რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

დაბანა ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა და როგორც წესი, სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალის აბაზანის ღრუბლის გამოყენება ამ რუტინის ნაწილია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და გამოყენების შესახებ სწორი ინფორმაცია გვქონდეს. აბაზანის ეს ფაფუკი აქსესუარი კარგი საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, მაგრამ მისი ხვეულები ასევე იდეალური სამალავი ადგილია მიკრობებისთვის. კლინიკა „როგოს“ ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი განმარტავს, რომ …

რა მდგომარეობაა ე.წ. ქათმის კანი და როგორია მკურნალობა – დერმატოლოგის რჩევები

„ქათმის კანი“, იგივე პილარული კერატოზი, კანის მდგომარეობაა, რომელიც სხეულის გარკვეულ ლოკაციებზე წვრილი გამონაყარის მსგავსი ტექსტურით ხასიათდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რა იწვევს კანზე მის განვითარებას და რა მეთოდით ხდება მკურნალობა.  თათია, რა მდგომარეობაა ეს, რა ხდება ამ დროს? ამ დაავადებას ფოლიკულარულ კერატოზსაც ეძახიან. ეს გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებაა, ანუ შესაძლოა გქონდეთ ეს მდგომარეობა, თუ …

რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას – ინტერვიუ

თმის ბუდობრივი ცვენა იწყება მოულოდნელად და როგორც წესი, თავის კანზე, რამდენიმე ან ერთი მრგვალი ფორმის მელოტი ლაქებით, რომლებმაც შეიძლება ერთმანეთი გადაფარონ.  კლინიკა „კანის“ ექიმი-დერმატოლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც თმის ცვენა შეუძლია გამოიწვიოს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ექიმი ამბობს, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. რა არის ბუდობრივი ალოპეცია და რა ხდება ამ …

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს და აკნეს ზამთარში – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგთან

შემოდგომაზე ჩვენი კანი ნელ-ნელა კარგავს ბზინვარებას. ზამთრის სუსხი კი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცივ პერიოდში სრულიად უნდა შეიცვალოს თავის მოვლის რუტინა, მით უფრო მაშინ, თუ ცხიმიანი კანი გვაქვს და აკნე გვაწუხებს. კონკრეტულად როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში კანს, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ? – ამ საკითხებზე „ბათუმელები” …

კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან

კოჟრი კანის სქელი, გამაგრებული ფენაა, რომელიც ვითარდება, როგორც კანის თავდაცვის მექანიზმი ხანგრძლივი ზეწოლისგან. უმეტესად ჩნდება ტერფებსა და ფეხის თითებზე, რის ყველაზე ხშირი მიზეზიც ცუდად მორგებული ფეხსაცმელია. კლინიკა „კანის“ ექიმი-პოდოლოგი, ნიკა ძნელაძე ამბობს, რომ კოჟრის წარმოქმნის მიზეზი, შესაძლოა, ტერფის დარღვეული დგომაც იყოს, რაც მკურნალობის სხვაგვარ ტაქტიკას მოითხოვს.  ექიმი-პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრის თვითმკურნალობა სარისკოა, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს …

ტერფის დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხსაცმელია – პოდოლოგის რჩევები

სხვადასხვა სახის მიკრო თუ საშუალო ინტენსივობის ტრავმა ფეხის ტერფზე საკმაოდ გავრცელებულია. ტერფის პრობლემებთან დაკავშირებულ სიმპტომებზე და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რისკებზე „ბათუმელები“ კლინიკა „კანის“ ექიმ-პოდოლოგს, ნიკა ძნელაძეს ესაუბრა. რა სიმპტომები მიგვანიშნებს ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როდის უნდა მივმართოთ ექიმს? პოდოლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფთან დაკავშირებულ დაავადებებს. ეს დაავადებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კანზე, ისე ფრჩხილის …

რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება – ექიმის რჩევები

ხორცმეტი, იგივე რბილი ფიბრომა, რბილი მრგვალი ფორმის მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნია, რომელიც კანზე ჩნდება. კლინიკა “კანის” ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმოშობის მიზეზი კანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ავთვისებიანობით არ ხასიათდება. რა წარმონაქმნია ხორცმეტი? ხორცმეტი უფრო ხალხური სახელწოდებაა, მოსახლეობაში ხშირად პაპილომასაც ეძახიან, მას რბილი ფიბრომა ჰქვია და ის ვირუსული წარმონაქმნია, თუმცა ავთვისებიანობით არ გამოირჩევა, ანუ …

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს – დერმატოლოგის რჩევები

სახის კანის სწორად მოვლა აუცილებელია მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კლინიკა “როგოს” ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, რომ კანის მოვლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა, მეორე კი – სწორად შერჩეული საშუალებებით, ყოველდღიური რუტინის შემუშავება. ქალბატონო მანანა, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს კანის ინტენსიური მოვლა? დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტმა უნდა მოუაროს არამარტო სახის, …

რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები

სახის კანზე გაჩენილი შავი და თეთრი წერტილები, ე.წ. ფერისმჭამელები, კანის დაავადების, აკნეს გამოვლინებაა. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობითაც იყოს განპირობებული, ზოგჯერ კი, შესაძლოა, ჰორმონალური დისბალანსის, მაგალითად ქალების შემთხვევაში ციკლის დარღვევის გამოც გამწვავდეს. ქალბატონო თათია, რას წარმოადგენს შავი და თეთრი წერილები ე.წ. ფერისმჭამელები კანზე? ჩვეულებრივი ფერისმჭამელა რასაც ჰქვია, ახასიათებს …

რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

პიგმენტური ლაქები სახეზე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ბევრისთვის ეს ესთეტიკური პრობლემაა. პიგმენტური ლაქების წარმოქმნა ძირითადად მზეზე გარუჯვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას კანზე დროული რეაგირება სჭირდება, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში კი, ეს უფრო მოკლე ვადაში განკურნებას შეუწყობს ხელს. რამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები სახესა და სხეულზე? მელაზმა კანის …

რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები

ვიტილიგო დაავადებაა, რომლის დროსაც კანი ფრაგმენტულად უფერულდება, გაუფერულებული კერები კი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იზრდება. კლინიკა „კანის“ ექიმი, ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ექიმისთვის დროულად მიმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაჩენილ კერებზე პიგმენტის დაბრუნება უფრო ადვილია. ქალბატონო თათია, რა არის ვიტილიგო? ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. ამ დროს წარმოიქმნება დეპიგმენტური ანუ …

რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად [95%] ის მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული. აკნე ვლინდება სხვადასხვა სახის გამონაყრის სახით: შავი წერტილები, თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები. დერმატოლოგ მანანა ამაღლობლის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში აკნეს მიზეზი ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია და როგორც წესი, აკნე თითქმის მთლიანად ქრება მოზარდობის პერიოდის შემდეგ, თუმცა …

ქერტლი – დაავადება თუ კანის სიმშრალე

თავის თმიან ნაწილში წარმოქმნილი მსხვილი და წვრილი აქერცლილი ელემენტები – ქერტლი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ქერტლი პირადი ჰიგიენის წესების არასათანადოდ დაცვის შედეგია. ექიმი-დერმატოლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა – როგორც წესი, კანის აქერცვლა გამოწვეულია კანის სიმშრალით ან დაავადებებით. ქალბატონო ნატალია, რა არის ქერტლი და რატომ ჩნდება ის? ქერტლი კანის მკვდარი უჯრედებია, …

რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები

მეჭეჭი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევა, მის სამკურნალოდ ყოველთვის ექიმს არ მიმართავენ და ხშირად მის გაჩენას სხვადასხვა მითსაც კი უკავშირებენ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ მეჭეჭი ვირუსული დაავადებაა და მას ახასიათებს გადადება, გავრცელება როგორც სხვის, ისე საკუთარ სხეულზე.  ქალბატონო ნატალია, რა ვირუსი იწვევს …

როგორ ამოვიცნოთ მზის ალერგია? – ექიმის რჩევები

ექიმები გვირჩევენ, რომ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს სჯობს მაქსიმალურად მოვერიდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის გამო ალერგიული რეაქციაც კი უვითარდებათ. ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ზაფხულში. ქალბატონო თათია, რა არის მზის ალერგია? მზის ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის რეაქცია მზის სინათლეზე. მზეზე ყოფნისას, გარუჯვის შემდეგ, იმუნური სისტემა აქტიურდება და იწყება ე.წ.  …

როგორ ამოვიცნოთ ეგზემის ხშირი ფორმა, კონტაქტური დერმატიტი – ექიმის რჩევები

ტერმინი ეგზემა იმ დაავადებებს აერთიანებს, რომლებიც კანის სხვადასხვაგვარ გაღიზიანებას იწვევენ. როგორც დერმატოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, კონტაქტური დერმატიტია, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა პანდემიის პირობებში, დეზინფექციური ხსნარების მოხმარების შედეგად. ამ ფონზე მწვავდება ქრონიკული ეგზემაც. ქალბატონო მანანა, რა არის კონტაქტური დერმატიტი? კონტაქტური დერმატიტი ანუ კონტაქტური ეგზემა, ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, …

Exit mobile version