მთავარი,სიახლეები

საქართველოში კომენდანტის საათის შემოღებიდან 5 თვე გავიდა

28.04.2021
საქართველოში კომენდანტის საათის შემოღებიდან 5 თვე გავიდა

ზუსტად ხუთი თვეა საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხსნია.

კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეცვალა მათი ქცევები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები. უარყოფითად აისახა როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მძიმე მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვაა. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კომენდანტის საათს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მთავრობა კი მის არსებობას კორონავირუსის პრევენციით ხსნის.

საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი, 3.31 ლარი ღირდა. ხუთი თვის შემდეგ, 27 აპრილის საღამოს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.45 ლარს აღემატება  – ბათუმი კომენდანტის საათის დროს

კომენდანტის საათის მიუხედავად პორტი არასდროს ისვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში საზღვაო გადაზიდვებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს – ბათუმი კომენდანტის საათის დროს

ბათუმის ერთ-ერთი ხმაურიანი ქუჩა კომენდანტის საათის დროს. ამ ქუჩაზე უამრავი პატარა კაფე-ბარი თუ პაბია, მაგრამ აკრძალვა ყველას თანაბრად ეხება – ბათუმი კომენდანტის საათის დროს

კომენდანტის საათის გადაადგილება მოქალაქეებს მხოლოდ საშვის საშუალებით შეუძლიათ. კურიერები იმ ადამიანთა რიცხვში არიან, ვისზეც საშვები დაშვებულია

კომენდანტის საათის დროს ბათუმი თითქმის ცარიელია

ბათუმი კომენდანტის საათის დროს

მიტანის სერვისი და კურიერები ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია პანდემიის დროს

ჭავჭავაძის გამზირი, ბათუმი კომენდანტის საათის დროს

წელიწადის ამ დროს ბათუმის ამ ქუჩას [მემედ აბაშიძის გამზირი] იშვიათად ნახავდით ცარიელს

ქალაქის ქუჩებში პოლიცია პატრულირებს – კომენდანტის საათის დარღვევაზე ჯარიმა 2000 ლარია.

ბათუმი
28 აპრილი, 2021 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: