ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა: ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე იგი უვადოდ გაამწესეს – 2019 წლის 14 თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის …

„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული 

“მე შეგნებულად დაგაჭერიეთ თავი… აქაც სპეციალურად მოვედი, სალაპარაკო მაქვს,” – თქვა ბრალდებულმა, როგორც კი მოსამართლე დაინახა და შემდეგ ბრალდებულის გისოსებს აღარ მოშორდა – მთელი პროცესის განმავლობაში ცოლზე ფიზიკური განადგურების არაერთგზის მუქარაში ბრალდებული მიხეილ ბ. ფეხზე იდგა და საუბრობდა. შიგადაშიგ მოსამართლე ლევან გელოვანი მის შეჩერებას, განმარტებების გაკეთებას და პროკურორის ჩართვას ახერხებდა. “10 წელი ცოლ-ქმარი ვართ და …

ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოსამართლე ლევან გელოვანის აცილების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის ახლობლები შეიკრიბნენ. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. “მოსამართლემ 8 თვე დაუთმო პროკურატურას, ჩვენი მტკიცებულებების გამოსაკვლევად კი, მხოლოდ რამდენიმე დღე განსაზღვრა,” – ამბობს ადვოკატი პაატა ნაკაიძე. მოსამართლე ლევან გელოვანმა ზაალ ახვლედიანს და ამ საქმის ფიგურანტ კიდევ 10 ბრალდებულს განაჩენი მაქსიმუმ …

ადვოკატი ექსპერტს: როდის შეხვდით ლავასოღლის და სად?

„მინდია ლავასოღლის მე-7 დაწესებულებაში შევხვდი, 2014 წელი იქნებოდა,“ – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა. შსს-ს ექსპერტს შეკითხვა ლავასოღლისთან შეხვედრის შესახებ ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ დაუსვა. ექსპერტმა ეთერ კუნელაშვილმა ხმების ექსპერტიზა ჩაატარა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ და დღეს, 19 მარტს, მოწმის სახით დაიკითხა დისტანციური წესით. ამ საქმეზე ექსპერტი ბოლო მოწმე იყო. რამდენიმე დღეში სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. …

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, …

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება. “ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა” ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი …

ადევნების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმში მცხოვრებ ბესო ფ.-ს გამოძიება ძალადობას და ადევნებას ედავება. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორმა მას ქუჩაში სცემა, მანამდე კი, ადევნების მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ქალი უკრაინის მოქალაქეა. დღეს, 5 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულება. საუბარია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაც ბრალდებულმა კაცმა სასამართლოში წარმოადგინა. „ეს არღვევს პერსონალურ …

რა ნახა გამომძიებელმა ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დროს

“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე. ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს. “იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა

ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა. “ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება. “სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების …

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა: „ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა. პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი  „ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას …

ძალადობაში ბრალდებული კაცის დედა: უმიზეზოდ არ დაარტყამდა ჩემი შვილი ქალს

„თავს სრულად დამნაშავედ მივიჩნევ,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. პროკურატურა ომარ ჯ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლზე ძალადობას ედავება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებული ერთ-ერთი რეგიონიდანაა. ის ცოლს ბათუმში ეჩხუბა, ნათესავის ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს. გამოძიების ვერსიით, ომარმა სუფრასთან ცოლს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ქალს ფიზიკური ტკივილი მიადგა. პოლიციას ძალადობის თვითმხილველმა მასპინძლებმა დაურეკეს. განსხვავებული ვერსია …

ნაცემი მოხუცის წერილი მოსამართლეს: გამოიყენეთ შეღავათები

„ჩვენ შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ პრეტენზია არ მაქვს, არ ვარ წინააღმდეგი, გამოყენებული იქნეს შეღავათები…“ – ამ შინაარსის წერილი დაზარალებულად ცნობილმა მამამ მისწერა მოსამართლეს. მის შვილს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ა.-მ მამას სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაარტყა ხელი, „რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.“ დავის საგანი მოხუცის პენსია გახდა, რასაც შვილი მამას სთხოვდა. კონფლიქტის შემდეგ …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლებას ითხოვს

“არ მესმის, რატომ არ უნდა გამათავისუფლოთ. სად დაინახეთ მიმალვის საფრთხე? მაგ შემთხვევის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი პოლიციას და ჩავბარდი,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ბაჩუკი გ.-მ.  საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ბრალდებულის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგია. მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში …

ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელმაც ამხილა პოლიციელების სიცრუე,“ – აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ დეკანაძის ინტერესებს იცავდა. დეკანაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ დეკანაძეს, რომელიც დაკავებამდე ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სარფის საბაჟოზე, 2016 წლის 7 მაისს, უკანონოდ შეძენილი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოჰქონდა. საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაა. სამართლდამცველებმა მოსამართლესაც …

პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

“ის მზადაა დაასახელოს ამ საქმის მონაწილე რეალური პირები, ორგანიზატორი, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ლევან მამულაძემ. “თქვენ საპროცესო შეთანხმებას ითხოვთ?” – იკითხა მოსამართლემ. ადვოკატმა მას უპასუხა, რომ შეთანხმებაზე განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა 20 დღის წინ მიმართა პროკურატურას ფემბე ოლგუნის ხელახლა დაკითხვის მოთხოვნით. პროკურატურა, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს გამოკვეთილი, რა მოტივით …

სასჯელი ქალს პირზე ხელის აფარებისთვის

მოსამართლე ლევან გელოვანმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ჯ.ი.-ს ოჯახში ძალადობისთვის. მას გამოძიება ოჯახის წევრის – დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავებოდა. ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, მსჯავრდებულმა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი საკუთარ დას და მისი გაჩუმება ამ გზით სცადა. კონფლიქტი და-ძმას შორის დის ოჯახში მოხდა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. „მსჯავრდებული ამბობს, რომ მას კარგი …

სადავო ფარული ჩანაწერი – ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე

„თუკი სასამართლო დაუშვებლად არ ცნობს ამ სატელეფონო ჩანაწერს, ეს იქნება ფარული მიყურადების წახალისება. ფარული მიყურადება დანაშაულია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლე ლევან გელოვანს. სატელეფონო ჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა ბათუმში „ორი ბიჭის მკვლელობის საქმეში“. ამ საქმეზე დღეს, 8 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად …

ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური …

„მოგეხსენებათ, 15 აპრილი სიყვარულის დღეა“ – პოლიციელის ჩვენება ორი პირის დაკავებაზე

„ეს შემთხვევა 2016 წლის 15 აპრილს მოხდა. 15 აპრილი სიყვარულის დღეა, მოგეხსენებათ, ბატონო მოსამართლევ…“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ბათუმის მე-3 განყოფილების პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ. მან აღწერა, როგორ გაუწია წინააღმდეგობა და თავს დაესხა 2 ნასვამი პირი 9 პოლიციელს. ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა 2016 წლის 15 აპრილის ღამეს ყოფილი სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ადმინისტრაციული …

ხმაური სასამართლოში – მკვლელობის საქმის განხილვა

მკვლელობის საქმის განხილვაზე მოსამართლე ლევან გელოვანს რამდენიმე პირის სასამართლოდან გაძევება მოუწია. საუბარია გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე. შემთხვევის შედეგად 50 წლის კაცი – ანზორ კონცელიძე დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობა მუცელში ქვის მრავალჯერ ჩარტყმით მოხდა და ამას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. „ჩემი ძმა მანქანით მოდიოდა სახლისკენ. გზაში შეამჩნია, რომ მეზობლის ბიჭები შეკრებილიყვნენ და …

“აივანზე 4 ძირი კანაფი მქონდა” – განაჩენი საკონსტიტუციოში საქმის მოგების შემდეგ

“ზაფხული იყო. უცებ პოლიციელები მოვიდნენ… აივანზე ნახეს კანაფი. ოთხი ძირი მქონდა დარგული სულ. პატარები იყო ძალიან, ჯერ ფოთოლს ვერ შეაწყვეტდი,” – უთხრა მოსამართლეს ჯამბულ გვიანიძემ. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ედავება. ჯამბულ გვიანიძემ გასულ წელს მოიგო დავა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯამბულ გვიანიძის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის …

ბათუმში, ქუჩაში, კაცს ლეპტოპი წაართვეს – ძარცვა

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი ძალით წაართვეს კაცს ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა მელაძე საქმეზე, სადაც სამი ახალგაზრდაა ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. გამოძიებამ სამივე ბრალდებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით დააკავა. ბრალდებულებმა ირაკლი თ.-მ ირაკლი გ.-მ და იური ჯ. -მ წარდგენილი ბრალი დაკავებისთანავე აღიარეს. თქვეს, რომ ნასვამები იყვნენ და დაკავების შემდეგ …

მამამ სრულწლოვან გოგონებს უცხო ბიჭის ოჯახში მიყვანისთვის სცემა

მოსამართლე ლევან გელოვანი დახურულ სხდომაზე განიხილავს გურამ ო.-ს საქმეს. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. საქმის განხილვა დახურულია, რადგან ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მისულმა მამამ სრულწლოვანi შვილები – გოგონები ფიზიკურად შეურაცხყო. ადვოკატის თქმით, მამა იმიტომ გაბრაზდა, რომ გოგონებს მეგობარი ბიჭი ჰყავდათ მიყვანილი სახლში, ხოლო სახლი მოუწესრიგებელი იყო. „საუბარია თმაში მოქაჩვაზე, ცემა არ …

უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ვცემე,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა გულშა ს.-მ. პროკურატურის ვერსიით, მან ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს სცემა. მას ძალადობის მუხლით ედავებიან. მოსამართლის კითხვაზე, სად მუშაობთ? ბრალდებულმა თქვა, რომ ბათუმში არსად მუშაობს, თურქმენეთიდანაა და ტურისტია. გულშა ს. მეორე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ის ცემისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის …

ქალის საქმე კასრში აღმოჩენილ ასაფეთქებლებზე – სასამართლო

დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 თებერვალს, მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ იმ პოლიციელების ჩვენება მოისმინა, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. საუბარია ქობულეთში, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა …

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

Exit mobile version