„წვრთნები ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ” – საელჩო

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს. „ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს. კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის …

26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

26 მაისს ჩასატარებელ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტრო 2 მილიონ 200 ათასამე ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს. თავდაცვის სამინისტროს თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ჩატარება, ტექნიკის გამოფენა, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა, ავიაციის საჩვენებელი გადაფრენის მოწყობა და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება ევალება. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს „26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების …

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება. ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. …

„ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ცეხავიკები“, ვიდრე ქვეყნის თავდაცვა – თინა ხიდაშელი ვაზიანზე

„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა. თინა ხიდაშელს „ბათუმელები“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც …

რა შემთხვევაში ზრუნავს ქვეყანა ყოფილი ჯარისკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – გენერლის განმარტება

დღეს, 20 იანვარს, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 ადამიანი მოკლა, 5 კი – დაჭრა. ოთახში შესვლის დროს, როგორც შს-ს მინისტრი ამბობს, ის გარდაცვლილი იპოვეს საწოლზე. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა. ითქვა, რომ ყოფილ სამხედროს, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ავღანეთშიც მსახურობდა და სხვა მისიებშიც, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ …

როგორი უნდა იყოს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

შავი ზღვის მიმართ ინტერესის გაზრდას ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ფაქტორად, რაც თურქეთთან საქართველომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად უნდა გამოიყენოს. მას ვესაუბრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გააქტიურებაზე: რა სახის სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან, ნატოს წევრ მეზობელ ქვეყანასთან საქართველოს? სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საქართველომ სწორად უნდა დაინახოს საკუთარი ფუნქცია შავ ზღვაზე, განსაკუთრებით …

„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე

„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს? პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და …

თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების განხორციელებას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტრო ამ პერიოდში  სულ 10 მილიონის საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტების შეძენას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მნიშვნელოვნად გართულდა პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მათი უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, ვალუტის კურსის, …

სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება

ქვეყნის საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებს. შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელების მიზეზად კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება (პანდემია) და საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის დაწესება სახელდება. „ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მომწოდებლები ვერ უზრუნველყოფენ სურსათის სტაბილურ მოწოდებას …

უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე სასტუმრო “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა. სტუმრებს სასტუმროს დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. საკონფერენციო დარბაზი სტუმრებმა დაცალეს. რამდენიმე წუთში სასტუმროს მისაღებში განაცხადეს, რომ საშიში არაფერია და სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაირთო. სასტუმრო “ჰილტონის” უსაფრთხოების მენეჯერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების გამო სამზარეულოში ჩაირთო სიგნალიზაცია “უმნიშვნელო კვამლის გამო”. მენეჯერის თქმით, ჯერ უცნობია, რატომ ჩაირთო სიგნალიზაცია. კონფერენციას დღეს, …

ჯარისკაცი, რომელმაც მეორე ჯარისკაცი დაჭრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მეორე ჯარისკაცი დაჭრა, სასამართლომ 4- ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემთხვევა ბათუმში 22 იანვარს მოხდა. დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება. შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ითვალისწინებს თავისუფლების …

აგვისტოს ომზე სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად 19 სამხედროს გადაამზადებენ

საჯარო სკოლებში კიდევ ერთი ახალი საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეტანა იგეგმება. საგნის საპილოტე სწავლება 2019 წლიდან რამდენიმე სკოლაში დაიწყება. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, ახალი საგნის სკოლებში შეტანის მიზანი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვეუბნება, რომ აღნიშნული საგნის სკოლებში სწავლების ინიციატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. …

რეზერვისტებს სახელმწიფო წელიწადში 2760 ლარს გადაუხდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველი აგვისტოდან  საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარასა და გურიაში  მცხოვრებ 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საპილოტე პროგრამაში. “ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი …

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“ დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის …

ზღვაში გაუჩინარებული სამხედროების ძებნა გრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებს თურქეთიდან ელოდებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალით არის დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 19 აგვისტოს შემოვა. სამინისტროს განცხადებით, …

ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ

სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტები

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე 25 სუბიექტს შორისაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის პორტი და საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“. სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 18 ნოემბერს დაამტკიცა.  

220 ათასი ლარი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვისთვის

 

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 220 ათასი ლარი გადაეცემა. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს დატოვა. აქედან 5 წლის შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.


ISAF-ის მისიაში დაჭრილ კაპრალს დღეს დაკრძალავენ

 

ISAF-ის მისიაში დაჭრილ კაპრალ რამაზ დავითაიას, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე წლის 8 ივნისს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიუსამძიმრა. რამაზ დავითაია 2012 წლის 20 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ მკურნალობდა სხვადასხვა ჰოსპიტალში. 

სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა იწყება

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2 თებერვლიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1250-ით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტში – 1239-ით; ხოლო  თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 549-ით.

 

როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესაძლო დაფინანსების საკითხები, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან. როგორც სერგეი ივანოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე თვლის, რომ „სტამბულის ყველა შეთანხმება, რომლებიც რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სამიტზე აიღო, შესრულებულია“. ამ შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ქართულ მხარეს …

Exit mobile version