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს. ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში …
რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო
ქობულეთში, მანდარინის მიმღებ ქარხანასთან მანდარინით დატვირთული ავტომანქანების რიგები დგას. ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა. წელს ქობულეთში მანდარინს მხოლოდ ერთი ქარხანა Georgian Industrial Asset Management Group იღებს. ერთი კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრი ღირს. აქედან 10 თეთრს ქარხანა იხდის, 10 თეთრი კი სახელმწიფოს სუბსიდიაა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მანდარინით დატვირთული მისი მანქანა …
Continue reading “რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო”
რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება
„მანდარინის ფასი არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს კლიენტი,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ანუ ნოემბერში, კარგი ხარისხის მანდარინის გაყიდვა დაახლოებით 80 თეთრად იყო შესაძლებელი, თუმცა უკეთესი ფასის მოლოდინში მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი არ გაყიდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მანდარინის გაყიდვა 60 თეთრადაც ჭირს და ექსპორტიორები, რომლებსაც მანდარინი რუსეთში, უკრაინაში ან აზეირბაიჯანში მიაქვთ, …
Continue reading “რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება”
ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: • რუსეთში – 20 000 ტ. • უკრაინაში – 5 200 ტ. …
Continue reading “ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი”
სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა
ქობულეთში ყველაზე დიდი საწარმო რომ მანდარინს აღარ იღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. მოქალაქის თქმით, მას ახალსოფელში მდებარე საწარმოში – „ქართული მანდარინი“, უარი უთხრეს როგორც სტანდარტული, ასევე არასტადარტული მანდარინის მიღებაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმო მანდარინს აღარ იღებს. „არასტანდარტული აღარ არის, ამოიწურა, სტანდარტულს კი იღებს ჩვეულებრივად,“ – …
Continue reading “სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა”
ქართული მანდარინი სინგაპურში და ყატარშიც გაიყიდება – მთავრობა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წელს 55 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 2 დეკემბერს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც განაცხადეს, რომ უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი ძირითად საექსპორტო ქვეყნებში – უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სლოვენიასა და ყაზახეთში. მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო ქვეყნებს კიდევ სამი – ლიეტუვა, ყატარი და სინგაპურიც დაემატა. მანდარინის …
Continue reading “ქართული მანდარინი სინგაპურში და ყატარშიც გაიყიდება – მთავრობა”
ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს
ნოემბრის ბოლოს, როცა ზღვის სეზონი უკვე დასრულებულია და პლაჟზე გასარუჯად არავინ იჩქარის, აჭარაში მაინც ცას უყურებენ და ნატრობენ, ნეტავ უქმე დღეებს მზიანი ამინდი დაემთხვასო. მიზეზი ციტრუსის კრეფის სეზონია, ე.წ. „ნარინჯისფერი რთველი“ ან „მანდარინობა“, რომელიც შემოდგომის მიწურულს იმართება, როცა ციტრუსი ყვითლდება, ტკბება და ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ამ დროს აჭარაში, მანდარინის ბაღში თუ ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ …
Continue reading “ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს”
სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი
„მანდარინის საშუალო ფასი 60 თეთრია, თუმცა ეს დამოკიდებულია ხარისხზე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე. მისი თქმით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო. „დაახლოებით 1000 ტონამდე უკვე გატანილია ექსპორტზე… ძირითადად, გაიტანეს რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ასევე ლატვიაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბელორუსთან და შუა აზიის ქვეყნებთან. ისინი ითხოვენ გარკვეულ სტანდარტს. როცა …
Continue reading “სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი”
რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება
ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი …
Continue reading “რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება”
1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირება წელსაც მიმდინარეობს – სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება, აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსება 10 თეთრი იქნება, 10 თეთრს კი – საწარმო გადაიხდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს TCF GEORGIA მიმდინარე წლის სეზონზე 3000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, სამინისტროს …
Continue reading “1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე”
თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი ამოცანაა ციტრუსის რეალიზაციის პროცესის წარმატებული მართვა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარო და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის რეალიზაციის პროცესს. მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთად განიხილეს და შეაჯამეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს ციტრუსის მოსავალი 3-ჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი ამოცანაა ციტრუსის რეალიზაციის პროცესის წარმატებული მართვა”
არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრად – მიღება დაიწყო
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს Georgian industrial Asset Management Group-ი, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რისგანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში. სამინისტრო იუწყება, რომ ხვალიდან, 30 ნოემბრიდან არასტანდარტული მანდარინის მიღებას ასევე დაიწყებს შპს TCF GEORGIA, რომელიც წელს გეგმავს 4 000 ათას …
Continue reading “არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრად – მიღება დაიწყო”
ფერმერებს არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო წელსაც 10 თეთრს გადაუხდის
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გასული წლის მსგავსად, წელსაც 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში, ფერმერებს სუბსიდირების სახით 10 თეთრს გადაუხდის, სუბსიდირება კი მხოლოდ ციტრუსის მიმღებ და გადამამუშავებელ საწარმოებში ჩაბარებულ მანდარინზე გავრცელდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს საწარმო გადაიხდის, დარჩენილი 10 თეთრი კი სუბსიდირების …
Continue reading “ფერმერებს არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო წელსაც 10 თეთრს გადაუხდის”
საადრეო მანდარინის რთველი აჭარაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, …
რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში
ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული. „ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ …
Continue reading “რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში”
ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის
მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის. „ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული …
Continue reading “ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის”