სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …
Tag Archives: კიბო
„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან
4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც. „ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა. „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – …
Continue reading “„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან”
აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა
ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის …
Continue reading “აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა”
როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან
კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“. “მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური …
Continue reading “როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან”
ფარისებრი ჯირკვლის კიბო – რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციაზე
კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მომატებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას ასახელებენ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა შემთხვევათა 99%-ში ქირურგიული მეთოდით ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგის თემურ გოგიტიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კიბო, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება 100%-ით განიკურნოს. „გარდა …
Continue reading “ფარისებრი ჯირკვლის კიბო – რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციაზე”
რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება. ძუძუსა და …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე”
უკრაინაში კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა შეჩერებულია – ზელენსკი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის გამო კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა მთლიანად შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს სპეციალური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მისივე თქმით, დღემდე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაანადგურეს ან დააზიანეს 400-მდე სამედიცინო დაწესებულება: საავადმყოფოები, სამშობიაროები, კლინიკები. „ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს …
Continue reading “უკრაინაში კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა შეჩერებულია – ზელენსკი”
მდიდარ ქვეყნებში ბავშვისთვის კიბო აღარ არის განაჩენი – ჯანმოს ახალი მოხსენება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 15 თებერვალს, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც პირველადაა ხაზგასმული ევროპის რეგიონის ქვეყნებში ბავშვთა კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული უთანასწორობა. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კიბოთი დაავადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. დღეს, ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია განვკურნოთ ბავშვთა კიბოს შემთხვევების 80%-მდე. მაღალი …
Continue reading “მდიდარ ქვეყნებში ბავშვისთვის კიბო აღარ არის განაჩენი – ჯანმოს ახალი მოხსენება”
კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება. NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით …
Continue reading “კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა “
რა კავშირშია ხორცის ჭამა კიბოს განვითარების რისკთან?
კიბო მსოფლიოში სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია. მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას პირველ რიგში თამბაქოს, აზბესტისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენა სახელდება, შემდეგ მოდის ქრონიკული ინფექციების წვლილი, თუმცა უკვე წლებია სულ უფრო და უფრო იზრდება კიბოს გამომწვევ მიზეზებში ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორების, კერძოდ დიეტის, ფიზიკური აქტივობისა და ალკოჰოლის მოხმარების როლის აღიარება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ერთ-ერთ ანგარიშში წერს …
Continue reading “რა კავშირშია ხორცის ჭამა კიბოს განვითარების რისკთან?”
როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან
პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს …
Continue reading “როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან”
ძუძუს კიბოს 50% უკვე I-II სტადიაში ვლინდება, სკრინინგის ჯერ კიდევ ცოტა ქალი იტარებს – ექიმი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის …
BBC: მეცნიერებმა „გაშიფრეს“ კიბოს უჯრედები და მკურნალობაში რევოლუციას გვპირდებიან
მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან პირველად სრულად გაშიფრეს 38 სახეობის კიბოს უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია და შეადგინეს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი დნმ-ის მუტაციის კატალოგი. კვლევა – „ყველა ტიპის კიბოს გენომის სრული ანალიზი“ 10 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და მასში 1300 გენეტიკოსი მონაწილეობდა 37 ქვეყნიდან. კვლევის შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდა ოცამდე სამეცნიერო ჟურნალში ერთდროულად – წერს BBC. მეცნიერების თქმით, კიბოს განვითარება …
Continue reading “BBC: მეცნიერებმა „გაშიფრეს“ კიბოს უჯრედები და მკურნალობაში რევოლუციას გვპირდებიან”
სიმპტომები ბავშვებში რომლის იგნორირება დაუშვებელია
ისეთი სენი, როგორიც კიბოა არ ინდობს არავის მათ შორის ბავშვებს. ლიმფომა თავისი გავრცელების არიალის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველზე და მეორეზე ლეიკოზი და თავის ტვინის სიმსივნეა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს დაავადება ძირითადათ დიაგნოზირდება 10-15 წლის ასაკში. ეს ის განვითარების პერიოდია, როდესაც მიდის ჩქარი ლიმფოციტების პროლიფერაცია, და სწორედ ამ დროს თუ მოხდა ორგანიზმში გარკვეული დარღვევა …
Continue reading “სიმპტომები ბავშვებში რომლის იგნორირება დაუშვებელია”
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით. დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის …
რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია
კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს: „თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის …
Continue reading “რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია”
ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) კიბოს გავრცელების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მონაცემები 185 ქვეყანას მოიცავს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზრდება და 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება ამ დაავადებით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 2018 წელს კიბოთი დაავადების 9 …
Continue reading “ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება”
აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში
ბათუმში, კერძო დასახლებებში, ასევე სოფლებში, ბევრ სახლს ჯერ კიდევ აზბესტის შემცველი „შიფერის“ სახურავი აქვს. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის. ამ დროისთვის 53 ქვეყანაში არის აკრძალული აზბესტის გამოყენება. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. შესაბამისად, საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია ისევ შემოდის. …
Continue reading “აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში”
“მოდური” კიბო – რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები 14-ჯერ
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები 59-დან 850-მდე გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე ცხრაჯერ გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციების რიცხვი. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წელს ფარისებრის 457 ოპერაცია 579, 751 ლარით …