რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში

მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე. დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ. მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი. შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება. მანამდე, 14-15 აპრილს …

„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის …

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …

ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება. უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“: „ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს …

ვინ არის ბექა, ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი აჭარიდან

აჭარაში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი, ბექა ჯოყილაძე გახდა. ბექა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა და სოფელთანაც ხშირი ურთიერთობა აქვს. რას ნიშნავს თანასწორობის ელჩობა? – ვკითხეთ ბექას. მისი თქმით, თანასწორობის ელჩები ევროპის საბჭოს ეხმარებიან მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაში სხვადასხვაზე საკითხზე, იქნება ეს რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა უფლებები, სექსუალური უმცირესობები, შშმ პირთა პრობლემები თუ …

ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თუმცა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრები, კანდიდატის სტატუსის მხოლოდ უკრაინისა და მოლდივისათვის მისანიჭებლად მიიწვია, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო აღნიშნული. „ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია. გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. პარალელურად გავაგრძელებთ …

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე გამოცხადდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული …

„არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა“ – დანიელსონი

დღეს, 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დილით უკვე შეხვდა  საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, დღის განმავლობაში კი იგეგმება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომაც, …

შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის

საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის შეიქმნა პირველი მობილური უფასო აპლიკაცია Cultural Routes Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS  პლატფორმებისთვის. აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. ევროპული მარშრუტები: [checklist] ღვინის მარშრუტი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი [/checklist] ლოკალური მარშრუტები: [checklist] ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ გერმანული …

ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან

აჭარიდან სამი მოზარდი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფინალისტების ათეულში მოხვდნენ. მოზარდები თავიანთ ესეებში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ირჩევენ თანასწორობას და არა დისკრიმინაციას. რატომ არის მნიშვნელოვანი შენ გვერდით მყოფი მიიღო ისეთი, როგორიც არის და რატომ არის გამოსავალი განათლება ცნობიერების ასამაღლებლად. ორ გამარჯვებულ მოსწავლეს „ბათუმელები“ ესაუბრა. თინა თურმანიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 …

ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

ბერდია ალხიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მან პირველი ადგილი მოიპოვა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც მრავალფეროვნებასა და თანასწორობას შეეხებოდა. ბერდია ალხიძე, როგორც ამ კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, თავის მასწავლებელთან ერთად საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრება და ევროპის საბჭოში ვიზიტის შესაძლებლობაც ექნება. კონკურსზე წარდგენილი 400 ესედან 10 საუკეთესო შეირჩა, რომლებიც ბუკლეტის …

„სქრინი არა, ცოცხალი ადამიანი მოიყვანეთ“ – რიჟვაძე თბილისში საჯარო მოხელეების იძულებით წაყვანაზე

„ერთი მოწმე გყავთ, რომელიც ამას ამბობს?… ხომ არ შეიძლება, ყოველთვის ვსაუბრობდეთ ჩვენ მოარულ ხმებზე,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო მოხელეების იძულებაზე, დაესწრონ თბილისში 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, სადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას აღნიშნავს. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შენობასთან დროშების აღმართვის ცერემონიალს დაესწრო, ვუთხარით, რომ „ბათუმელებს“ წერენ …

მთავრობა ბათუმში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს [ვიდეო]

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნად, დღეს, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ბათუმში მსვლელობა მოეწყო. რამდენიმე ათეული ადამიანი, საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობისკენ გაემართა. მსვლელობის მონაწილეებმა ჰიმნის ფონზე  საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს უმაღესი საბჭოს ახალ შენობასთან მდებარე სკვერში. See more

რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ. „საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – …

ბათუმის კონფერენციას წელს პირველად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრება

წელს პირველად ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაესწრება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. „სხვადასხვა თემა განიხილება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხები, კარგი მმართველობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 47 მილიონამდე ევროს დახმარებას მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის …

Exit mobile version