სიახლეები

მთავრობა ბათუმში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს [ვიდეო]

11.12.2019 • 1830
მთავრობა ბათუმში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს [ვიდეო]

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნად, დღეს, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ბათუმში მსვლელობა მოეწყო. რამდენიმე ათეული ადამიანი, საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობისკენ გაემართა.

მსვლელობის მონაწილეებმა ჰიმნის ფონზე  საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს უმაღესი საბჭოს ახალ შენობასთან მდებარე სკვერში.

სასულე ორკესტრი აბაშიძის ქუჩაზე

ბათუმში აჭარის მთავრობა საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს. მემედ აბაშიძის ქუჩაზე ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასულე ორკესტრმა ჩაიარა.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: