რესტორნები 24:00 საათამდე იქნება ღია, ღამის კლუბების მუშაობა კი აკრძალულია

დღეიდან, 30 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე. ასევე დღეიდან რესტორნებს, კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ 24:00 საათამდე. მთავრობის ცნობით, ეს შეზღუდვა ეხება სასტუმროების რესტორნებსაც. რაც შეეხება ღამის კლუბებს, მათი მუშაობა ამ დროისათვის მთლიანად აკრძალულია. ბოლო, 29 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის …

ხვალიდან კომენდანტის საათი უქმდება

ხვალ, 30 ივნისს, 7-თვიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოში გაუქმდება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ე.წ. კომენდანტის საათი. 30 ივნისის დილის 4 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს. მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა გაუქმდებოდა 30 ივნისის დილის …

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან გაუქმდება. ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან გადაადგილება 23:00 საათიდანაა შეზღუდული.

გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე: დავაკვირდებით 10-14 დღე ეპიდსიტუაციას

დღეს, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა ტურისტულ სეზონზე ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. „იყო მსჯელობა და მიღებულია გადაწყვეტილება, დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. …

„კომენდანტის საათი“ დილის 4 საათზე დასრულდება

საქართველოში „კომენდანტის საათი“ ერთი საათით შემცირდა.  კერძოდ, გადაადგილება აკრძალული იქნება საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე. აქამდე გადაადგილება  23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იყო  შეზღუდული. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის …

ღამის 11 საათამდე შეძლებთ გადაადგილებას – კომენდანტის საათის დრო მცირდება

დღეიდან, 17 მაისიდან, გადაადგილება 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იქნება შეზღუდული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ პერიოდში საქართველოში კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას გასულ კვირას მიმართეს პეტიციითაც, რომელსაც ხელს 31813 მოქალაქე აწერს.  

კომენდანტის საათზე მივიღებთ გადაწყვეტილებას – ღარიბაშვილი

„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების …

20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძეა. პეტიციის ტექსტში წერია, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. „კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და …

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კვლავ ძალაში რჩება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. დღეს, 11 მაისს, ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების მოხსნის შესახებ. კერძოდ: აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებები. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, ფიზიკური პირი – 2 ათასი …

თუ პირბადის მოხმარებას 95%-ზე ავიყვანთ, კომენდანტის საათის მოხსნას განვიხილავთ – ტიკარაძე

რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ საღამოს ცხრა საათიდან მოიხსნას კომენდანტის საათი და ადამიანებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ? – ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს დაუსვეს. მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საუბარი, თუ პირბადის მოხმარება მოსახლეობის მხრიდან 95 პროცენტამდე გაიზრდება. „თუ ჩვენ შევძლებთ და პირბადის მოხმარებას 95 პროცენტამდე ავიყვანთ, …

საქართველოში კომენდანტის საათის შემოღებიდან 5 თვე გავიდა

ზუსტად ხუთი თვეა საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხსნია. კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეცვალა მათი ქცევები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები. უარყოფითად აისახა როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მძიმე მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვაა. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი …

დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია

შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა.  შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი. შესაბამისად, …

კომენდანტის საათის დარღვევა და სტიკეტები „ოცნების“ ბათუმის ოფისზე – Live

„არა კომენდანტს“, „გახსენით ქვეყანა“, – სკანდირებენ ბათუმის ქუჩებში აქციის მონაწილეები. დღეს, 3 აპრილს, საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ბათუმშიც იმართება. აქციის მონაწილეები ქუჩაში 21:00 საათის შემდეგ გამოვიდნენ და ამ წუთებში დემონსტრაციულად არღვევენ ეგრეთ წოდებულ კომენდანტის საათს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოაწყო საპროტესტო მსვლელობაც. ისინი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ …

დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი

„დამირეკეს თუ არა, მამაშენი ცოცხალ-მკვდარი დავტოვეთ საავადმყოფოშიო, გამოვვარდი სახლიდან, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ ფუნდუკიდი, რომელიც 15 მარტს პოლიციელებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. თამაზ ფუნდუკიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს. „მამაჩემი 80 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ის ჩემს ახლობელთან მყავდა დატოვებული ქალაქში,“ – გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი, „ღამით დამირეკა …

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდეა. დღეს, 24 თებერვალს, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, მაგალითად, საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება, 15 მარტიდან ამუშავდება სპორტული დარბაზები.

„ამაზე მსჯელობა არ არის“ – მინისტრი კომენდანტის საათის გაუქმებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე არ მსჯელობს, რომელიც მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებას უზღუდავს. მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებამდე ან მოხსნამდე მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმ ბიზნესების აღდგენაზე, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას. მათ შორის თურნავამ სპორტული დარბაზები და საბავშვო ბაღები დაასახელა: „ერთ-ერთი ყველაზე წონადი …

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის …

6 იანვარს ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს, 6 იანვარს, ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება. გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია ქვეყნის მოქმედ ტაძრებში 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან დაიწყება. კომენდანტის საათი 7 იანვრის 21:00 საათიდან ისევ განახლდება. ქუჩაში გასვლა აკრძალული იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

საახალწლოდ მორთული ბათუმი კომენდანტის საათის დროს | ფოტოამბავი

ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. თუმცა  კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქი ცარიელია. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ქუჩებიდან.

საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. „აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი. მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და …

23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში]. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …

 პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“

„…არ გამოუკითხავთ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, ანუ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ლაშა მ. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ნაცემი მოქალაქის ინტერესებს იცავს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა საქმეზე, სადაც პოლიციელების სავარაუდო პასუხისმგებლობა შესაძლოა დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს პოლიციელები არც კი გამოუკითხავს, ინსპექტორი …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც. მგზავრთა გადაყვანისა …

74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 7 მაისის 21:00  საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის …

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა]. ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ …

კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც …

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …

25 აპრილს 65 პირი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა, 65 მოქალაქე კი დაჯარიმდა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ დააჯარიმა 20 პირი. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ასევე, გამკაცრებულია …

შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე …

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …

კომენდანტის საათის დარღვევის 234 ფაქტი ბოლო 24 საათში

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმეს 92 მოქალაქე. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 …

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 94 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, პოლიციამ, შინაგან საქმეთა …

Exit mobile version