დღეს, 23 იანვარს, 70-მა ექიმმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და პოლიტიკური პატიმრების – ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსისთვის სრულყოფილი სამედიცინო კვლევების ჩატარება მოითხოვა. განცხადებაში, რომელიც დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ შეიტანეს პენიტენციურ სამსახურში, წერია: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
Tag Archives: ექიმები
წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …
2 ექიმი პაციენტის გაუფრთხილებლობით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის ცნობით, პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი …
Continue reading “2 ექიმი პაციენტის გაუფრთხილებლობით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო”
სახელმწიფო სერტიფიკატი კიდევ 7 ექიმს შეუჩერდა – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. პროფესიული განვითარები საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭოს წინა სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდა, რომელზეც სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერეს. პროფესიული განვითარების საბჭო, განცხადების საფუძველზე, …
Continue reading “სახელმწიფო სერტიფიკატი კიდევ 7 ექიმს შეუჩერდა – ჯანდაცვის სამინისტრო”
ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს
გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ დაიწყო იმ ექიმების განაცხადების მიღება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო 1100-ზე მეტი განაცხადი. 1100-ზე მეტმა ექიმმა განაცხადა, რომ მზად არის დაზარალებულებისთვის დახმარების გასაწევად უკრაინაში ან მის მეზობელ ქვეყნებში წავიდეს – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. „ეს რიცხვი აჩვენებს, თუ რამდენად დიდია სამედიცინო მუშაკების სოლიდარობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ,“ – ამბობს …
Continue reading “ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს”
ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი
ექიმი-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძე 7 ქართველ ექიმთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში. ექიმები საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდნენ. „ბათუმელები“ ვატო სურგულაძეს ესაუბრა. ბატონო ვატო, რა მიზნით ჩახვედით უკრაინაში და რა სიტუაცია დაგხვდათ იქ? ექიმთა ჯგუფის ჩასვლა უკრაინაში იყო პარტია „ლელოს“ ინიციატივა. ოთხი კვირა ვემზადებოდით უკრაინაში წასასვლელად. წინასწარ გვქონდა კონტაქტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. …
უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …
Continue reading “უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო”
რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში
„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და …
Continue reading “რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში”
ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“
დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში ექიმების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მიხეილ სააკაშვილ 35-ე დღეა შიმშილობს და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმდება. ბათუმელი ექიმები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააცნობიეროს საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვიოს და ის რეპუტაციული ზიანი, რაც ამით ქვეყანას მიადგება. ექიმების მიერ …
Continue reading “ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“”
„ყველა პაციენტის სახე მახსოვს, მათი დავიწყება შეუძლებელია“ – ექიმი პანდემიაში
„ძალიან გთხოვ, დამაძინე“ – ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში და არასდროს დამავიწყდება“ – 31 წლის რეანიმატოლოგმა შავლეგ კუტალაძემ ორთვე-ნახევარი გაატარა კოვიდით დაავადებული ადამიანების გარემოცვაში. ამ ხნის მანძილზე არ გასულა გარეთ, არ უნახავს ოჯახის წევრები. ექიმი, რომელიც ამბობს, რომ დამარცხდა ფსიქოლოგიურ ომში, პაციენტების და საკუთარი განცდების შესახებ გვიყვება. იგი ახლა კოვიდგანყოფილებაში აღარ მუშაობს. პანდემიაში იმ დროს, …
Continue reading “„ყველა პაციენტის სახე მახსოვს, მათი დავიწყება შეუძლებელია“ – ექიმი პანდემიაში”
ქობულეთში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ექიმი 10 მაისს მოათავსეს კლინიკაში. „მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. გარდაცვლილი ექიმი კლინიკა ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1056 …
მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას
„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო …
Continue reading “მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას”
ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან
7 თვეა ფოთი მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. პაციენტებს სენაკში ან ქობულეთში უწევთ ჩასვლა, როცა ექიმისთვის მიმართვა სჭირდებათ. „ძალიან საშიშია ამ ქალაქში ყოფნა, ძალიან. როგორ ითმენენ ამას ადამიანები და რატომ არ აპროტესტებენ, მიკვირს“, – ამბობს ფოთის მცხოვრები ელისო ჯანაშია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან ფოთში დაბრუნდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა …
Continue reading “ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან”
კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა. კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში. ეს კორონავირუსით სამედიცინო …
ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი
„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა …
Continue reading “ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი”
ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს
გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა. გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული. „სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე …
Continue reading “ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს”
სასწრაფოსა და ოჯახის ექიმების ხელფასი დღეიდან 100 ლარით გაიზარდა – მინისტრი
პირველი ივლისიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასი ასი ლარით გაეზრდებათ – ამის შესახებ დღეს, პირველ ივლისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი სურვილი მაქვს, სამომავლოდაც მხოლოდ სურვილით არ შემოვიფარგლოთ,“ – განაცხადა …
Continue reading “სასწრაფოსა და ოჯახის ექიმების ხელფასი დღეიდან 100 ლარით გაიზარდა – მინისტრი”
რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ
„…ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, მუშაობენ სხვა პაციენტებთანაც. ეს გვაშინებს და ამას არავინ ითვალისწინებს,“ – ეს ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა მოგვაწოდა. ის ამ კლინიკის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს ექთნად და ამბობს, რომ მისი განყოფილების ექიმები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებიც არიან. „არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გადაჰყავთ ცხელების ცენტრში ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. სასწრაფოს …
ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]
7 აპრილის 18 საათის მონაცემებით საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 195 შემთხვევაა, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია – 4708. ამ ყველაფერს ემატება ეპიდკონტაქტების კვლევა, პირადი უსაფრთხოების დაცვა პაციენტებთან ურთიერთობისას, რომ მედპერსონალიც არ იქცეს ვირუსის გამავრცელებლად. მათ პანდემიის პირობებში მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ეროვნული ბიბლიოთეკა ქართველი მედპერსონალის შესახებ ციფრულ გამოფენას სთავაზობს …
Continue reading “ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]”
დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა
დღეს, 14 დეკემბერს, დააკავეს პირი, რომელიც ბათუმის “მედცენტრის” ექიმს ზვიად ბახტაძეს მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მუქარის ბრალდებითაა დაკავებული. ზვიად ბახტაძის თქმით, მას ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი 12 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში დანით შეიარაღებული შეუვარდა და მოკვლით ემუქრებოდა. დღეს, 14 დეკემბერს, ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად ექიმებმა “მედცენტრთან” აქცია გამართეს. ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა კიდევ …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა”
ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა
ბათუმელი ექიმები დღეს, 14 დეკემბერს, კლინიკა ,,მედცენტრთან” ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქცია ექიმებმა მას შემდეგ დაგეგმეს, როცა გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხა. ექიმის თქმით, ეს ფაქტი 12 დეკემბერს მოხდა. ექიმი ზვიად ბახტაძე ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსია. მისი თქმით, დანით შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი უფლებები და …
Continue reading “ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა”
„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს
სიტყვა „მოთმინება“ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა – დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალ შენობაში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა, რომელიც ჯერ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი არ არის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, როცა ის ექიმების პირისპირ დაჯდა. ამ საავადმყოფოს ექიმებმა არაერთი საპროტესტო …
Continue reading “„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს”
როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია
„ფაქტია, რომ პროტესტს გამოხატავენ ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფაქტია, რომ ადამიანები სამკურნალოდ ძირითადად მიდიან თურქეთში,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ მოაწყო დისკუსია ექიმებსა და პაციენტებს შორის შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მონოპროფილურობა გააძლიერებს კლინიკებს. „კომუნისტური ჯანდაცვა მსოფლიოში იყო …
Continue reading “როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია”
9 თვე ექსპერტიზის მოლოდინში – რა გაარკვია გამოძიებამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში
2017 წელს კუროტ გოდერძიზე დაშავებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 2017 წლის 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ ორ წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ვერ გავიდა. შესაბამისად, არც არავისთვის დაუკისრებიათ პასუხისმგებლობა. შს სამინისტრო იმ დასკვნას ელოდება, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის …
6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ
დღეს, 4 აპრილს, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრთან 6 წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 25 დეკემბერს მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს აღნიშნულ საავადმყოფოში, სადაც, მისივე თქმით, 31 დეკემბრამდე ბავშვს დიაგნოზი …
Continue reading “6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ”
ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის
ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. 3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. „ჩემს მეუღლეს 23 იანვარს …
Continue reading “ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის”
დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს
2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს. …
Continue reading “დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს”
„ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია“ – ექიმების აქცია ბათუმის რესპუბლიკურში
დღეს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა მორგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკვე საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ არ არის გათვალისწინებული. ექიმი ბენო ჭელიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ისინი ამ აქციით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების, უფრო კი ბიძინა ივანიშვილის ყურადღების …
ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში …
Continue reading “ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ “
„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან
„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს. მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის. …
Continue reading “„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან”
ექიმები დავით სერგეენკოს წინააღმდეგ
ექვსი ექიმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის – დავით სერგეენკოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. თუკი სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, მისი არსებითი განხილვა დაიწყება. ექიმები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი ირღვევა. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს იმ ექიმებს, რომლებმაც …
ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება
„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს. პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. …
ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
ექვსი ექიმი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს ექიმს, ვინც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრა, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯა, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდა. „სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ …
Continue reading “ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს”