„ხელისუფლება იძახის, ეკონომიკა დუღსო. მე, პენსიონერი ქალი, მარტოხელა დედა, შშმ შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვეს, რამდენი ადამიანია კიდევ ქუჩაში ჩემსავით, თავშესაფარსაც კი არ გვაძლევენ“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც ბოლო 2 წელია საპროტესტო აქციაზეა და საცხოვრისს ითხოვს. მას აქეთ, რაც ხელისუფლებამ მაგული ფუტკარაძის და აქციებზე გამოსული სხვა უსახლკაროების პრობლემები არც კი შეისწავლა, პროტესტის ნიშნად …
Tag Archives: თავშესაფარი
„წამოვიყვან ჩემს 400 ძაღლს და მერიასთან დავდგები“ – რატომ ანგრევენ ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს
„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი …
მარტოხელა დედა: გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე, თავშესაფარში ადგილი აღარ არის
„გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე. ღამის თავშესაფარში მითხრეს, გამოტენილი ვართ, აღარ არის ადგილებიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია მ. ის 43 წლის მარტოხელა დედაა. ნათია მას შემდეგ დაგვიკავშირდა, როცა ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო, რომ ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფრის რეაბილიტაცია მალე, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო უსახლკარო ადამიანებს თავშესაფრად დაქირავებულ სახლებს სთავაზობენ. „ვესაუბრე მერიის წარმომადგენელს და …
Continue reading “მარტოხელა დედა: გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე, თავშესაფარში ადგილი აღარ არის”
„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან
„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში… ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. „თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი …
Continue reading “„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან”
ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ „სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის“ შესყიდვაზე ტენდერი 183 ათას 240 ლარით გამოაცხადა. თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს: შაქარი – 1 კილოგრამი მზესუმზირას ზეთი – 1 ლიტრი გაყინული ქათამი – 1 ცალი ხორბლის ფქვილი – 1 კილოგრამი ამ პროდუქტებს უფასო სასადილოს 7 595 ბენეფიციარისთვის, სააგენტო, სოციალურად დაუცველი ჯგუფის ერთჯერადი უფასო …
Continue reading “ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის”
როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“
„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …
ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – კანონპროექტი
ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – ამის შესახებ ახალ კანონპროექტში წერია, რომელიც უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო. ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები აფეთქების ტალღების, ქიმიური, რადიოაქტიური და ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების დაზიანებისგან მოსახლეობის დასაცავად აშენდება. ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის დაგეგმილი საინჟინრო და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ. პაველ ფროლოვი, უმაღლესი რადას რეგლამენტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, თავის …
Continue reading “ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – კანონპროექტი”
იანვარ-მარტში თავშესაფარი 364-მა უცხოელმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა უკრაინელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე. მათი უმრავლესობა, 126 პირი, უკრაინის მოქალაქეა. 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია: უკრაინის – 126 თურქეთის – 52 ირანის – 31 რუსეთის – 21 იორდანიის – 19 ავღანეთის – 17 ეგვიპტის – 16 და სხვა, სულ 33 …
Continue reading “იანვარ-მარტში თავშესაფარი 364-მა უცხოელმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა უკრაინელია”
უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …
Continue reading “უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო”
მიწისქვეშა ბათუმი – საბჭოთა ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში აშენებულ ახალ შენობებში სპეციალურ სარდაფებს აწყობდნენ. ასეთ ადგილს სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები ერქვა და ის აღჭურვილი იყო ყველა აუცილებელი ნივთით, რაც საჰაერო ან ატომური თავდასხმის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ მოქალაქეებს. ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის წარმომადგენელია. იხსენებს, რომ ბავშვობაში ის და მისი თანატოლები სპეციალურ …
Continue reading “მიწისქვეშა ბათუმი – საბჭოთა ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად”
უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება
უკრაინის მთავრობამ დღეს, 25 თებერვალს, სპეციალური ვებგვერდი აამუშავა, რომლითაც უკრაინელებს შეუძლიათ თავშესაფარი შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებში ცხოვრობენ. „ათასობით ადამიანის სწრაფი ევაკუაცია ხდება უფრო უსაფრთხო რეგიონებში. მათ უმრავლესობას არ აქვს სივრცე, სადაც ამ რთულ პერიოდს გადაიტანენ. დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ერთიანები. თუ თქვენ გაქვთ სივრცე, სადაც მზად ხართ შეიფაროთ …
Continue reading “უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება”
ურეხის ღამის თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს, შენობის რემონტზე 2,7 მლნ გამოიყო
ბათუმში, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის „ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია“ იგეგმება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 2,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შენობაში დღეს ბათუმის ღამის თავშესაფარია განთავსებული. რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია მზადაა. 4 წლის წინ კი, საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე. „ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა …
„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ
„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …
Continue reading “„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ”
რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან
გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან 3 192 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს უკან რეადმისიის ფარგლებში. ყველაზე მეტი მოქალაქე – 1479 გერმანიიდან დაბრუნდა. რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვ, უარს გეუბნებიან და სახელმწიფო სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკან გაბრუნებს. გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ჰოლანდია – 256, ავსტრია …
Continue reading “რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან “
სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის
„რამდენიმე დღეში სასამართლომ ჩემს შვილზე მოძალადეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ამ დროს სასამართლოდან შეტყობინება მომოვიდა – 12 ათასი ლარის გადახდას მთხოვენ,“ – გვიყვება ნინო [სტატიაში დაზარალებული გოგოს და დედის სახელები შეცვლილია]. მისი შვილი 8 წლის იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „გარყვნილი ქმედების“ ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 წლის ვიტალი შ. 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. …
Continue reading “სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის”
ვინ ითხოვს საქართველოში თავშესაფარს და ვის მისცეს ლტოლვილის სტატუსი
2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის სტატუსის მიღება უცხო ქვეყნის 264-მა მოქალაქემ ითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში მხოლოდ სამ მოქალაქეს მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, ორის მოქალაქეობა კი – დაუდგენელი, ისინი არასრულწლოვნები არიან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ირანელები ითხოვენ. ჯამში 264 ადამიანიდან 117 ირანის …
Continue reading “ვინ ითხოვს საქართველოში თავშესაფარს და ვის მისცეს ლტოლვილის სტატუსი”
შეხვედრა ბათუმში – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების საქმიანობა და გამოწვევები
2018 წლის 4 დეკემბერს 14:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ. შეხვედრას წარუძღვება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა …
Continue reading “შეხვედრა ბათუმში – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების საქმიანობა და გამოწვევები”
რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი. კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი. მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში …
Continue reading “რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში”
ვინ მიიღებს თავშესაფარს ევროპაში
ათასობით ადამიანი საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის სტატუსის მიღებას ცდილობს. სტატისტიკის მიხედვით, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ თავშესაფარს. ევროპაში თავშესაფრის მიღება რომ რთულია, კარგად იციან ქართველებმა, რომლებიც ახლა ევროპაში თავშესაფრის მიმღებთა რიგში დგანან. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში დარჩენას მაინც შეძლებს. თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლემ ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელიც გაზარდა. ქართველი მიგრანტების …
ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა
მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა …
Continue reading “ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა “
ამბები ღამის თავშესაფრიდან
საღამოს შვიდზე ბათუმის ღამის თავშესაფართან შეკრებილი ადამიანები ელიან, როდის გაიღება ოთახის კარი, სადაც თბილა. ღამის თავშესაფრები ყოველდღე, საღამოს შვიდზე იღება, დილის ათზე – იკეტება. აქ მხოლოდ ღამის გასათევად არ მოდიან, ზოგიერთს არც დღისით აქვს წასასვლელი. ისინი მოხუცთა სავანესთან ელიან რომელიმე მოხუცის გარდაცვალებას, რომ მათთვის ადგილი გამოთავისუფლდეს. „აქ დალხენილი არავინ მოდის, ყველას თავისი ისტორია აქვს,“ – …
მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს
„თავშესაფარში მოდიან, როცა უკვე აუტანელი სიტუაციაა და მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მოდიან, როცა მშობლებისგან ითხოვენ დახმარებას და მათგანაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. მანამდე ისინი მოძალადის გამოსწორებას ელიან. ჩემი აზრით, არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს, არ უნდა ელოდო მის გამოსწორებას…“ – ეს ბექა მაჭუტაძემ გვითხრა. იგი ბათუმის ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების – თავშესაფრის …
Continue reading “მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს”
ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან
ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები დღეს, 19 ივლისს, უკრაინაში გაემგზავრებიან. ორი უკრაინელი ქალი თვენახევრის განმავლობაში ბათუმის ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში ცხოვრობდა. უკრაინის მოქალაქეები შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში გახდნენ. „ისინი არიან პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო. ისინი რუსეთის ნაცვლად აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც …
Continue reading “ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან”
თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის
ფსიქიკურად დაავადებულ ხანდაზმულებს თავშესაფარში მიიღებენ – საუბარია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების გამო სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ქრონიკულად აწუხებს, მაგრამ არა გამწვავებული ფორმით. ამ ტიპის პაციენტების სტაციონარში მოთავსება ამჟამად შეუძლებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან 50 ასეთი პაციენტის დაფინანსებას აპირებს. „ესენი არიან მოხუცები, რომლებიც გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიან, მაგრამ ხშირად ოჯახებს მათი მოვლის საშუალება არ აქვთ, ან …
Continue reading “თავშესაფარი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის”
გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს
ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს. ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარე ღამის თავშესაფარში ის მოხუცებიც გადავლენ, რომლებიც ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩაზე საპატრიარქოს სავანეში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორმა, იოანე ბარამიძემ დაგვიდასტურა. მისი თქმით, პროექტი უკვე არსებობს და ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა ბათუმის წლევანდელ ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს საპატრიარქო შენობას ზღვის …
Continue reading “გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს”