ბოდიში გენდერული დისკრიმინაციის გამო – სასამართლო მორიგებით დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა დავა უფლებადამცველ, უსინათლოთა კავშირის წევრ ესმა გუმბერიძესა და უსინათლოთა კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელს, ირმა ჩიხლაძეს შორის. ირმა ჩიხლაძემ, რომელსაც ესმა გუმბერიძემ გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროებისთვის უჩივლა, ბოდიში მოიხადა: „მე, ირმა ჩიხლაძე ბოდიშს ვუხდი ესმა გუმბერიძეს, მის მიმართ, ჩემი მხრიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო, რამაც გამოიწვია ესმა გუმბერიძის დამცირება …

რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ …

უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“

ავტორი: დიანა ცეცხლაძე __________________ ტერმინ – „შშმ პირის“ უკან დგანან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა ჯგუფს თავისი საჭიროებები აქვს და ყველაზე მეტად ამ საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც თავად არიან შშმ პირები. ესმაც მათ შორისაა. იგი წლებია შშმ პირთა უფლებადამცველი და შშმ საკითხებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია საქართველოში. მე ესმა გუმბერიძე …

რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  _________________ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ. ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, …

უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  _____________________ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები. 31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე …

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა. ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს. „ეს არის …

შეძლებული ადამიანიც შეიძლება გაღარიბდეს – როგორ გვეხმარება სახელმწიფო სიღარიბის დაძლევაში

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  __________________________ ონლაინკურსი გავიარე ინკლუზიურ სოციალურ დაცვაში, რომელიც განკუთვნილია განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებისთვის. კურსს წლების განმავლობაში ატარებს ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია Development Pathways/განვითარების გზები. კურსის სულისკვეთება იყო, რომ სიღარიბის დაძლევის მიზნობრივ პროგრამებს (მაგ. მატერიალური კეთილდღეობის ქულებით შეფასებას) სჯობს ქვეყანაში უნივერსალური შემწეობების დამკვიდრება, ისეთის, როგორებიცაა: ასაკობრივი პენსია, ბავშვთა შემწეობა და შშმ პირთა ფინანსური კომპენსაცია. ასევე, …

ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს

ავტორი: ესმა გუმბერიძე შემოსავლების სამსახური წლებია, შშმ დასაქმებულებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ჩემსავით წელიწადში რამდენიმე დროებითი სამსახური აქვთ, პრობლემებს გვიქმნის კანონით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებით სარგებლობასა და საშემოსავლო გადასახადის სახით დაკავებული თანხის დაბრუნებაში. უკვე ისეთი განცდა მაქვს, რომ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს შეგნებულად გვიწესებენ, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღალოთ ყოველწლიურად თანხის დაბრუნების მცდელობებით და შევეშვათ. საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად არსებობს …

გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ______ იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“. მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის …

როგორია ხალხის განწყობა შშმ პირების მიმართ საქართველოში – გაეროს ახალი კვლევის შედეგები

ავტორი: ესმა გუმბერიძე ახლახან გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა შშმ პირთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ საქართველოში – კვლევა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ასახავს, თუ რა განწყობები არსებობს საქართველოში შშმ პირების მიმართ. კვლევის თანახმად, სენსორული დარღვევის მქონე (უსინათლო/მცირემხედველი, ყრუ/სმენადაქვეითებული და ასე შემდეგ) შშმ პირთა მიმართ მეტი სტიგმაა, ვიდრე ფიზიკური დარღვევის მქონეთა (ეტლით მოსარგებლეები) მიმართ: სენსორული დარღვევის მქონე …

ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება

ავტორი: ესმა გუმბერიძე რუსეთი ავტორიტარიზმისკენ რომ მიექანება, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება. უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს ეს, ფაქტებით უნდა ავხსნათ. სახელმწიფოს კონსტიტუცია საჯარო განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, კონსტიტუცია უფრო ხედვაა, ერთგვარი იდეალი, პრაქტიკა კი კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე. კონსტიტუციაში ისეთ რამეს არ …

როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ________________________________ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება [ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი] უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი რომ იყოს: ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს კითხვა, აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის …

ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ …

ესმა გუმბერიძის მოსაზრება გაეროს ასამბლეის სხდომის შემდეგ

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი _______________________________ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი გაეროდან, სადაც ვესწრებოდი გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის სხდომებს. გენერალური ასამბლეა გაეროს ერთ-ერთი წამყვანი მმართველი ორგანოა. პარლამენტს ჰგავს. სწორედ გენასამბლეაზე იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხის განსახილველად. გაერო ხომ მსოფლიო პოლიციელი კი არაა, არამედ შეკრების ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც სხვაგან არ …

არამეგობრული შეხვედრა, რომელიც მინისტრის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო არამეგობრული გახდა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრიდან მინისტრის [თეა წულუკიანი] წასვლის შემდეგ, რომელმაც კანონის თანაავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა სამოქალაქო საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენლის რეკომენდაციები ვერ მოისმინა, ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ შეხვედრაზე არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო არამეგობრული გახდა. შეხვედრას …

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: 7 მაისის შეხვედრა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრას შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. ეს მართლაც რომ „დასწრება“ იყო და არა – „მონაწილეობა“. ამ შეხვედრის შესახებ სფეროში მომუშავე აქტივისტებისგან შევიტყვე და არა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წყაროდან. ჩვენი პლატფორმის სახელით რეკომენდაციებიც დროულად …

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის ჩანასახის ეპოპეა: შესავალი, კანონის მნიშვნელობა

ავტორი: ესმა გუმბერიძე დაზარალებული ზაზა სარალიძის მე თავიდან ბოლომდე მჯერა, როცა ის ამბობს, რომ 6 თვეა, მაღალი თანამდებობის პირებთან ითხოვდა შეხვედრას თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ინფორმაციის მისატანად და არავინ რომ არ მიიღო. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: რამდენიმე თვის წინ ასევე ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ კი რეგულირების სააგენტოში მომიწია მისვლა, დიდუბეში. იქაც ერთი ადამიანი დაჟინებით …

დამნაშავეობა სოციალური რაკურსით

ავტორი: ესმა გუმბერიძე ხშირად მეფიქრება გამდიდრების შესახებ ფილმებზე. მაგალითად, „უოლსტრიტის მგელი“ ან ფილმები კრიმინალურ სამყაროზე, სადაც ნაჩვენებია ლამაზი ცხოვრება, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, ჩემოდნებით ფული, სეიფები. მთავარი გმირი ბოლოს კი გადარჩება და დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ იმავე ფილმში რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი კოტრდება, რამდენს არ გამოსდის ამ გზით სიმდიდრის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა. ფილმში ესეც არის …

უსინათლობის შუქი – 23 წლის გოგოს უჩინარი გზა წარმატებისკენ

  „ვეძებ სმენის უნარის არმქონეებს, რომლებიც ამავე დროს უსინათლოებიც არიან, თუმცა ჯერ ვერავის მივაკვლიე. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთები საქართველოში და მათ განსაკუთებული მონდომებით მალავენ, წარმოგიდგენიათ როგორი მდგომარეობაა, როცა კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს ადამიანს? თუმცა არსებობს მეთოდები, რითაც მათთან კავშირის დამყარება შესაძლებელია,”- გვეუბნება ინტერვიუს ჩაწერისას 23 წლის იურისტი, ესმა გუმბერიძე, რომელიც საკუთარ და სხვების უფლებებს …

კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

ავტორი: ესმა გუმბერიძე რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად …

ერთი დღე ჭიათურულად: ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე ჭიათურაში მანგანუმის მოიპოვებაზე ლიცენზია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 40 წლით აქვს. ლიცენზია მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას იძლევა ჭიათურის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი სხვა კომპანია თუ კერძო პირი, თუნდაც ჭიათურის რიგითი მცხოვრები, ვერ დაიწყებს იქ მანგანუმის მოპოვებას კომპანიის ნებართვის გარეშე, სულ რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინოს „შავ ქვად“ წოდებული სასარგებლო წიაღისეული. ჭიათურაში …

ერთი დღე ჭიათურულად: მაღაროელთა სამუშაო პირობები

ავტორი: ესმა გუმბერიძე მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე ჭიათურაში დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ქალაქი ამ საწარმოთი სულდგმულობს. ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, მაღაროების დახურვის შემთხვევაში, თუკი სახელმწიფომ რამე ხედვა არ განავითარა ამ ქალაქის შესანარჩუნებლად, დასახლება სულ დაიშლება. პრაქტიკულად ყველა ოჯახს ერთი დასაქმებული წევრი მაინც ჰყავს მაღაროებში ან მათთან დაკავშირებულ სამუშაოზე. მუშის საშუალო ხელფასი თვეში 600-800 ლარია, მაგრამ სამუშაო პირობები …

Exit mobile version