„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე

„ნებისმიერ სიმძიმეზე, რომელიც ამ საქმეს ახლავს – ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, რომელმაც ელენე ხოშტარია უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში. ელენე უკანონო სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება და სახელმწიფოს როცა ვამბობ, იგულისხმება მისი ინსტიტუტები,“ – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი. მას სინდისის პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის …

„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე

„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია.  ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს. …

როგორ აპირებს „ოცნება“ ე.წ. ავტორიტეტების საარჩევნოდ გამოყენებას? – ეკა ბესელიას კომენტარი

„მახსოვს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე როცა უბნებზე დავდიოდი, მობილიზებული იყვნენ იქვე, უბანთან, საეჭვო ახალგაზრდა კაცები… ახლა ამას უფრო დიდი დოზით გამოიყენებენ,“ – გვიყვება ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. მას ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე: რა სქემით შეიძლება სცადოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად ე.წ. ავტორიტეტების გამოყენება? პარლამენტის ყოფილ წევრს ვკითხეთ ამნისტიაზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ …

„ეს იგივეა, მოკლა ადამიანი. ხელისუფლება თავადაა ეჭვმიტანილი“ – ბესელია ფარული კადრებით ქალების შანტაჟზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს პირადი ცხოვრების ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ. სწორედ მას შემდეგ ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა – ამ მეთოდით ემუქრებიან უკვე არამხოლოდ ცნობილი ქალებს, არამედ დიასახლისებს და მოზარდ გოგონებსაც კი. კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის …

გამოჩნდა, რომ მკაცრი კანონი არ იღებს შედეგს – ინტერვიუ მოზარდების ლიბერალურად დასჯაზე

მოზარდებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნების დასჯის კუთხით ლიბერალური მიდგომები ამოქმედდა – განრიდება პატიმრობის ნაცვლად. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლიდან მოქმედებს. პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის ჯამური მაჩვენებელი იყო 665 [აქედან 203 შემთხვევაზე დევნა დაიწყო, ხოლო 462 განრიდება გაფორმდა]. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, 2019 …

ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“

„კეთილი იმიჯი სჭირდება ახლა ხელისუფლებას, რომელსაც რეპუტაცია აქვს შელახული. ჰუმანური იმიჯი გჭირდება, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მესამე ვადით გინდა ლეგიტიმაცია მიიღო. ამნისტია ჰუმანური აქტია,“ – მიიჩნევს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიაზე. ამნისტია სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება და დაახლოებით 850 მსჯავრდებულს. ეკა ბესელია ამბობს, …

„კოლეგამ მე-4 ცოლი მოვიყვანეო და წავიდა კაცებში მოწონების ხმები“ – რას ჰყვებიან პარლამენტარები

„ბათუმელების“ რესპონდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თითქმის ერთნაირი გამოცდილება დაუგროვდათ: მაგალითად, საქმიანი საუბრის გადაფარვა ხმამაღალი ტემბრით ან თითქოსდა ქათინაურით – „რა ლამაზად გამოიყურები“. მათი პოლიტიკური ბრძოლის მაგალითები თითქმის იდენტურია – რთული, დამღლელი, მაგრამ მოტივაციის აღმძვრელი. ქალებმა იციან, რომ მსგავსი მაგალითები ცვლის რეალობას. გუგული მაღრაძე: თავს გიქნევენ, მაგრამ შემდეგ …

ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

„პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები?… გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს პროტესტი“ – ამ და სხვა დარღვევებს „ლუკა სირაძის საქმეში“ ეკა ბესელია ხედავს. როცა იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მიიღო იმ გზავნილით, რომ კოდექსი არასრულწლოვნების დაცვის გარანტი იქნებოდა, მათ შორის, …

ვინ არის და რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი

26 სექტემბერს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილს ხელი პირზე მიარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა და ეკა ბესელიას ასე „შეახსენა“ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე. ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა ეკა ბესელიამ დატოვა „ქართული ოცნება“ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად წინა ხელისუფლების …

ეკა ბესელია: დაკავებულებს შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული ისე აზიარებდნენ ჩანაწერს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი ცხოვრების კადრების ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა. ეკა ბესელია: „ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე …

ჩაბუქის „ღია წერილი ქართველ ქალებს“ – წულუკიანს, ჩიჩუას, ლომჯარიას, ბესელიას, ჯაშს, გვენეტაძეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი განცხადებას ავრცელებს – მისი ადრესატები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ქალები არიან. ჩაბუქი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი …

თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაკურიძე ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ, ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა: “ამ გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილს ვეთანხმები სადაც ის ამბობს, რომ ციხეებში აღარ ხდება გაუპატიურებები, აღარ ხდება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

Exit mobile version