საქართველოში კვლავ ექთნების დეფიციტია

საქართველოში 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალია – ასეთია საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2025 წელს მოიცავს. სტატისტიკური ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავ საექთნო პერსონალის დეფიციტია. ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში წლებია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი …

ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა – საქართველო

საქართველოში ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა. „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 37.5 პროცენტი 50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საპენსიო ასაკს უახლოვდებიან და მოხდება მათი სამუშაო ძალის ბაზრიდან გადინება; 2021 წლის მონაცემებით, ექთნების აქტიური 15.2 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში [ამ პროფესიაში] ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6 პროცენტია“, – ამის …

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა. 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა …

სანიტრების მინიმალური ხელფასი დაწესდება, თუმცა ცვლილება არ ეხება პირველად ჯანდაცვას

საქართველოში სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასი დაწესდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი მხოლოდ სტაციონარზე ვრცელდება. შესაბამისად ამბულატორია – ანუ პირველადი ჯანდაცვის რგოლი [პოლიკლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება], ამ ეტაპზე სახელფასო ზრდის მიღმა დარჩა.  ექთნებისა და ექიმების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საქართველოში მიმდინარე წელს დაწესდა. ცვლილების თანახმად ექიმების …

ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები კოლექტიურ დავას იწყებენ. სანიტრებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკასთან მოლაპარაკებისთვის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის განცხადებით 12 მარტს მიმართეს. ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტარი თვეში ერთ პოზიციაზე იღებს 147 ლარს. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე (256 ლარი) დაბალია, ვერ ჩაითვლება ხელფასად“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე. რეფორმა, რომელიც წელს …

ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება დღეიდან ელექტრონულ პორტალში უნდა აისახოს

დღეს, პირველ აპრილს, უნდა ამოქმედდეს ელექტრონული პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ. მონაცემები კი შრომის ინსპექციამ უნდა დაამუშაოს. „2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული …

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომის პირობებსა და მიზერულ ხელფასებს აპროტესტებს. პროფკავშირის გენერალური მდივნის, რეზო კარანაძის …

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, ამის შესახებ ჯანმოს უახლეს ანგარიშში წერია, „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო. სოლიდარობის ქსელის მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე, ექთანი ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ექთნების ახალი კადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან, ექთნების დაუფასებელი …

ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება – ჯანდაცვის მინისტრი

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმის გზამკვლევის ძირითადი ეტაპები 2022-2025 წლებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად  ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში 2022 წლის …

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ექთნების რაოდენობა საგანგაშოდ დაბალია. თუმცა მიუხედავად ამ კადრებზე არსებული მაღალი მოთხოვნისა, მათი ყოველთვიური ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ექთნები ხშირად ტოვებენ პროფესიას, ახალი კადრები კი არ არის. პანდემიის პირობებში ექთნების შრომა განსაკუთრებით დამძიმდა, ისინი დღემდე პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან, რისთვისაც „მადლიერების ტაში“ მიიღეს, მაგრამ …

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი საკადრო ცვლილებებზე: ჭარბია მედპერსონალი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები ტარდება. რესპუბლიკურის ძველ შენობაში დარჩენილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ მათ ახალ რესპუბლიკურში პანდემიის ჩავლის შემდეგ ადგილი აღარ მოუწევთ, რადგან „იქ მენეჯმენტი თავიანთ კადრებს ასაქმებს“. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბათუმის რესპუბლიკურის რამდენიმე თანამშრომელმა ვერ დაგვისახელა ნეპოტიზმის კონკრეტული შემთხვევა. გამოცდილი თანამშრომლების თქმით, მათ საპენსიო ასაკის გამო აღარ მოუწევთ ადგილი ახალ რესპუბლიკურში. კლინიკის დირექტორი …

ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა. „იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც …

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს.  ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება. ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. იმის გამო, რომ ხელფასი არასდროს ჰყოფნით ექთნები ყვებიან, რომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას. „მიტოვება მინდოდა ჩემი პროფესიის. მაღაზიის გაკეთება. უბრალოდ ახლა, ამ …

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე. ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ …

მინისტრი ექთნების ხელფასების შემცირებაზე – მედდებს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ

„ეს არის 520-ე დადგენილებაზე ძალით მიბმული თემა. რატომ მაინცადამაინც მედდის ხარჯზე აკლდება? კლინიკებს იმ თემაზე გადააქვთ, ვინც უფრო სენსიტიურია, რომ მეტად იხმაუროს და გამოჩნდეს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მას ექთნების შესახებ ვკითხეთ, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების შემდეგ კლინიკებმა მათ ხელფასები შეუმცირეს. ექთნები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მათი გასამრჯელო ისედაც მიზერულია. …

ექთნად მუშაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო – რა იცვლება საექთნო საქმეში ახალი სტრატეგიით

საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან“ კოორდინაციით მოამზადა. სტრატეგიის თანახმად, მომზადდება კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საექთნო საქმის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება/აღიარების საკითხებს და ექთნების რეგისტრაცია/ლიცენზირება/სერტიფიცირების მექანიზმს. პირველ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, ექთნების ლიცენზირება/სერტიფიცირება განხორციელდება ფორმალური განათლების ფარგლებში გაცემული დიპლომის ან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე. ამასთან, რეგისტრაცია 2025 …

სოფლის ექიმები აჭარაში დანამატს წელსაც მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები და ექთნები სახელფასო დანამატს 2019 წელსაც მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარია გათვალისწინებული. ჯამში დანამატს 107 ექიმი მიიღებს. სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.  2018 წლიდან …

აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა

2018 წლის პირველი იანვრიდან აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. ამ სიახლის შესახებ …

საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

საქართველოში 1192 უმცროსი ექიმია. 25 წლის დათო ერთ-ერთია მათ შორის. მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯერ მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, სერტიფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დათო უკვე ორი წელია ამაოდ ცდილობს კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის გავლას, რის შემდეგაც საექიმო საქმიანობის უფლება ექნება. იგი ამბობს, რომ იგივე პრობლემა აქვს ბევრ მის თანაკურსელს, მათ შორის წარმატებულ სტუდენტებსაც. დათოსა …

სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

მომავალი წლის იანვრიდან სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების [პჯდ] ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დანამატი სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. ეს ცვლილება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, აჭარის …

Exit mobile version