აჭარის მთავრობის ფეისბუქის გვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნებული, ბოლო ახალი ამბავი გვამცნობს, რომ ბათუმში სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ამბავთან ერთად აჭარის მთავრობა ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გაჭრა წითელი ლენტი აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ინვესტორთან ერთად. მთავრობის სოციალურ გვერდებზე უყვართ „ბრჭყვიალა“ პრეზენტაციების ფოტოების ატვირთვა, სადაც „ოცნების“ წევრები …
Tag Archives: ზურაბ პატარაძე
ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ
„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს. კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის …
„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა. „ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს. …
ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს
დღეს, 28 აპრილს, აჭარის „ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე, ასევე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ზურაბ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. აჭარის მთავრობის შემადგენლობა ზურაბ პატარაძემ უცვლელი დატოვა. აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2026 წლის 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი მუშაობდა, რომელიც …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს”
ზურაბ პატარაძეს დედამ და სიდედრმა 196 000 დოლარი აჩუქეს – რა ქონებას ფლობს ის დეკლარაციის მიხედვით
53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ წარადგინა „ოცნებამ“. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ წარდგენისას, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. „განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა მან. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინეს
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამ თანამდებობას 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი იკავებდა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის ივლისიდან. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა. ის სხვადასხვა დროს იყო ელჩი ყაზახეთსა და თურქეთში. …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინეს”
ზურაბ პატარაძე გარეჯის ინციდენტზე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, ახსნა-განმარტებებისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩი დაბარებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს. „დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მოქმედებები სრულად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და განვიხილავთ მას, როგორც პროვოკაციას, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე გარეჯის ინციდენტზე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია”
კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია
მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის …
ელჩი ზურაბ პატარაძე საქართველოს მოქალაქის აზერბაიჯანში დაკავებაზე
„აზერბაიჯანის საკონსულო ჩართულია ამ პროცესში, კონსული იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე და ჰქონდა კომუნიკაცია დაკავებულთან. ამ ეტაპზე სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – მხოლოდ ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო მირტაგ ასადოვთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას. „ბათუმელები“ 14 ნოემბრის შემდეგ ცდილობს გაარკვიოს, რა ვითარებაში და რატომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა. მირტაგი ასადოვი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო …
Continue reading “ელჩი ზურაბ პატარაძე საქართველოს მოქალაქის აზერბაიჯანში დაკავებაზე”
წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა
წინასაარჩევნოდ, უფრო ზუსტად, მეორე ტურის წინ, აჭარაში ზურაბ პატარაძე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მოქალაქეებს ხვდება ბათუმსა და ქობულეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად „ქობულეთში სამუშაოდ“ ჩამოიყვანა. „მხოლოდ ქობულეთში არა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მექნება შეხვედრები,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, …
Continue reading “წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა”
ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება
ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. 2019 წლის 14 ივნისიდან სახელმწიფო ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) შვილობილი კომპანია „Buta Airways“-ი შეასრულებს პირველ პირდაპირ ავიარეისს ბაქო-ბათუმის მიმართულებით. ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) პრეზიდენტთან, ჯაჰანგირ ასკეროვთან გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ პატარაძის თხოვნით, მხარეებმა განიხილეს ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მოქალაქეები …
Continue reading “ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება”
ზურაბ პატარაძე ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო …
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, 29 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება აზერბაიჯანში – შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 27 აგვისტოს, მოაწერა. ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ბრიფინგზე, სადაც მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, პატარაძემ ხაზი გაუსვა, რომ პოსტის დატოვების მიუხედავად …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნეს”
პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ
„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების …
Continue reading “პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ”
რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას
რატომ არ ესწრებოდა ბათუმში ესტაკადის გახსნას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე [ამჟამად ზურაბ პატარაძე მოვალეობას ასრულებს] სამსახურში დადის, თუმცა მან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა შეწყვიტა. ბათუმში ესტაკადა 7 ივლისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დასწრებია და არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ პატარაძე. აქამდე ესტაკადის მშენებლობას ზურაბ …
Continue reading “რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას”
იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? – კითხვებს თორნიკე რიჟვაძე პასუხობს
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე არ ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვის შესახებ ინფორმაციას. ამ უარყოფის მიუხედავად, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია: „ეს უკვე ფართო განხილვის და გუნდის გადასაწყვეტი საკითხია. ასე, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ გუნდის გადაწყვეტილებას. მე ჩვეულებრივად ვასრულებ იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ენერგეტიკის ფონდში მაქვს“. კითხვაზე, …
Continue reading “იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? – კითხვებს თორნიკე რიჟვაძე პასუხობს”
რა [ვერ] შეცვალა პატარაძემ
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცა. ყოფილი დიპლომატი, რომელსაც სამ ქვეყანაში ჰქონდა ელჩად მუშაობის გამოცდილება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორი წელიც ვერ დარჩა. მისი მისამართით მმართველი გუნდიდან კრიტიკა არასდროს ისმოდა. პატარაძე კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მისი პოლიტიკაც, ძირითადად, კვირიკაშვილის პოლიტიკის მსგავსი იყო – აჭარაში არ ახსოვთ პატარაძის …
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ზურაბ პატარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება გადადგომაზე. როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობებს ავტომატურად ტოვებენ აჭარის მინისტრები – ახალი მთავრობის წარდგენა-დამტკიცებამდე ისინიც მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. აჭარაში სულ ოთხი სამინისტრო ფუნქციონირებს. ზურაბ პატარაძის გადადგომას …
Continue reading “ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს”
ზურაბ პატარაძე: ვტოვებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს
თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზურაბ პატარაძემ დღეს, 4 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის და რეგიონის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: ვტოვებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს”
ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობის ორმა პირმაც დაუდასტურა. დღეს, 4 ივლისს, 12 საათზე, მთავრობაში ბრიფინგია დაგეგმილი, განცხადებას თავად ზურაბ პატარაძე გააკეთებს. „ბათუმელების “ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა. ზურაბ პატარაძე ყოფილი …
Continue reading “ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა”
ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო …
Continue reading “ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში”
აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს
აჭარის მთავრობამ ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე მსჯელობა შეაჩერა. ზურაბ პატარაძის მთავრობამ დაახლოებით ორი თვის წინ დაწყებული კონსულტაციები მას შემდეგ შეაჩერა, როცა ახალმა პრემიერმა სამინისტროების შემცირება გადაწყვიტა. „ამ ეტაპზე სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ არაა გამორიცხული ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის თემა სამომავლოდ ისევ გააქტიურდეს, რადგან „აჭარის კონსტიტუცია …
Continue reading “აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს”
რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს
„არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა დავალება მისცა მან ზურაბ პატარაძეს. მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“. …
Continue reading “რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს”
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და გოდერძი-ბეშუმის გზის მიმდინარე სამუშაოები
ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზურაბ პატარაძე ადმინისტრაციის სამსართულიანი შენობისა და მეფუტკრის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. როგორც ზურაბ …
Continue reading “გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და გოდერძი-ბეშუმის გზის მიმდინარე სამუშაოები”
ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს
დღეს, 15 ივნისს, რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ ჩაატარეს. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას კი, ხელისუფლება მუსლიმებს ამ დრომდე არ აძლევს. ბათუმის ძველ მეჩეთში რამადანი დღეს მუსლიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ისე, როგორც გასულ წელს, ზურაბ პატარაძეს”ბათუმელებმა” ჰკითხა, აპირებდა თუ არა ახალ მეჩეთში მისვლას და …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს”
116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია
ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია. „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 …
Continue reading “116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია”
აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს
აჭარის მთავრობა ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩის #119-ში, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 466 100 ლარია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან შენობის ასაშენებლად. კომახიძის #119-ში ამ დროისთვის აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი შენობა მდებარეობს, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვისა და …
Continue reading “აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს”
ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება
16-18 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან, ქალაქ ასტანას აკიმთან (მერი) ასეკ ისეკეშევთან და ყაზახური კომპანიის …
Continue reading “ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება”
პატარაძის თქმით, აჭარაში ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს აქტიურად განიხილავენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს. აჭარის ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი, აჭარის რეგიონში ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. რომელი სამინისტროების შექმნას აპირებს აჭარის მთავრობა – ამ თემაზე „ბათუმელებმა“ შეკითხვა ზურაბ პატარაძეს გმირთა ხეივანში დაუსვა, სადაც აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე …
ფონდი „ქართუს“ საჩუქარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს
[checklist] ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [/checklist] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია …
Continue reading “ფონდი „ქართუს“ საჩუქარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს”
ინფრასტრუქტურის მინისტრი ქობულეთის სანაპიროზე: ძალიან სავალალო მდგომარეობაა
დღეს, 22 აპრილს, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები გააჭიანურა და შეაჩერა. „სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი პირველი მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ …
Continue reading “ინფრასტრუქტურის მინისტრი ქობულეთის სანაპიროზე: ძალიან სავალალო მდგომარეობაა”
ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დაგეგმილ ხსოვნის ღონიძიებაზე მედიასთან ორგანიზაცია „ბათომის“ მიმართვას უპასუხა. „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, არ შეარჩიოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გარეშე. ეს თანამდებობა ვაკანტური 17 აპრილს, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ გათავისუფლების თაობაზე ყოფილი ხელმძღვანელის [მოვალეობის შემსრულებლის] განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. ზურაბ პატარაძის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“”
„ბათომი“ მოითხოვს პატარაძემ სააგენტოს ხელმძღვანელი კონსულტაციების შემდეგ წარადგინოს
საზოგადოება „ბათომი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს, ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შერჩევის საკითხში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექტს: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ბატონო ზურაბ, ბოლო წლებში ბათუმში გატარებულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანულმა პოლიტიკამ კატასტროფული შედეგების წინაშე დაგვაყენა. მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით თქვენი დარწმუნება, რომ არსებული მავნე პრაქტიკა კანონიერების …
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა – ,,ბათუმი 2018” წარადგინა. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. საგანგებოდ …
Continue reading “43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა”
ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა
ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა. ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ …
პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის
„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს. ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, …