იაპონური კულტურის დღეები ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (ბაუ) იაპონიის კულტურის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში იაპონური დამწერლობის ნიმუშების დათვალიერება და იაპონური ჩაის გასინჯვა შეეძლოთ. „ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობები დაკავშირებულია იაპონიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან, სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ იაპონური დღეები. დღევანდელი ღონისძიება იაპონიას უკეთ გააცნობს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნიჟარაძემ, ბათუმის საერთაშორისო …

მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულთა რიცხვი 232-მდე გაიზარდა

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 232-მდე გაიზარდა, 21 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მიწისძვრამ 22 374 შენობა დააზიანა. ამავდროულად, ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ზარალის შეფასება გრძელდება, ამიტომ ნგრევის მთლიანი მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში პირველ იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ამავე თემაზე:

იაპონიაში 94-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ბოლო ცნობების თანახმად იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ვიჯიმაში მიიჩნევენ, რომ ასამდე ადამიანი ჩამონგრეული შენობების ქვეშ რჩება ამ დრომდე. მედიის ცნობით, ქალაქში სამაშველო სამუშაოები ახლა ფოკუსირებულია იმ ადგილებში, სადაც ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა …

იაპონიაში 84 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად – ბოლო ცნობები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა იშიკავას პრეფექტურაში, 79 ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება – წერს იაპონური გამოცემა mainichi. მედიის ცნობით, დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ფოტოზე: მიწისძვრა იაპონიაში. ფოტო: EPA-EFE/FRANCK ROBICHON …

იაპონიაში Japan Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 2 იანვარს, ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში Japan Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა ავიაკომპანიის ცნობით, ბორტზე 379 მგზავრი იყო და თვითმფრინავის დატოვება მოასწრეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების გარეშე. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ გამოიწვია Japan Airlines-ის თვითმფრინავისა და იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავის შეჯახებამ. მიმდინარეობს გამოძიება. ____________ ფოტო: EPA-EFE  

30 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში

იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც 1 იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს მოხდა. იაპონური მედიის ცნობით, მაშველები ჯერ ისევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია ნგრევა და ხანძარი იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმაში, მედიის ცნობით, გზებზე ნანგრევები აფერხებს სამაშველო ოპერაციებს. 2 იანვარს, დილით, საგანგებო სამსახურმა გააუქმა გაფრთხილება მოსალოდნელ ცუნამზე, მას …

იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია

იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს,1 იანვარს, მოსახლეობა გააფრთხილა სამიდან ხუთ მეტრამდე ტალღების საფრთხის შესახებ. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის პირველი ტალღები უკვე დაფიქსირდა იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმას მახლობლად. სამაშველო სამსახურებმა სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაღალ ადგილზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურები არ …

ყოველი მეათე იაპონელი 80 წელზე მეტი ასაკისაა

80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა პირველად შეადგინეს იაპონიის მოსახლეობის 10 პროცენტი – ამის შესახებ იაპონური გამოცემა Mainichi წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 80 და 80 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 270 000-ით გაიზარდა და იაპონიის მთლიანი მოსახლეობის 10,1 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 124,6 მილიონია. 65 წელზე უფროსი ასაკის პირების რაოდენობა იაპონიაში მთლიანი მოსახლეობის …

ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს – ინტერვიუ იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. „ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს ელჩად – ვგრძნობ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას. ჩემი საქმიანობის განმავლობაში მსურს კიდევ უფრო განვავითარო მეგობრობა და ხელშესახები თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – გვითხრა იშიძუკა ჰიდეკიმ ინტერვიუს დაწყების წინ. „ბათუმელები“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ბატონო ელჩო, გვინდა საქართველოსა …

იაპონია უკრაინის აღდგენისთვის თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს

იაპონიის მთავრობა ჯამში 470 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად გრანტის სახით. შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, ძირითადი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის აღდგენასა და დემოკრატიის გაძლიერებას. იაპონია აპირებს გააგრძელოს უკრაინის ხალხის მხარდაჭერა, რომელიც სირთულეების წინაშე დგას, საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, კერძოდ, G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს, კიევში …

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek

2021 წლის ზაფხულში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek-ის ცნობით ამის შესახებ ლაპარაკია წერილში, რომელმაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გამოჟონა. გამოცემის ცნობით, წერილი, რომელშიც რუსეთის განზრახვაა აღწერილი, ФСБ-ს აგენტმა 17 მარტს გაუგზავნა ადამიანის უფლებათა დამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და იქიდან მართავს ცნობილ ანტიკორუფციულ ვებსაიტს – …

ვაკვირდებით ანაკლიის პორტს – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იაპონიის საელჩოს მიერ დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები – ამ და სხვა თემებზე ესაუბრა „ბათუმელები“ იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას. ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივლისს, ბათუმში. ბატონო ელჩი, როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას საქართველოში? მადლობა საინტერესო კითხვისთვის. საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ვარ. მე და ჩემი მეუღლე როცა ჩამოვედით, შუა „ლოქდაუნი“ …

იაპონია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთს

იაპონია დამატებით სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე თავდასხმის გამო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. ტოკიო გაყინავს კიდევ რამდენიმე რუსული ბანკისა და 140-მდე ფიზიკური პირის აქტივებს იაპონიაში, ასევე, რუსეთში ექსპორტის აკრძალვა შეეხება დამატებით 70 სამხედრო ორგანიზაციას და რუსეთში აიკრძალება უახლესი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტი, მათ შორის კვანტური კომპიუტერების. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იაპონია შეუერთდა …

კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს რუსეთში შესვლა აუკრძალა

კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა. „კიშიდას ადმინისტრაციამ დაიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, იყენებს მიუღებელ რიტორიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მათ შორის, ცილისწამებასა და მუქარას. ამას ეხმაურებიან იაპონიის საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად მიკერძოებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ. ტოკიო დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს კეთილმეზობლური კავშირების …

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიაში გარდაიცვალა 119 წლის ქალი, კეუნ ტანაკა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილი იყო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. ინფორმაციას ამის შეახებ იაპონური მედია ავრცელებს. ქალი 1903 წლის იანვარში იყო დაბადებული, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებამდე ერთი წლით ადრე. 103 წლის ასაკში ქალს მსხვილი ნაწლავის კიბო დაუდგინეს, მაგრამ მან შეძლო დაავადების დამარცხება ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ. მას მიაჩნდა, …

იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა

დღეს, 8 აპრილს, იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა უკრაინაში რუსეთის ომის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის საპასუხოდ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გაძევებულ დიპლომატებს შორის არ არის რუსეთის ელჩი, მიხეილ გალუზინი. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ იაპონია დააწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, აკრძალავს ქვანახშირისა და არყის იმპორტს რუსეთიდან, გაყინავს Sberbank-ისა და Alfa Bank-ის მსხვილი კრედიტორების აქტივებს და …

იაპონია რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტს კრძალავს – ახალი სანქციები

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს. 5 აპრილიდან რუსეთში იაპონური ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლების და ალკოჰოლის ექსპორტი იკრძალება. იაპონური მედიის ცნობით, მანქანები იაპონიიდან რუსეთში მიმავალი ტვირთის დიდ ნაწილს შეადგენს. 2020 წელს იაპონიიდან რუსეთში 5 მილიარდი დოლარის ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. გარდა ამისა, იაპონიიდან რუსეთში აღარ მოხდება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოს და კოსმეტიკური საშუალებების …

გააძლიერეთ ზეწოლა რუსეთზე – ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა

დღეს, 23 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა. ზელენსკის ონლაინჩართვას იაპონიის პარლამენტში ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, და, ასევე, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. მედიის ცნობით, ზელენსკიმ იაპონიას სთხოვა სანქციების გაძლიერება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგოს შემოღებით. მან მადლობა გადაუხადა იაპონიას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისა და სანქციების დაწესებისთვის. „თქვენ …

არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი – გზავნილი იაპონიის 2 ქალაქიდან

იაპონიის ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ბირთვული ომის საფრთხეებს ეხმიანებიან. ჰიროსიმა და ნაგასაკი იაპონიის ის ქალაქებია, რომელთაც იწვნიეს ატომური იარაღის საშინელი ძალა. 1945 წელს ორივე ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი სხვადასხვა სენით დაავადდა. 8 მარტს ქალაქ ჰიროსიმაში იაპონელებმა 1000 სანთელი აანთეს რუსეთის …

იაპონელ მოხალისეებს სურთ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან უხმო მოხალისეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იაპონიაშიც გამოეხმაურნენ. იაპონური გამოცემა, Mainichi Shimbun-ი წერს, რომ პირველი მარტის მდგომარეობით, იაპონიის 70-მდე მოქალაქემ გამოთქვა სურვილი წავიდეს უკრაინაში მოხალისე ჯარისკაცად. „ყველა მოხალისე მამაკაცია და ბევრი მათგანი იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF) ყოფილი ოფიციალური პირია. მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის იყო: „თუ …

იაპონიის პრინცესა მაკო შეყვარებულზე დაქორწინდა და სამეფო ტიტული დაკარგა

იაპონიის პრინცესა მაკო დაქორწინდა სტუდენტობის შეყვარებულზე, კეი კამუროზე და შედეგად სამეფო ტიტული დაკარგა. იაპონიის კანონმდებლობით, იმპერატორის ოჯახის წევრი ქალები კარგავენ სტატუსს არატიტულოვან პირთან ქორწინებისას. ამ ქორწინების წინააღმდეგ იაპონიაში აქციაც გაიმართა. „ჩემთვის კეი შეუცვლელია, ქორწინება აუცილებელი არჩევანი იყო“ – განაცხადა პრინცესა მაკომ. მედიაში ვრცელდება მისი ქმრის, კეი კამუროს ციტატაც: „მე მიყვარს მაკო. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე …

სახანძრო კიბე ბათუმის მაღალსართულიანი კორპუსებისთვის – იაპონიის საელჩოს საჩუქარი  

იაპონიის საელჩომ  ბათუმს 140 ათასი დოლარის ღირებულების სახანძრო ავტო-კიბე აჩუქა. პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ავტო-კიბე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს ავტოპარკში იქნება. სახანძრო ავტო-კიბე მაღალ სართულებზე გაჩენილ ხანძრებთან საბრძოლველადაა გათვლილი. სახანძრო ტექნიკის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს, 12 ივნისს, ბათუმში გაიმართა და მეხანძრე-მაშველის …

იაპონიის კუნძულ ჰონშუს ტაიფუნი უახლოვდება – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო იაპონიაში საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. „იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ბათუმში იაპონელი მეზღვაურების ფოტოგამოფენა გაიმართება

23  სექტემბერს, ბათუმში, იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით Beyond the Horizon. გამოფენაზე მეზღვაურების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გემზე მეზღვაურთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გამოფენა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია – IMLA – აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.  კონფერენციის მონაწილე ლექტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საზღვაო სფეროში …

იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ფარგლებში. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ეწყობა. „ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare“-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში …

იაპონიაში სკოლის მასწავლებელი ვირტუალურ გოგონაზე დაქორწინდა

დღეს საერთაშორისო მედია წერს იმაზე, რომ იაპონელი მასწავლებელი, 35 წლის აკიჰინო კონდო, ვირტუალურ გოგონაზე, ჰაცუნე მიკუზე დაქორწინდა. ჰაცუნე მიკუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვირტუალური მომღერალი გოგონაა იაპონიაში და რეალურ მუსიკალურ ჩარტებშიც პოპულარულია. ქორწილზე ვირტუალური გოგონას ჰოლოგრამის მიხედვით დამზადებული თოჯინა იყო პატარძლად წარმოდგენილი. ქორწილისთვის აკიჰინო კონდომ 18 000 დოლარი გადაიხადა. ცერემონიაზე ტოკიოში 40 სტუმარი იყო მიწვეული, მაგრამ …

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად ითარგმნა

“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”,”გველისმჭამელი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ვერხვი”და “ჩხიკვთა ქორწილი” – ეს ის არის ნაწარმოებებია, რომელთა წაკითხვაც უკვე იაპონურ ენაზეა შესაძლებელი. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად საქართველოში იაპონიის კულტურის ატაშემ  იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. იასუჰირო კოჯიმა ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარია. ვაჟა-ფშაველას გარდა  იასუჰირო კოჯიმას ნათარგმნი აქვს ნოდარ დუმბაძის და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. მასვე …

„ტოჩინოშინი ქართველი სუმოისტია, ამიტომ ჩამოვედით“ – იაპონელი წყვილი ბათუმში

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მოგზაური შეყვარებულები არიან. მიკას ფეისბუქგვერდზეც ასე უწერია პროფესიის გრაფაში – „მოგზაური“. იაპონელი წყვილი ბათუმში სულ ოთხი დღით ჩამოვიდა. ორივენი სუმოს დიდი მოყვარულები არიან და ტოჩინოშინის, იგივე ლევან გორგაძეს გულშემატკივრობენ. საქართველოში მოგზაურობაც ტოშინოჩინის გამო გადაწყვიტეს, იციან, რომ იაპონიაში ცნობილი სუმოისტი საქართველოდანაა და აინტერესებდათ, როგორი ქვეყნიდან იყო მათი საყვარელი სპორტსმენი. მართალია, საქართველოში …

25 საზოგადოებრივი ტუალეტი, როგორსაც საქართველოში ვერ ნახავთ

საზოგადოებრივი ტუალეტების  მდგომარეობა  ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელია. იაპონელი ფოტოგრაფი, ჰიდეფუმი ნაკამურა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ბევრს მოგზაურობს და საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოკოლექციას აგროვებს. ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს ფოტოგრაფს: toilets a go go , რომელზეც მოგზაურობისას გადაღებული იაპონური საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოებს აქვეყნებს პერიოდულად. . 児童遊園 children’s playground ・ 『杉並バタフライ』その3 ver.鳥と子供とシャボン玉 白屋根 ・ #下高井戸児童遊園 #杉並バタフライ #suginami_butterfly …

საკურას ყვავილობა იაპონიაში

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა. იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. იაპონიაში დღესასწაულია საკურას ყვავილობის დასაწყისიდან ბოლო ყვავილების დაცვენამდე. პირველი ყვავილობის დღეს ინიშნავენ, როცა ხის …

Exit mobile version