მთავარი,სიახლეები

ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

31.10.2020
ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში ირაკლი კუპრაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ამავე უბანზე სხვა დარღვევაც გამოვლინდა. კერძოდ, „წილისყრის დროს კომისიის თავმჯდომარის ნებართვით უბანზე დაგვიანებით მოსული „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი შეიყვანეს, მაშინ როცა სხვებს ამის უფლება არ მიეცათ“.

კუპრაძის თქმით, 58-ე საარჩევნო უბანზე გახსნილი ბიულეტენი აჩვენეს დამკვირვებლებს „რაც ასევე დარღვევაა.  63-ე უბანზე კი საკონტროლო ფურცელს არ დაასვეს ბეჭედი, ისე ჩაუშვეს ყუთში“.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს შეცვლილი აქვთ საარჩევნო უბანი, ამის შესახებ კი მათ არ მისვლიათ საარჩევნო ბარათები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: