„მცემეს, დამიჭირეს“ – პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე დააკავეს

„მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს“ – წერს ფეისბუქში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე. დღეს, 16 აპრილს, ღამით, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები უზღუდავენ გადაადგილების საშუალებას. აქციის მონაწილეების თქმით, გამოიყენეს წიწაკის …

ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ვაჟა დარჩია შევა „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში „ლელოდან“ ვაჟა დარჩია იმუშავებს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე „ლელოს“ პარტიული სიის მეორე ნომერია, სიის პირველმა ნომერმა, ირაკლი კუპრაძემ კი, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა. „საკრებულოს შემდეგ სხდომას დავესწრები უკვე. ირაკლი კუპრაძემ მიიღო პერსონალური გადაწყვეტილება, რასაც ვეთანხმებით, თუმცა მანდატის და ტრიბუნის გამოყენებას ვაპირებთ,“ – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ …

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე საკრებულოს მანდატს ტოვებს. ამის შესახებ დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ნერიმან ცინცაძემ. მისი თქმით, ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა. ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე ირაკლი კუპრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დატოვა მან საკრებულო. კუპრაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პერსონალური …

მოსამართლემ ირაკლი კუპრაძე გაამართლა, ისიც „მონას“ დაძახებისთვის დააკავეს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა. ის 2 მარტს ბათუმში, სოლიდარობის აქციაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ მან პოლიციელებს „მონა“ უწოდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ „მონას“ დაძახება სამართალდარღვევად არ მიიჩნია – 4 აპრილს ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩიდან“ ცოტნე კობერიძე, რომელმაც …

სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო. საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია. „არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე …

თებიძის საკრებულოს ბათუმის ბიუჯეტს არ დავამტკიცებინებთ – ოპოზიცია ცესკოს მიმართავს

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ უფლებას არ მისცემენ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ბრიფინგზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები, თუმცა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რომ იზიარებენ პოზიციას სხდომის ჩანიშვნის ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ. „ბათუმში მიმდინარეობს უპრეცედენტო დანაშაულებრივი მოქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გამოიხატება იმაში, რომ …

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …

რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები

„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …

ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში ირაკლი კუპრაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა. „ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ამავე უბანზე სხვა დარღვევაც გამოვლინდა. კერძოდ, „წილისყრის …

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა. ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია?  დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, …

ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და პაატა ცივაძე – “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარიდან

12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში  გაიმართა. ღონისძიებას  პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  მამუკა ხაზარაძის გარდა,  „ლელოს“  გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის   ლიდერები, მოწვეული სტუმრები,  დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის მასშტაბით,  30 სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ეტაპზე დეპუტატობის  მხოლოდ 25 კანდიდატი დასახელდა,  რომელთა შორის 6 ქალია. რაც …

„ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ – ლელოს კამპანია

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ახალი კამპანია – „ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ დაიწყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოში, როგორც პროპორციული სიის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევის საჯარო პროცესს ითვალისწინებს. ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. თქვენი ჩართულობა და აზრის …

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …

ხოფასა და ქემალფაშაში ვინც მუშაობდა, რიჟვაძემ უშუამდგომლოს ქვეყნის მთავრობასთან – ლელო

„ლელო“ იმ ადამიანების დახმარებას ითხოვს, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელი ქვეყნის ქალაქებში – ხოფასა და ქემალფაშაში და იქ მუშაობით/ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. „45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ადგილები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ …

„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს

დღეს, 23 თებერვალს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს. „ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის …

დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უვლის, კერძო პირები აღადგენენ. სინაგოგა რამდენიმე წელია უკვე მიტოვებულია და დანგრევის პირასაა. ძეგლის აღდგენის ინიციატორები სამომავლოდ შენობაში მუზეუმის გახსნის იდეასაც განიხილავენ. სინაგოგის აღდგენის ინიციატორებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. შენობის გადარჩენის მიზნით ის დაფინანსების მოპოვებას დიდი ხანი ცდილობდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, …

მეშახტის 9 წამი

ავტორი: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი როგორც ამბობენ, 400 მეტრიდან ადამიანის ვარდნა 9 წამის განმავლობაში გრძელდება. არ ვიცი, ვინ და რატომ გამოთვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ ტყიბულში დაღუპულ 4 მუშაზე ფიქრის დროს მუდმივად ეს მახსენდება და ბრაზთან ერთად საშინელი შიში მიპყრობს. არა იმიტომ, რომ სიმაღლის შიში ბავშვობიდან მომყვება, არამედ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ამეკვიატა, რის გაფიქრებას ან დაძახებას …

აუდიტორია #115-ის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში

ხვალ, 22 თებერვალს, აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს, რომელიც აუდიტორია #115-ის აზრით დისკრიმინაციულია და ყველა სტუდენტს არ აძლევს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას. აუდიტორია #115-ის წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესი დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს თანაბრად, …

Exit mobile version